მთავარ კონტენტზე გადასვლა

აღწერა

ვამზადებთ ხელნაკეთ ნივთებს. პროდუქტის დასამზადებლად გამოიყენება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნატურალური ტყავი და ნატურალური ხე. თითოეული ნივთი მუშავდება და იკერება ხელით. დაბაღი ნიშნავს მეტყავეს, ტყავის დამამუშავებელ ხელოსანს. საქართველოს ეკონომიკურმა მდგომარეობამ და გეოგრაფიულმა გარემომ შექმნა მესაქონლეობის განვითარებისთვის საუკეთესო პირობები, რამაც ხელი შეუწყო დიდი რაოდენობით ტყავის დაგროვებას, აქედან გამომდინარე, მედაბღეობის მდიდარი ტრადიციის შექმნასა და წარმოჩინებას. მედაბღეობა გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში. თბილისი კი ამიერკავკასიის ქალაქებს შორის ძველთაგანვე გახდა მედაბღეობის წამყვანი ცენტრი. მედაბღეების ამქარი სხვა ამქართა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო. თბილისელი დაბღების მიერ დამზადებული ტყავი სრულიად აკმაყოფილებდა მეწაღეების, მეჩექმეების ქართული, აზიური, ევროპული ფეხსაცმლის მკერავთა, მეუნაგირეთა და სირაჯების მოთხოვნილებას. ტყავი ძველი ტრადიციისამებრ მუშავდება მხოლოდ ხელით და ამიტომაც არის გამორჩეული ხარისხის.

დეტალური ინფორმაცია

მისამართი

8 გივი კარტოზიას ქუჩა, Tbilisi, Georgia

ვებსაიტი

www.etsy.com/shop/DabaghiLeather

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა

ელჩო შოპი

სამკაულები და საათები

თბილისი · დიდუბე

ონლაინ მაღაზია თბილისის მასშტაბით

Lamode.ge

სამკაულები და საათები

თბილისი

Lamode.ge არის, შპს ბრილიანს, საიდენტიფიკაციო კოდი: 400164095 ჩვენი ვებ გვერდია: lamode.ge მხოლოდ ჩვენთან, მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უახლესი კოლექციები საუკეთესო ფასად და უფასო მიტანის სერვისით.

caseit

სამკაულები და საათები

თბილისი

Caseit - აქსესუარები თქვენი მობილურის, ლეპტოპის, ან სხვა მოწყობილობებისთვის. Caseit მდებარეობს ისთ ფოინთის ცენტრალურ შენობაში. ჩვენი ვებ გვერდია: caseit.ge

ბესთმარკი

სამკაულები და საათები

თბილისი

არის რაღაცეები, რასაც მაღაზიაში ვერ ნახავ არის რაღაცეები, რასაც სხვაგან ვერ ნახავ და არის რაღაცეები რასაც ვერსად ვერ ნახავ. უბრალოდ უნდა იგრძნო... შეიძლება ყველაფერი სიზმარია... შეიძლება არც არის... მერე რა? მთავარია საინტერესო ცხოვრებით ხომ მაინც ცხოვრობ... ჩვენი საიდუმლო ისტორია Since 2014