Skip to main content

ჩაფიძის გულის ცენტრი

კლინიკებითბილისი
Write a review

About

ჩაფიძის გულის ცენტრი არის, შპს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი, საიდენტიფიკაციო კოდი:202051876 ჩვენი ვებ გვერდია: www.chapidzecenter.ge ჩაფიძის სახელობის გულის ცენტრი პირველი ქართულ-გერმანული ერთობლივი კლინიკაა, რომელიც ამ სახელით 2011 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა 1994 წელს დაარსდა და მდიდარი და სახელოვანი ისტორია აქვს. ცენტრის მთავარ სპეციალიზაციას წარმოადგენს კარდიოლოგია (ინტერვენციული კარდიოლოგიითა და კარდიოქირურგიით), ანგიოლოგია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მეორადი პრევენცია. ცენტრში უახლესი თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ხორციელდება გულის და სისხლძარღვების შემდეგი დაავადებების დიაგნოსტიკა და როგორც თერაპიული, ასევე - საჭიროების შემთხვევაში - ინვაზიური და ქირურგიული მკურნალობა: მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენოკარდია, გულის რითმის მოშლა, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, გულის მანკები, მიოკარდიტი, პერიკარდიტი, კარდიომიოპათიები, აორტის და სხვა სისხლძარღვების ანევრიზმები, ენდარტერიტი. ასევე სრულყოფილად ხდება იმ დაავადებების გამოკვლევა და მართვა, რომლებიც ხშირად ასოცირდებიან გულ-სისხლძარღვთა პრობლემებთან - შაქრიანი დიაბეტი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავდება, პნევმონიები, რევმატული დაავადებები და სხვ. ახალი სერვისების დანერგვა, ანგიოლოგიის, ნივთიერებათა ცვლის და ზოგიერთი სხვა სახის პაციენტთა ჰოსპიტალური თუ ამბულატორიული სპექტრის გაზრდა, გაფართოებული ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური შესაძლებლობები და აქცენტი პაციენტთა უსაფრთხოებაზე, კლინიკურ კვლევებზე, დაავადებათა მეორად პრევენციასა და სამედიცინო კადრების უწყვეტ დახელოვნებაზე - აი, ჩაფიძის გულის ცენტრის განვითარების ახალი პერსპექტივები.

Detailed information

Tax ID

202051876

Address

ნ. ჯავახიშვილის ქ. 1

Write a review

Sign in to write a review

Sign in

Similar businesses

All

გვანცა ანიაშვილის სტომატოლოგიური კლინიკა

კლინიკები

თბილისი · საბურთალო

🦷 გვანცა ანიაშვილის სტომატოლოგიური კლინიკა — ადგილი, სადაც თქვენი ღიმილი პროფესიონალურ ზრუნვას ხვდება ✨ ჩვენს კლინიკაში ტარდება ყველა სახის სტომატოლოგიური მანიპულაცია თანამედროვე მიდგომებითა და მაღალი ხარისხის მასალებით. ✅ თერაპიული სტომატოლოგია ✅ პროფესიული წმენდა ✅ იმპლანტაცია ✅ ორთოდონტიული მკურნალობა ✅ ორთოპედიული სტომატოლოგია ✅ ქირურგიული მანიპულაციები ✅ ესთეტიკური სტომატოლოგია ✅ ბავშვთა სტომატოლოგია 💛 კომფორტული გარემო 💛 ინდივიდუალური მიდგომა 💛 პროფესიონალური გუნდი 📍 დიდი დიღომი, მირიან მეფის 33 📞 551 95 11 55 | 0322 00 05 08 📍 საბურთალო, იოსებიძის 64 📞 596 95 11 55 Gvantsa Aniashvili Dental Clinic