მთავარ კონტენტზე გადასვლა

აღწერა

აზიური სამზარეულოს მოყვარულთათვის თბილისში, ზ.ფალიაშვილის 33ა-ში იაპონური რესტორანი “აკასაკა” გაიხსნა. რესტორნის შექმნის იდეა ნიკოლოზ ლეჟავას ეკუთვნის, რომელიც იაპონიაში 16 წლიანი ცხოვრების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. „აკასაკას“ მთავარ იდეას და პრიორიტეტს წარმოადგენს, მომხმარებელს შესთავაზოს ნამდვილი იაპონური კერძები. აქ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დააგემოვნოს იაპონური სამზარეულოს როგორც ნაცნობი, ისე უცნობი კერძები. რესტორნის მთავარი და ყველაზე გამორჩეული კერძი რამენია, რომელიც იაპონიაში ყველაზე პოპულარული ნუდლის წვნიანია. რამენი შეგიძლიათ მიირთვათ ყოველდღიურად, ლანჩზე, ვახშამზე და თუნდაც წასახემსებლადაც - ზუსტად ისე, როგორც, იაპონელები მიირთმევენ. მინერალური ღირებულებების გამო, რამენს ასევე განსაკუთრებული პოზიცია უკავია, როგორც ნაბახუსევის დროს მისართმევ კერძს. იაპონიაში, ნაბახუსევზე "რამენია" (რამენის დუქანი) ყოველთვის ყველაზე პოპულარული არჩევანია მეგობრებს შორის. „აკასაკა“ ასევე გამოირჩევა იმით, რომ ნუდლი მზადდება ადგილზე, იაპონიიდან ჩამოტანილი ძვირადღირებული დანადგარით, რაც უშუალოდ იაპონიაშიც კი განსაკუთრებულ რესტორნებში ხდება. ჩვენთან სტუმრობისას თქვენ დაგხვდებათ თანამედროვე დიზაინით შექმნილი, კომფორტული სივრცე და რაც მთავარია მეგობრული პერსონალი, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებით ზრუნავს თითოეულ სტუმარზე. და ბოლოს, რას ნიშნავს „აკასაკა“ ? – „აკასაკა“ ტოკიოს ერთ-ერთი პოპულარული უბნის სახელწოდებაა, რომელთანაც რესტორნის დამფუძნებელს არაერთი ისტორია აკავშირებს.

დეტალური ინფორმაცია

მისამართი

33a Zakaria Paliashvili Street, Tbilisi, Georgia

ტელეფონი

595722002

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა

მოჩი

სუშის ბარები

თბილისი

მოჩი • Mochi - აზიური სამზარეულო, ადგილზე მიტანის სერვისით. ჩვენი კერძები მზადდება ყოველთვის ახალი, ჯანსაღი პროდუქტებითა და იაპონური ბრინჯით.

რესტორანი კიოტო

სუშის ბარები

თბილისი

kyoto არის, შპს კიოტო, საიდენტიფიკაციო კოდი:404424324 ჩვენი ვებგვერდია kyoto.ge "კიოტო" - გასტრონომიული სამოთხე ყველასათვის. იაპონიის უძველესი დედაქალაქი კიოტო ერთ დროს ნამდვილი სამოთხე იყო. ახლა, თბილისის შუაგულში, მის უმთავრესს არტერიაზე – რუსთაველის გამზირზე _ მდებარე იმავე სახელწოდების რესტორანი სტუმრებს სასიამოვნო და აღმოსავლურად დახვეწილ გარემოში ეპატიჟება. "კიოტოს" თავაზიანი ატმოსფერო, ტრადიციული ეტიკეტის დაცვით, გაზიარებთ იაპონური კულინარიის მდიდარ გამოცდილებას. კლასიკური და თქვენთვის უკვე ნაცნობი იაპონური კერძების გარდა, აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო შეფ მზარეულის, გიორგი ჭინჭრაშვილის საავტორო კერძები და ორიგინალური დესერტი. ქართულ გემოვნებას მორგებული, კულინარიული კრეატივის შედევრები გულწრფელ გაოცებას იწვევს როგორც ადგილობრივ, ისე "კიოტოს" იაპონელ სტუმრებში.

საკე სუში ბარი

სუშის ბარები

თბილისი

SAKE SUSHI BAR-ში შეგიძლიათ დააგემოვნოთ იაპონიიდან მოწვეული მზარეულების მიერ მომზადებული იაპონური კერძები და საფირმო სუში. გარდა ამისა "საკეში" ტაილანდელი პროფესიონალი მზარეული სტუმრებისათვის მოამზადებს უგემრიელ აზიურ კერძებს. კერძები დამზადებულია მსოფლიოს რამდენიმე კონტინენტიდან სპეციალურად "საკესთვის" ჩამოტანილი უმაღლესი ხარისხის პროდუქტებით.

სუში ბარი "იაკუძა

სუშის ბარები

თბილისი

იაკუძა არის, შპს იაკუძა, საიდენტიფიკაციო კოდი:402022002 იაკუძას სუში ბარი გთავაზობთ იაპონური და იტალიური ტრადიციული სამზარეულოს მრავალფეროვან არჩევანს. ჩვენი გამოძახების სერვისი კი გაძლევთ შესაძლებლობას შეუკვეთოთ სასურველი კერძი და ჩვენი სწრაფი კურიერების დახმარებით ადგილზე მიირთვათ უმოკლეს დროში.