Skip to main content

About

ფლამინგოტური არ არის მხოლოდ ტურისტული კომპანია. უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვართ ერთნაირად მოაზროვნე ხალხისგან შექმნილი გუნდი, რომლებიც პატივს ვცემთ ჩვენს ბიზნეს პარნიორებსა და კლიენტებს. ჩვენ ვემსახურებით და თბილად ვხვდებით ხალხს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რადგან თითოეული კლიენტიც კი ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი პოლიტიკის განმსაზღვრელია ძველი ქართული გამოთქმა - „სტუმარი ღვთის არისო“. შესაბამისაც, ვცდილობთ ყველა ჩამოსულმა სტუმარტმა თავისი დასვენება კომფორტულად გაატაროს. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ მის საუკეთესო მხარეებს: საუკუნეების ტრადიციებს, ინტელექტუალურ ღირებულებებსა და კულტურულ არტეფაქტებს და, რასაკვრიველია, ცნობილ ქართულ სტუმართმოყვარეობას. ჩვენთვის ყველაზე მეტად სასურველი ჯილდო არის უკან დაბრუნებული ტურისტების მხრიდან ჩვენი სერვისი რეკომენდაცია მათი ოჯახისა და მეგობრებისთვის. ჩვენი სპეციალისტები ყურადღებით მოგისმენენ და, შესაბამისად, შემოგთავაზებენ ინდივიდუალურ ან ჯგუფურ ტურებს, რომლებშიც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული თქვენი სურვილები. კულუტურული, MICE (შეხვედრები; წახალისება; კონფერენციები; გამოფენები), ღვინის, ჯომარდობისა და სამედიცინო ტურები. ასევე, ჩვენ გთავაზობთ ტრანსფერებს, სასტუმროს დაჯავშნასა და ავია ბილეთებს. ჩვენი კომპანია მუშაობს არა მხოლოდ შემოსვლით ტურებზე, არამედ გასვლითებზეც. ჩვენი სამოგზაურო აგენტები მოგაწვდიან ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის სასურველ ტურებზე, რათა თქვენი მოგზაურობა იყოს კომფორტული, სახალისო და უსაფრთხო. ჩვენ თქვენს სურვილებს ავადენთ! იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად!!

Detailed information

Address

მცხეთის ქ. 6

Write a review

Sign in to write a review

Sign in

Similar businesses

All

ვოლქერი

ტურისტული სააგენტოები

თბილისი · საბურთალო

ტურისტული კომპანია WALKER/ვოლქერი

სითი ტური

ტურისტული სააგენტოები

თბილისი · საბურთალო