Перейти к основному содержимому

Описание

Hello!Georgia - ჟურნალი ჰელოუ ჯორჯია განსაკუთრებული მომენტებით, გრძნობებით, ისტორიებით, სიახლეებითა და სტილით სავსე ჟურნალი უკვე საქართველოშია! HELLO! - ვარსკვლავური ცხოვრების, მოდის, სილამაზისა და თავის მოვლის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი გამოცემაა. ჟურნალი 90 ქვეყანაში გამოიცემა და მათ რიცხვს, ცოტა ხნის წინ, საქართველოც შეემატა. საქართველო ამიერკავკასიის პირველი ქვეყანაა, სადაც HELLO! ჟურნალით, ტაბლეტ ვერსიით, სმარტფონ აპლიკაციითა და სოციალური მედიის სხვადასხვა არხით გამოჩნდა და მედიასივრცეში მაღალ ღირებულებებს დაამკვიდრებს. პატივისცემა, სანდოობა, უტყუარი ფაქტები და დახვეწილი გემოვნება იქნება ის, რაც HELLO! -ს სხვა ჟურნალებისგან გამოარჩევს. გარდა ამისა, HELLO! იდეალური გზამკვლევია მოგზაურობის მსურველთათვის. ჟურნალში საინტერესოდაა გადმოცემული ესა თუ ის ისტორია და ინფორმაცია ადგილობრივი და საერთაშორისო კურორტებისა და ღირშესანიშნაობების შესახებაც. ასევე, გამოცემა სრულყოფილად აკმაყოფილებს მკითხველების ინტერესს კულინარიაში, მოდასა და დეკორში. სწორედ ამიტომ, მთავარ გამოცემასთან ერთად, HELLO! მედიასივრცეში სპეციალური დამატებებითაც გამოჩნდება. HELLO! - მომენტები სავსე გრძნობებით, სტილითა და ისტორიებით.

Подробная информация

Телефон

322980398

Эл. почта

info@hellomagazine.ge

Написать отзыв

Войди в аккаунт, чтобы написать отзыв

Войти

Похожие компании

Все