მთავარ კონტენტზე გადასვლა

აღწერა

ძვირფასო სტუმარო, ძალიან მიხარია რომ შემოხვედით ჩვენს გვერდზე, მინდა მოკლედ მოგიყვეთ ჩვენს შესახებ, რის შემდეგაც ვფიქრობ რომ აუცილებლად უნდა მოხვიდეთ და თქვენი თვალით ნახოთ ჩვენი შექმნილი და ნახელავი. ბუტიკ სასტუმრო ’’Stay’’ გაიხსნა სულ რაღაც ორი კვირის წინ, რუსთაველზე, ძმები კაკაბაძეების 26 ნომერში.ეს არის სრულიად წყნარი უბანი, რომელიც მდებარეობს მეტრო რუსთაველიდან 2 წუთის ფეხით სავალ გზაზე. სასტუმროს გახსნამდე ეს შენობა იყო ჩემი საცხოვრებლი სახლი, სადაც გავატარე უბედნიერესი წლები ჩემს მეუღლესთან და შვილებთან ერთად. ცოტა ხნის წინ მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ სახლი თავიდან ბოლომდე შეგვეცვალა და გადაგვეკეთებინა სასტუმროდ, სადაც მივიღებდით უამრავ სტუმარს სხვადასხვა ქვეყნებიდან, გავუმსაპინძლებოდი საკუთარი ხელით მომზადებული საუზმით, ჩემი ბაღის ხილით და კენკრით, ჩემი გამომცხვარი ნამცხვრებითა და კექსებით.ეს იდეა ორივეს ძალიან მოგვეწონა და სისრულეში მოვიყვანეთ.სასტუმრო შედგება 8 ორადგილიანი ნომრისგან, სადაც განთავსებულია ყველა საჭირო ინვენტარი და სააბაზანო ჰიგიენური საშუალებები.ძალიან ვამაყობ ჩვენი მყუდრო სასაუზმე ტერიტორიით, საიდანაც კარი გადის ტერასაზე. აქ სტუმრებს შეეძლებათ მიირთვან ქართული ღვინო, დააგემოვნონ ქართული ნუგბარი და მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება. მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ ეს არ არის საოჯახო ტიპის სასტუმრო, ეს არის მაღალ სტანდარტებს მორგებული ბუტიკ - სასტუმრო, სადაც სტუმარი თავს იგრძნობს, მდიდრულად და შინაურულად. მადლობა რომ დაგვითმეთ დრო.

დეტალური ინფორმაცია

მისამართი

ძმები კაკაბაძეების ქ. 26

ტელეფონი

599381418

ელ-ფოსტა

boutiquehotelstay@gmail.com

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა