მთავარ კონტენტზე გადასვლა

აღწერა

ფუდსერვისი არის, შპს ფუდსერვისი, ფუდსერვისი, საიდენტიფიკაციო კოდი: 205179849 ჩვენი ვებ გვერდია: foodservice.ge კომპანია ფუდსერვისი დაარსდა 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ადგილობრივი კვების პროდუქტების შესყიდვა, დისტრიბუცია და ლოჯისტიკა, აგრეთვე კვების პროდუქტების იმპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან. ეკოლოგიურად სუფთა, ლაბორატორიულად შემოწმებული და სერთიფიცირებული პროდუქციით, ფუდსერვისი ლოჯისტიკის და დისტრიბუციის სფეროში ქართული ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად გვევლინება. ფუდსერვისის პროდუქცია ხელმისაწვდომია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. კომპანიას გააჩნია საკმაოდ დიდი ავტოპარკი და გამართული სასაწყობე მეურნეობა თბილისსა და ქუთაისში, რამაც ძირითადათ განაპირობა ჩვენი კომპანიის სადისტრიბუციო საქმიანობის ხარისხიანად და ეფექტურად წარმართვა. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქცია. ამისათვის ყველანაირი პირობაა შექნილი. კომპაანიის საწყობი აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით. ჩვენთან მუშაობენ საკმაოდ გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც ზრუნავენ ჩვენი საქმიანობის გაფართოებასა და გაუმჯობესებაზე. კომპანია აქცენტს მუდმივ განვითარებაზე აკეთებს. სწორედ ამიტომ, პირველად საქართველოში ჩვენს კომპანიაში ინერგება ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო. ინფრაწითელი შრობის ხაზის მეშვეობით, მოხდება ხილისა და ბოსტნეულის გაშრობა-გადამუშავება. ამ ტექნოლოგიით პროდუქტი ინარჩუნებს 95% სასარგებლო თვისებებს. კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც კომპანია განახორციელებს ხილისა და ბოსტნეულის შოკური გაყინვის მეთოდია. პროდუქტი თავსდება შოკური გაყინვის კამერებში -35C ტემპერატურაზე. ახალი მეთოდები, რომლებიც უკვე აპრობირებილია დასავლეთში, მალე საქართველოშიც ხელმისაწვდომი იქნება. .

დეტალური ინფორმაცია

საიდენტიფიკაციო კოდი

205179849

მისამართი

გ. ნადარეიშვილის 4

ტელეფონი

322715715

ელ-ფოსტა

info@gfs.ge

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა

სუფთა - მომარაგების პლატფორმა

სადისტრიბუციო მომსახურება

თბილისი · დიდუბე-ჩუღურეთი

(7)

Supta.ge წარმოადგენს სს "აიდ გრუპ"-ის საკუთრებაში არსებულ ინოვაციურ B2B პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს იურიდიული პირების კომპლექსურ მომარაგებას საოფისე და სამეურნეო პროდუქციით. დაარსდა 2016 წელს HoReCa სექტორზე ფოკუსით, 2018 წლიდან კი დაიწყო პლატფორმის დიგიტალიზაცია, რის შედეგადაც დღეს Supta.ge საქართველოს ბაზარზე ერთადერთი ინტეგრირებული, Agile პრინციპებით და მიდგომებით მართული B2B მომარაგების პლატფორმაა. მისია: გავხდეთ საქართველოში ბიზნესის მომარაგების N1 პლათფორმა 60%-იანი ბაზრის წილით, შევთავაზოთ რა მომხმარებლებს სწრაფი, მარტივი და საიმედო სერვისი – „როგორც Glovo კვებისთვის, ისე Supta.ge ყველანაირი ბიზნეს საჭიროებისთვის.“