მთავარ კონტენტზე გადასვლა

აღწერა

შპს “ქონსთრაქთ ჯი” დარსდა 2016 წელს. შპს “ვისეილის”, ააიპ “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” (ICCA) და შპს “მოდულატორის” მიერ. დაარსების მიზანია ვაჭრობის და საბაზრო ფასების კვლევის ბაზარზე არსებული პრობლემების მოგვარება. მომსახურება, რომელსაც ჩვენი კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს არის აუცილებელი საჭიორების საგანი და იგი ერთდროულად ჭრის რამოდენიმე პრობლემას სამშენებლო ბაზარზე. სამშენებლო ბაზარზე არსებობს 3 ძირითადი მიმართულების პრობლემა 1. სახელმწიფო ყოველწლიურად აცხადებს 1 მილიარდი ლარის მოცულობის სამშენებლო ტენდერებს. მონაწილეობისათვის საჭიროა სამშენებლო მასალების ხარჯთაღრიცხვის წარდგენა, რომლის შემუშავება საბაზრო ფასების კატალოგის მიხედვით ხდება. კატალოგი დაბეჭდილი სახითაა წარმოდგენილი, ქვეყნდება კვარტალში ერთხელ და არ ასახავს ბაზრის რეალურ სურათს. ასევე, რთული გამოსაყენებელია. 2. სამშენებლო კომპანიები მშენებლობის დასრულების შემდეგ ნარჩენ სამშენებლო მასალებს ვერ უკეთებენ რეალიზაციას 3. სამშენებლო კომპანიები და სამშენებლო პროდუქციის მომწოდებლები სავაჭრო ურთიერთობისათვის იყენებენ ტრადიციულ საკომუნიკაციო მეთოდებს როგორიცაა: ტელეფონი, ელ.ფოსტა და შეხვედრები, რაც ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია და საჭიროებს დიდ დროით რესურსს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ მომწოდებელი ან სამშენებლო კომპანია ახალია ბაზარზე. ორივე მხარისათვის ძალიან რთულია ბაზრის სრული სურათის და პოტენციალის დანახვა ასევე ბაზრის ანალიზი. რას გთავაზობთ 1) სამშენებლო პროდუქციის ყიდვა/გაყიდვის სისტემა უზრუნველყოფს შემსყიდველებისა და პროდუქციის მომწოდებლების პირდაპირ კავშირს, რაც ამარტივებს შესყიდვის პროცესს გამყიდვეთათვის ზრდის გაყიდვების მაჩვენებელს ამარტივებს ბაზრის ანალიზის პროცესს ნარჩენი სამშენებლო მასალების რეალიზაციის საშუალება 2) საბაზრო ფასების კვლევის ელექტრონული სისტემა განახლებადი საბაზრო ფასების კატალოგი ხარჯთაღრიცხვის შედგენა მიმდინარე საბაზრო ფასებზე დაყრდნობით მსოფლიოში უნიკალური მიდგომა - საბაზრო ფასების გამოთვლა, მიმდინარე ტრანზაქციების გამოყენებით

დეტალური ინფორმაცია

მისამართი

10 Korneli Kekelidze Street, Tbilisi, Georgia

ტელეფონი

322560102

ელ-ფოსტა

info@construct.ge

ვებსაიტი

construct.ge

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა

ტურიზმის საინფორმაციო საიტი

ონლაინ მედია

თბილისი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება travelnews.ge-ზე რომელიც თქვენი ონლაინ გზამკვლევია ქართული ტურიზმის საოცრებების აღმოსაჩენად! ჩვენ არ ვართ მხოლოდ ვებ-გვერდი, ჩვენ თქვენი მეგობრული თანამგზავრი ვართ. ჩვენი მიზანია მომხიბლავი ისტორიების გაზიარება, საინტერესო მიმართულებების გამოვლენა და მოგზაურთათვის მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაციის მიწოდებაა ყოველდღიურად შემოგთავაზებთ ახალ ამბებს, ინსაიდერის რჩევებსა და სასიამოვნო გამოცდილებას, რათა შთაგაგონოთ თქვენი მომავალი მოგზაურობა. შემოგვიერთდით და ერთად აღმოვაჩინოთ ქართული სტუმართმოყვარეობის მაგია!

swoop.ge

ონლაინ მედია

თბილისი

არ იცით სად გაატაროთ საღამო მეგობრებთან ერთად? გინდათ კარგად მოსაგონარი დღე ისე გაატაროთ, რომ ეს თქვენს საფულესაც არ დაამახსოვრდეს? გინდათ მიიღოთ რეალური ფასდაკლებები ყველანაირი like კონკურსების, ქულების დაგროვების და აქტიურობის გარეშე? სწორედ ამიტომ პირველად საქართველოში SWOOP.ge, ორ დღეში ერთხელ შემოგთავაზებთ თბილისის და არა მარტო თბილისის საუკეთესო კაფეებზე, ბარებზე, გასართობ ადგილებსა, თუ დასასვენებელ კურორტებზე, მოკლედ ყველაფერზე, რაც გაინტერესებთ წარმოუდგენელ ფასდაკლებებს (40%–90%) მომხმარებლების მინიმალური რაოდენობის შეკრებით SWOOP ახერხებს კომპანიებისგან ასეთი ფასდაკლებების მიღებას – სწორედ ეს არის "ჯგუფური ყიდვის ძალა".

Populars.ge

ონლაინ მედია

თბილისი

populars.ge დაარსდა 2010 წელს. ამ დროისთვის მას გააჩნია ინტერნეტ ჟურნალი, სადაც ყოველდღიურად შეგიძლიათ სხვადასხვა საინტერესო ახალ ამბებს გაეცნოთ. გარდა ამისა, სასწავლო ცენტრში გამოცდილ და კვალიფიციურ პედაგოგებთან შეგიძლიათ დაეუფლოთ სხვადასხვა დღეს მოთხოვნად ენებსა თუ პროფესიებს

Inndesign.ge

ონლაინ მედია

თბილისი

InnDesign.ge – ახალი ქართული ონლაინ კატალოგი არქიტექტურის, დიზაინის, მშენებლობისა და რემონტის შესახებ. კატალოგის მიზანია: გააცნოს უფრო ფართო საზოგადოებას საქართველოში არსებული მდგომარეობა სამშენებლო კუთხით: სამშენებლო კომპანიები და მათი პორტფოლიო, მიმდინარე და დასრულებული პროექტები, მშენებლობა რეგიონებში და ა. შ. წარუდგინოს მკითხველს და მომხმარებელს საქართველოში მოღვაწე და უცხოელი არქიტექტორები და დიზაინერები და მათი ნამუშევრები, რათა მოხდეს მათი დაკავშირება დამკვეთებთან და ახალი საინტერესო პოექტების წამოწყება. მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მარტივი გახადოს ინფორმაცია რემონტის შესახებ: მომსახურება, დიზაინი, მასალები და ა.შ. გახდეს საქართველოში №1 ვებ – ჟურნალი დიზაინის, მშენებლობისა და არქიტექტურის სფეროში კატალოგის მისია: მიაწოდოს მომხმარებელს დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია რემონტის, არქიტექტურის, დიზაინისა და მშენებლობის შესახებ საქართველოში. დაზოგოს მომხმარებლის დრო და ენერგია ინფორმაციის მოძიების პერიოდში. შესთავაზოს მომხმარებელს პირდაპირი კონტაქტი უშუალოდ შემსრულებელ პირებთან – იქნება ეს არქიტექტორი, დიზაინერი თუ სარემონტო სამუშაოების შემსრულებელი პირი. მიაწოდოს ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს სიახლეების შესახებ.