მთავარ კონტენტზე გადასვლა

აღწერა

შპს ,,ბი პრო’’-ს (სასწავლო ცეტრის) დაფუძნების იდეა გაჩნდა 2013 წელს, როდესაც ბანკში გადავაწყდით კადრების შერჩევის პრობლემას, ბაზარზე კვალიფიციური კადრების დეფიციტის გამო. გადავწყვიტეთ, რომ დაგვეარსებინა სასწავლო ცენტრი, სადაც დეფიციტური კადრებისთვის შეიქმნებოდა სიმულაციური გარემო და აღნიშნულ გარემოში შესაბამისი კადრები საჭირო უნარ-ჩვევების გამოიმუშავებდნენ კომპეტენციის (70%) და კვალიფიკაციის (30%) ერთობლივი მოდელის გამოყენებით. სასწავლო ცენტრის კონცეფცია მდგომარეობს არა მხოლოდ კადრების მომზადებაში კონკრეტული საქმისთვის, არამედ დამსაქმებელთან სასურველი მიზნის მიღწევის შესაძლებლობის შექმნაში. სიმულაციური გარემო ითვალისწინებს: • კონკრეტული საქმისთვის საჭირო გასაუბრების გავლას; • სიმულაციური შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას; • სტანდარტების შესაფერისი CV-ის მომზადებას; • საქმისთვის საჭირო ყველა პროცესის მრავალჯერ გამეორებას აქტიურ სამუშაო რეჟიმში; • კადრების მომზადების ხარისხის შეფასებას როგორც ინდივიდუალურად ასევე გუნდის ჭრილში, ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული მოტივაციის და შეფასების სისტემის გამოყენებით; • ასევე მრავალ სხვა პროცესებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მიზნობრივი, საქმის და სამუშაო გარემოს მიმართ ადაპტირებული კადრების მომზადებას, რომელთაც დასაქმების მეტი შანსი ექნებათ. ტრენინგების ჩამონათვალი: • ფინანსები ბიზნეს დაკრედიტებისთვის • HR შერჩევის მენეჯერი • მარკეტინგის მენეჯერი • სატრანსპორტო ლოჯისტიკის მენეჯერი

დეტალური ინფორმაცია

მისამართი

ბუდაპეშტის 1 შესახვევი

ტელეფონი

322100102

ელ-ფოსტა

info@bepro.com.ge

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა

უნარების ლაბორატორია

პროფესიული სწავლება

თბილისი · საბურთალო

ჩვენი გუნდის წევრებს, განათლების სფეროში მუშაობის, 18 წელზე მეტი გამოცდილება აერთიანებს. საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა სფეროს, მათ შორის ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებას, რაც გვაძლევს სისტემის სიღრმისეულ და პრაქტიკულ ხედვას. განათლების სისტემაში ვიყავით ინიციატივების ავტორები და თანაავტორები, ვმონაწილეობდით - განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში, სტრატეგიულ გეგმარება-ანგარიშგება-მონიტორინგში, საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაში, პროგრამების შემუშავება-განვითარებაში, კვალიფიკაციების ფორმირებაში, კვლევებში, პროფესიული სტანდარტების შემუშავებში, კადრების შერჩევასა და გადამზადებაში, პროფესიული განათლების სისტემის დიჯიტალიზების პროცესში და სხვა. სამუშაო გამოცდილება მოიცავს, როგორც კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, ასევე საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობას. გვსურს, ჩვენი გამოცდილებისა და კომპეტენციის გამოყენება საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობებში, რისთვისაც ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს ვთავაზობთ სხვადასხვა სახის თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას

საერთაშორისო ფინანსური ბაზრები

პროფესიული სწავლება

თბილისი · გლდანი-ნაძალადევი

საგანმანათლებლო სივრცეს, წარმოადგენს პროფესიულ სასწავლო ცენტრს. სთავაზობს ერთწლიან აკადემიურ სწავლებას,საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ოპერირებისთვის.