მთავარ კონტენტზე გადასვლა
Ganbajeba.ge

აღწერა

Ganbajeba.ge (შპს დეკლარო) ლიცენზირებული საბაჟო ბროკერია თბილისში. ვაფორმებთ იმპორტისა და ექსპორტის ტვირთებს, რომლებიც საქართველოში სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო ან საჰაერო გზით შემოდის. ვმუშაობთ დისტანციურად, სახელმწიფო eCustoms ლიცენზიით. რას ვაკეთებთ: • ვადგენთ სწორ HS კოდს და წინასწარ ვითვლით იმპორტის გადასახადსა და დღგ-ს • ვამოწმებთ საბუთებს: ინვოისს, ფაქინგს, CMR-ს, კონოსამენტს, ავიაბილს და წარმოშობის სერტიფიკატებს • დეკლარაციას ASYCUDA-ში ვამზადებთ, ხშირად ტვირთის ჩამოსვლამდე • გეხმარებით იმპორტის წინასწარ შეტყობინებაში, ფიტოსანიტარიულ საბუთებსა და ნებართვებში ჩვენი მომსახურება ერთ HS კოდზე 100 ₾ ღირს, რამდენიმე HS კოდზე ფასი ინდივიდუალურად განისაზღვრება. სახელმწიფო მოსაკრებელი ბიუჯეტში ცალკე იხდება. დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ WhatsApp-ზე: +995 598 154833. უფასოდ გაგიწევთ კონსულტაციას.

დეტალური ინფორმაცია

საიდენტიფიკაციო კოდი

402342924

მისამართი

გიორგი ცაბაძის ქ. 2

ტელეფონი

598154833

ელ-ფოსტა

info@ganbajeba.ge

ვებსაიტი

ganbajeba.ge

სიახლეები

წარმოშობის სერტიფიკატი ჩინეთიდან: როგორ არ გადაიხადოთ იმპორტის გადასახადი
სიახლე12 ნოე, 2026

წარმოშობის სერტიფიკატი ჩინეთიდან: როგორ არ გადაიხადოთ იმპორტის გადასახადი

ჩინელმა მომწოდებელმა წარმოშობის სერტიფიკატის სკანი უკვე გამოგიგზავნათ? სანამ ტვირთი გზაშია, აუცილებლად შეადარეთ ინვოისს. თუ თქვენი საქონელი 5%-იანი ან 12%-იანი იმპორტის გადასახადით იბეგრება, სწორად შევსებული სერტიფიკატით ამ გადასახადს საერთოდ აღარ გადაიხდით. თუ მხოლოდ ტვირთის ჩამოსვლის შემდეგ გაირკვა, რომ სერტიფიკატში შეცდომაა და გადასახადს ვერ მოხსნის, მოგიწევთ, რომ მომწოდებელს ახალი ორიგინალი ფოსტით გამოაგზავნინოთ. ამ დროს ტვირთი საბაჟოზე გაჩერებულია და მოცდენის ხარჯი გერიცხებათ. რა უნდა შეამოწმოთ სერტიფიკატში: ✅ სათაურში უნდა ეწეროს „Form for China-Georgia Free Trade Agreement“. ჩვეულებრივი სერტიფიკატით შეღავათს ვერ მიიღებთ. ✅ ველი 8: საქონლის აღწერა ისეთივე უნდა იყოს, როგორც ინვოისში. ✅ ველი 9: HS კოდი იგივე უნდა იყოს, რითაც დეკლარაცია ფორმდება. ✅ ველი 11: წონა აუცილებლად უნდა ეწეროს. ✅ ველი 12: უნდა ეწეროს კომერციული ინვოისის ნომერი და თარიღი და არა პროფორმის. ჩვენი მომსახურება ერთ HS კოდზე 100 ₾ ღირს. დაგვირეკეთ და უფასოდ გაგიწევთ კონსულტაციას: +995 598 154833

ვრცლად

ფოტოები

(3)
მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა