Перейти к основному содержимому

Описание

"ფი ქეი ეფ ჯორჯია" წარმოადგენს წამყვან კომპანიას აუდიტსა და ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში, რომელიც საქართველოში მოქმედ კომპანიებს უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროფესიონალური მომსახურებით. "ფი ქეი ეფ ჯორჯია" ხელს უწყობს საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის პროფესიის განვითარებას, პროფესიულ ორგანიზაციებსა და საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობით. "ფი ქეი ეფ" არის PKF International–ის სრულფასოვანი წევრი. PKF International იურიდიულად დამოუკიდებელი ფირმების გლობალური ქსელია, რომელიც საერთო ღირებულებების ირგვლივ აერთიანებს კომპანიებს 400-ზე მეტ ქალაქში მსოფლიოს 5 კონტინენტზე. "PKF International"-ის ქსელში შემავალი აუდიტორული კომპანიები სპეციალიზირებულნი არიან მაღალი ხარისხის აუდიტის, ბუღალტრული აღრიცხვის, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებაზე როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. 22,000-ზე მეტი პერსონალი, მათ შორის 2,300-ზე მეტი პარტნიორი, კლიენტთა მომსახურება 5 კონტინენტზე, რომელიც მორგებულია ინდივიდუალური კლიენტების საჭიროებებზე. კომპანიის საქმიანობა კომპანია ისწრაფვის მუდმივი განვითარებისკენ, ცდილობს უპასუხოს კლიენტების მოლოდინებს და სრულად დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები. სერვისები აუდიტი • ფინანსური ანგარიშგების აუდიტი • სხვადასხვა ტიპის მარწმუნებელი მომსახურება • სხვადასხვა ტიპის აუდიტორული მომსახურება შეფასება • ბიზნესის შეფასება • არამატერიალური აქტივების შეფასება • უძრავი და მოძრავი ქონების შეფასება საგადასახადო მომსახურება • საგადასახდო აუდიტი (წინა და მიმდინარე პერიოდები) • საგადასახადო დავის მოგვარება • საგადასახადო პროცესების შემოწმება • მიმდინარე საგადასახადო კონსულტაციები აუთსორსინგი • ბუღალტრული აღრიცხვის აუთსორსი • ყოველთვიური გადასახადის გაანგარიშგება • სახელფასო მომსახურება • ხარჯების მიზანშეწონილობის შესწავლა • ოპერატორის შერჩევა და ზედამხედველობა • საკონსულტაციო მომსახურება

Подробная информация

Идентификационный код

205198212

Адрес

იაკობ ნიკოლაძის ქუჩა 3

Телефон

322243030

Эл. почта

pkf@pkfgeorgia.com

Сайт

pkf.ge

Написать отзыв

Войди в аккаунт, чтобы написать отзыв

Войти

Похожие компании

Все

ანდრე აუდიტი

აუდიტორული კომპანიები

თბილისი · ისანი-სამგორი

Alliot Global Alliance-ის გლობალური ქსელის ექსკლუზიური წარმომადგენელი აუდიტორული კომპანია საქართველოში – ანდრე აუდიტი გთავაზობთ ფინანსურ აუდიტს, ბუღალტრულ მომსახურებას, საგადასახადო კონსულტაციას და ბიზნესის განვითარების პროფესიონალურ მხარდაჭერას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.