
შაურმა ქლაბ
თბილისი
შპს „მასტერფუდი“ წარმოადგენს სწრაფი კვების ობიექტების ქსელს, რომელიც ბაზარზე „Shaurma Club”-ის სახელით არის ცნობილი. შპს „მასტერფუდს“ საქართველოს სწრაფი კვების ობიექტების ბაზარზე გამორჩეული ადგილი უკავია. ქსელის პირველი რესტორანი 2015 წლის ივლისში გაიხსნა. სწრაფი და მზარდი გაყიდვების გამო „Shaurma Club”-ის რესტორნების ქსელი გაფართოვდა. ობიექტები სტრატეგიულად სწორად არის განთავსებული. ჩვენი მთავარი ძლიერი მხარე საფასო პოლიტიკაა, რომელიც მარკეტინგულად არადიფერენცირებულ სეგმენტაციას გულისხმობს. მომხმარებელთა ლოიალურობა გამოწვეულია პროდუქტის მაღალი ხარისხობრივი და ღირებულებითი მახასიათებლებით. „Shaurma Club”-ის საკვანძო კომპეტენციაა: - პროდუქტის ხარისხი და გემო; - უსაფრთხოება (დენის დანადგარები); - კომფორტული და თანამედროვე გარემო; „Shaurma Club”, როგორც სწრაფი კვების ობიექტების ბაზარზე წარმოდგენილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი, მუდმივად ისწრაფვის სერვისის გაუმჯობესებისკენ, მომხმარებელთა მოთხოვნილებების გათვალისწინებით.




