მთავარ კონტენტზე გადასვლა

აღწერა

საქართველოს პარლამენტმა 2006 წლის 7 ივნისს დაამტკიცა ენერგეტიკის სამინისტროში მომზადებული დოკუმენტი და ენერგეტიკული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განსაზღვრა. ,,საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით" განსაზღვრულია,რომ ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისებაში ძირითადი ადგილი ქვეყნის მთავარი სიმდიდრის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისებას დაეთმობა. ამასთან, ენერგოპოლიტიკის გრძელვადიან მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დაკმაყოფილება ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით.

დეტალური ინფორმაცია

მისამართი

სანაპიროს ქ. 2

ტელეფონი

322357804

ელ-ფოსტა

mail@energy.gov.ge

ვებსაიტი

www.energy.gov.ge/

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სამინისტროები

თბილისი

სამინისტროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა; გარემოს დაცვის დაგეგმვის სისტემის ორგანიზება; გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის, მიზნობრივი პროგრამების, გარემოს დაცვის მდგრადი განვითარების სტრატეგიის, მოქმედებათა ეროვნული პროგრამის და სამენეჯმენტო გეგმების შემუშავება და განხორციელება, ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, წიაღისა და ბიომრავალფეროვნების, ქვეყნისათვის დამახასიათებელი იშვიათი, საფრთხის წინაშე მყოფი ფლორისა და ფაუნის სახეობების, თვითმყოფადი ლანდშაფტებისა და ეკოსისტემების დაცვა და შენარჩუნება, ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების სფეროში სახელმწიფო მართვის (რეგულირება, ლიცენზირება, აღრიცხვა, ზედამხედველობა და კონტროლი) ფუნქციის განხორციელება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება. სამინისტრო საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით უზრუნველყოფს საზოგადოებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათ მონაწილეობას და გარემოსდაცვითი განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობას; 2012 წლის მდგომარეობით, საქართველოს მიერ გარემოს დაცვის სფეროში რატიფიცირებული კონვენციებიდან, სამინისტრო კოორდინაციას უწევს 15 საერთაშორისო გარემოსდაცვითი კონვენციის, მათი 3 ოქმის და 3 შეთანხმების განხორციელებას. სამინისტრო ასევე ახორციელებს გარკვეულ ქმედებებს და მონაწილეობს 7 საერთაშორისო გარემოსდაცვითი კონვენციისა და ოქმის ეგიდით მიმდინარე ღონისძიებებში, რომელთა მხარეც საქართველო ჯერ არ არის. გარემოს დაცვის სამინისტრო 3 წელიწადში ერთხელ წარმოადგენს საქართველოს გარემოს მდგომარეობის შესახებ არსებული ინფორმაციის შემაჯამებელ დოკუმენტს - ეროვნული მოხსენებას, რომელშიც ასახულია ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, წარმოდგენილია ინფორმაცია გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის, მიმდინარე გარემოსდაცვითი პროექტებისა და გარემოსდაცვითი საქმიანობის შედეგების თაობაზე.

დევნილთა სამინისტრო

სამინისტროები

თბილისი

საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის სახელმწიფოებრივი სისტემის ჩამოყალიბება და ამ სფეროში აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთშეთანხმებული საქმიანობა კომპეტენციის ფარგლებში; ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, დევნილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა, რეპატრიანტთა, საგანგებო სიტუაციებით (სტიქიური უბედურებები, ეპიდემია და სხვ.) გამოწვეული მიგრაციული ნაკადის რეგულირება, მათი დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზება, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნა და სოციალური დაცვა; (ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან) მიგრანტთა კატეგორიების დადგენა; დევნილთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა, ასევე დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების ორგანიზება და ხელშეწყობა, სათანადო სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნა; მიგრაციული ნაკადის აღრიცხვა, მართვა და კონტროლი; დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; საერთაშორისო (სამთავრობო და არასამთავრობო) ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის პროგრამის შემუშავება, დამტკიცება და განხორციელების ორგანიზება; (ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან) დევნილთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა აღრიცხვა- რეგისტრაციის უზრუნველყოფა; დევნილთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა აღრიცხვა-რეგისტრაციასთან დაკავშირებით შესაბამისი პროგრამის შემუშავება, დამტკიცება და განხორციელება; თავის ძირითად ამოცანათა ფარგლებში საქმიანობის სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავება, საქართველოს მთავრობისათვის წინადადებებისა და პროექტების წარდგენა, მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელების უზრუნველყოფა; მიგრანტთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების დაცვის მიზნით საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ცენტრალურ ორგანოებთან ერთად სამართლებრივი ბაზის მომზადება; აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად მიგრანტთა მიღება-განსახლების, გადაუდებელი დახმარების, დასაქმების ხელშეწყობისა და ადაპტაცია-ინტეგრაციის ორგანიზება; მიგრანტთათვის განკუთვნილი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულების კონტროლი; დევნილთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა, ასევე დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების ორგანიზება და ამ მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ცენტრალურ ორგანოებთან ერთად ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა და დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დასაცავად საერთაშორისო ხელშეკრულებათა მომზადებაში მონაწილეობა; საქართველოს სახელით საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში მონაწილეობა და სათანადო ინფორმაციის გავრცელება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

სამინისტროები

თბილისი

საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის მიზანია მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა, რომელიც დაფუძნებული იქნება სტაბილურ მაკროეკონომიკურ პოლიტიკაზე და კერძო მეწარმეობის განვითარებაზე. ქვეყნის ხელისუფლება ახორციელებს თანმიმდევრულ სტრუქტურულ და ინსტიტუციურ რეფორმებს, რომელთა მიზანია მეწარმეებისათვის მაქსიმალურად ხელსაყრელი ბიზნეს-გარემოს შექმნა.

კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სამინისტროები

თბილისი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრიორიტეტები: • ქართული კულტურის თვითმყოფადობის შენარჩუნება, საქართველოს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება; • საქართველოს რეგიონებში კულტურული კერების შექმნისა თუ აღდგენის ხელშეწყობა; კულტურის, როგორც ქვეყნის რეგიონული განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალის, გამოყენება; საქართველოს რეგიონების საერთაშორისო კულტურულ ცხოვრებაში ჩართვა; • თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა, კულტურათაშორისი დიალოგის წარმართვა ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს ხელოვანთა საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეში ჩართვის მიზნით; • სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა დედაქალაქსა და რეგიონებში; • კულტურული პროექტების ამოქმედება კონფლიქტურ რეგიონებში ნდობის აღდგენის პროცესში; • ხელსაყრელი საკანონმდებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობისთვის, კულტურის დარგების მხარდასაჭერად დამატებითი წყაროს უზრუნველსაყოფად; • შემოქმედებითი ინდუსტრიების (კულტურული ტურიზმი, კინო, დიზაინი, მოდა, ხალხური რეწვა...) განვითარების ხელშეწყობა; • საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენის გზით; • სოციალურად დაუცველი ფენებისთვის კულტურის სხვადასხვა დარგებზე წვდომის უზრუნველყოფა; • საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული სათვისტომოების ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა.