
თბილისის განვითარების ფონდი
თბილისი
თბილისის განვითარების ფონდი არის, სს თბილისის განვითარების ფონდი, საიდენტიფიკაციო კოდი:404384974
მოგეხსენებათ ბაკურიანი წარმოადგენს ერთ-ერთ პოპულარულ ზამთრის კურორტს ჩვნეს ქვეყანაში, სადაც უამრავი ადამიანი ჩადის დასასვენებლად; მათ შორის არიან როგორც მოზარდები ასევე 14 წლამდე ასაკის აღსაზრდელები. სწორედ ამ ასაკის ბავშვების სათხილამურო სკოლების (კლუბები) გაერთიანებას წარმოადგენს ააიპ „ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაიცა“ (BMCA), რომელიც დაფუძნდა 2017 წლის გაზაფხულზე. ამ ეტაპზე ასოციაცია აერთიანებს ბაკურიანში არსებულ 12 სათხილამურო კლუბს, თუმცა სამომავლოდ იგეგმება არამარტო სათხილამურო კლუბების დამატება, არამედ სხვა ზამთრის სპორტის სახეობებში მოღვაწე სკოლების(კლუბების) გაწევრიანება. „ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაიციის“ (BMCA) ძირითადი მიზნებია: 1. ზამთრის სპორტის სახეობების განვითარება, პოპულარიზაცია; 2. ზაფხულის აქტივობების განვითარება და პოპულარიზაცია ბაკურიანში; 3. აღსაზრდელებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება; 4. სათხილამურო კლუბების განვითარება კურორტზე; 5. ჯანსაღი კონკურენცია კლუბებს შორის, შეჯიბრებები; 6. კურორტის პოპულარიზაცია, მეტი ზამთრის სპორტის მოყვარულების მოზიდვა; 7. სხვა მიზნები რომელიც საქ. კანონმდებლობიტ არარის აკრძალული. ასოციაცია, მიზნების მისაღწევად გეგმავს სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობას რათა ბაკურიანში განვითარდეს შესაბამისი ზამთრის სპორტი და მოეწყოს ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, სასრიალო ტრასები, სპორტული მოედნები თუ დარბაზები, შეხვდეს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, ტურისტულ სააგენტოებს და სხვა ორგანიზაციებს რათა მიაწოდოს არსებული ვითარება და გააცნოს ის პრობლემები რაც ამ ასოციაციაში გაერთიანებულ იურიდიულ პირებს აწუხებთ. დაეხმაროს ამ პრობლემების დროულად მოგვარებაში. ასევე მოაწყოს ზამთრისა და ზაფხულის თამაშები და შეჯიბრები, რომლებიც საშვალებას მოგვცემს ავამაღლოთ სრიალის დონე არსებულ სათხილამურო კლუბებში და შევქმნათ ჯანსაღი კონკურენცია. მოიძიოს განვითარებული ქვეყნებიდან შესაბამისი ინფორმაცია და ინოვაციები რაც წაადგება კლუბების ახალ ეტაპზე გადასვლას.
ტელეფონი
ელ-ფოსტა
შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად
შესვლა
თბილისი
თბილისის განვითარების ფონდი არის, სს თბილისის განვითარების ფონდი, საიდენტიფიკაციო კოდი:404384974

თბილისი
ღვინისა და კულინარიული ტურიზმის ასოციაცია არის, საქართველოს ღვინისა და კულინარიული ტურიზმის ასოციაცია, საიდენტიფიკაციო კოდი:405158699

თბილისი
1. სტუდენტთა და აბიტურიენტთა პროფესიული ორიენტაცია; 2. სტუდენტთა და აბიტურიენტთა მოტივირება; 3. ლექტორთა და მასწავლებელთა მოტივირება; 4. ასოციაციის წევრთა ხელშეწყობა დასაქმებაში ან/და კარიერულ წინსვლაში; 5. ასოციაციის წევრთა მოტივირება და ხელშეწყობა საკუთარი ბიზნესის წამოწყების ან თვითდასაქმების მიზნით; 6. სტუდენტთა და აბიტურიენტთა ინფორმირება, კონსულტირება და უფლებათა დაცვის ხელშეწყობა.

თბილისი
მისია: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის თანაბარი შესაძლებლობებისა და პირობების შექმნა, ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფა. ხედვა: ჩვენ გვინდა ისეთი საქართველო, სადაც შშმ პირები იქნებიან საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები, იქნება ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, შშმ პირთა მშობლებს ექნებათ სოციალური გარანტიები, განვითარებული იქნება შშმ პირების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო სერვისები, სადაც თანაბარ პირობებში შეეძლებათ განათლების მიღება და დასაქმება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მათი უფლებების რეალიზაცია. ჩვენ გვინდა ისეთი საქართველო, სადაც შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენცია სრულყოფილად იქნება შესრულებული. ღირებულებები: - ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ადამიანს აქვს ღირსეულად ცხოვრების უფლება; - ჩვენ გვჯერა, რომ სხვების დახმარებით, ჩვენ თვითონ უკეთესები ვხდებით; - ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოდ გადაადგილების, სწავლის, მეგობრებთან ურთიერთობის შესაძლებლობა; - ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ადამიანს აქვს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება; - ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება.