Skip to main content

სასტუმრო ვერე პალასი

Write a review

About

ვერე პალასი არის, შპს ვერე პალასი, საიდენტიფიკაციო კოდი:203813249 4 ვარსკლავიანი სასტუმრო ”ვერე პალასი” მდებარეობს ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბანში, ფიქრის გორაზე, რუსთაველის გამზირიდან სულ რაღაც 1 კმ-ს დაშორებით. როგორც მაღალი კლასის სასტუმრო, იგი გამოირჩევა კლასიკური სტილითა და დახვეწილი მომსახურებით. სასტუმროს ინტერიერი გადაწყვეტილია კლასიკურ სტილში, ლუდოვიკო XVI -ს სასახლისეული მოტივები ჰარმონიულად ერწყმის თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და კომფორტს. ”ვერე პალასს” დიდი გამოცდილება აქვს კონფერენციებისა და სხვადასხვა ღირშესანიშნავი ღონისძიებების ორგანიზებაში. იგი წარმატებით თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო, სახელმწიფო, სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზს,რომელიც იტევს 25-დან 130-მდე ადამიანს და მაღალი ხარისხის მომსახურებას. საკონფერენციო დარბაზით სარგებლობას ხშირად თან სდევს სტუმრების გამასპინძლებაც. ჩვენი სამზარეულო კი გამოირჩევა უგემრიელესი კერძებითა და ულამაზესად გაფორმებული ასორტის მრავალფეროვნებით. ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი ღონისძიების დახვეწილ გარემოში წარმატებით ორგანიზებას. სასტუმროში ფუნქციონირებს ბიზნესს ოთახი, რომელიც საუკეთესო არჩევანია დახურული კორპორატიული თავყრილობისა და საქმიანი შეხვედრების გასამართად. ბიზნეს ოთახი გათვლილია 10-20 ადამიანზე და უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი საოფისე აპარატურით და მოწყობილობით.

Detailed information

Tax ID

203813249

Address

გ. ქუჩიშვილის ქ. 24

Write a review

Sign in to write a review

Sign in

Similar businesses

All