Skip to main content

About

სასტუმრო „როუზის გარდენ თბილისი“ მოსახერხებლადაა განთავსებული დედაქალაქ თბილისის ცენტრში, ცნობილი ვარდების ბაღის მახლობლად და მხოლოს 2 წუთის ფეხით სავალ მანძილზე მეტროსადგურ მარჯანიშვილამდე. სასტუმრო გთავაზობთ კომფორტულ და მყუდრო ოთახებს უფასო უკაბელო ინტერნეტით, კონდიცირებითა და მოსახერხებელი ავეჯით. სასტუმრო „როუზის გარდენ თბილისი“-ს ოთახებში თქვენ ასევე დაგხვდებათ ბრტყელეკრანიანი ტელევიზორები და მაღალი სტანდარტების შესაბამისი სველი წერტილები. მძღოლებს კი სასტუმრო უფასო ავტოსადგომს სთავაზობს. სასტუმროში ხელმისაწვდომია ასევე საერთო მოხმარების სამზარეულო ოთახი, სადაც სასტუმროს დამსვენებლებს თვითონვე შეუძლიათ მოიმზადონ ჩაი ან ყავა. სასტუმროდან მხოლოდ 5 წუთის სავალ მანძილზე მრავალფეროვანი კაფე-ბარებისა და რესტორნების დიდი ნაირსახეობაა. სასტუმრო „როუზის გარდენ თბილისი“-დან დედაქალაქის მთავარ - თავისუფლების მოედნამდე და რკინიგზის სადგურამდე სულ რაღაც 2.5 კმ-ია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე კი 18 კმ-ია.

Detailed information

Address

დ. აღმაშენებლის გამზ. 79ა

Write a review

Sign in to write a review

Sign in

Similar businesses

All