
მონტესორის საბავშვო აკადემია ქინდერვილი
თბილისი
მონტესორის საბავშვო აკადემია ქინდერვილი არის, შპს ჯი ენ ეს GNS, საიდენტიფიკაციო კოდი: 404458546
ბაგა-ბაღი ''ბენიკანა'' თქვენი პატარებისთვის გთავაზობთ შესანიშნავ გარემოსა და საუკეთესო მეთოდებზე დაფუძნებულ სასწავლო - სააღმზრდელო პროგრამას რომელიც ითვალისწინებს აღსაზრდელების მომზადებას დაწყებითი კლასებისათვის. თქვენს შვილებს ექნებათ გონებრივი, შემოქმედებითი მონაცემების განვითარებისა და წარმოჩენის საშუალება. ჩაუტარდებათ: ღია გაკვეთილები; სიტუაციური თამაშები; ინგლისურის გაკვეთილები; სიმღერისა და რიტმიკის გაკვეთილები; დამატებით: მონაწილეობას მიიღებენ სპექტაკლებსა და მუსიკალურ ინსცენირებებში; მოეწყობა მათი ნამუშევრების გამოფენა; მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა აქტივობებში ბავშვებს მოემსახურებიან მაღალკვალიფიციური პედაგოგები. ''ბენიკანაში'' მიიღებიან 6 წლამდე ასაკის ბავშვები.
მისამართი
მ. გლინკას ქ. 41
ტელეფონი
შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად
შესვლა
თბილისი
მონტესორის საბავშვო აკადემია ქინდერვილი არის, შპს ჯი ენ ეს GNS, საიდენტიფიკაციო კოდი: 404458546

თბილისი
ამერიკული საბავშვო-ბაღი გენიოსი არის, შპს გენიოსი, საიდენტიფიკაციო კოდი:405134073 ინვესტიცია ბავშვებში (იქნება ეს ფინანსური, დროის, ემოციის ან თუნდაც ნერვების) ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ადამიანის ცხოვრებაში! - ვილჰელმ ვონ ჰამბოლტი. გააკეთეთ ეს ინვესტიცია ბაღ "გენიოს"-ში სადაც წარმატება გარანტირებულია.

თბილისი
ბაგა ბაღი ჩიკო არის, ი/მ დიანა კიკნაძ, საიდენტიფიკაციო კოდი:01025002396

თბილისი
ინტეგრირებული საბავშვო ბაღი ბუკიბუ არის, შპს ინტეგრირებული საბავშვო ბაღი ბუკიბუ, საიდენტიფიკაციო კოდი:405102570 ინტეგრირებული ბაღის პროგრამა მორგებულია 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებზე. ინდივიდუალურად იმუშავებენ თქვენს პატარებთან: ფსიქოლოგი, ლოგოპედი, სპეც-პედაგოგი, მასაჟისტი, ოკუპაციური თერაპევტი. თქვენს პატარებს დახვდებათ უსაფრთხო, მყუდრო და ოჯახური გარემო, თანამედროვე ინტერიერი, დიდი და ნათელი ოთახები, საზეიმო დარბაზი, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები, 4 ჯერადი, სრულფასოვანი კვება. (ადგილზე დამზადებული კერძები, ღვეზელები, ნამცხვრები და სხვ.) თანამედროვე ლიტერატურა, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. თქვენი პატარების განვითარებაზე და განათლებაზე იზრუნებენ კვალიფიციური, ახალგაზრდა და კრეატიული აღმზრდელები, თანამედროვე სასწავლო მიდგომებზე დაყრდნობით შემუშავებული პროგრამის მიხედვით. სასწავლო პროცესი ხელს შეუწყობს ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ განვითრებას, აგრეთვე ისეთი შემეცნებითი პროცესების ჩამოყალიბებას როგორიცაა: მეტყველება, მეხსიერება, კომუნიკაბელურობა, წვრილი მოტორიკა, ხელოვნებასა და სპორტში ჩართულობა და სხვა სკოლამდელი აღზრდის საფუძვლები. ჯგუფების სასწავლო ცხრილი დატვირთულია სხვადასხვა განმავითარებელი ღონისძიებებით: ექსკურსიებით, პრეზენტაციებით, ღია გაკვეთილებითა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებით. ბაღი მდებარეობს ქალაქის ცენტრში და ამავე დროს მყუდრო და ეკოლოგიურად სუფთა უბანში. სასწავლო პროგრამა მოიცავს: ქართულ ენას, დაწყებით არითმეტიკას, ინგლისური ენის გაძლიერებულ კურსს, რუსული ენის გაძლიერებულ კურსს, საბავშვო ისტორიას, ცეკვის ელემენტებს, ხატვის კურსს, ძერწვის კურსს, აპლიკაციის კურსს, სიმღერის გაკვეთილებს, სენსორულ ოთახსა და ვიდეო-აუდიო გაკვეთილებს.