მთავარ კონტენტზე გადასვლა

აღწერა

”ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი” (GAU) ჩამოყალიბდა როგორც ელენე ჯამარჯაშვილის MBA პროექტი, 2001 წელს ატლანტის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ჯორჯია) მისი სწავლის დროს. თავდაპირველად უნივერსიტეტს ერქვა “კავკასიის ამერიკული უნივერსიტეტი” და მოიაზრებოდა როგორც სამართლის სკოლა, რომლის დამთავრების შემდეგ მსმენელები სამართლის დოქტორის (JD) და სამართლის ბაკალავრის (LLB) წოდებებს იღებდნენ. 2002 წლის დასაწყისში ელენე ჯამარჯაშვილი თბილისში დაბრუნდა და სათანადო ინვესტორის ძებნა დაიწყო. სწორედ ამ დროს მან გაიცნო რ. მაიკლ ქაუგილი, აშშ-ს დაფინანსებით მომუშავე კონსულტანტი, ბ-ნი ქაუგილი დათანხმდა უნივერსიტეტის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე ქ-ნ. ჯამარჯაშვილის მრჩეველის როლი შეესრულებინა, ხოლო შემდეგ გახდა უნივერსიტეტის პრეზიდენტი. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ თბილისში ბიზნესის ორი საერთაშორისო სკოლა მოქმედებდა, საქართველოში მაინც იყო მოთხოვნილება ჭეშმარიტად დასავლური ყაიდის უნივერსიტეტის შექმნაზე, რომელიც მსმენელებს ბიზნეს-სექტორისათვის საჭირო დამატებით კურსებს, მაგალითად ბიზნესსა და სამართლის გაერთიანებულ კურსს შესთავაზებდა. შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უნივერსიტეტში ბიზნესის სკოლის გახსნის შესახებ. შედეგად 2005 წლის თებერვალში დაარსდა ამერიკელი და ქართველი ინვესტორების ერთობლივი შპს, უნივერსიტეტის დასახელება შეიცვალა და მას “ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი” (GAU) ეწოდა. ვინაიდან ერთერთი ინვესტორი (თეიმურაზ ტორონჯაძე) “ბიზნეს სკოლის” დეკანი იყო, დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა, რომ საუკეთესო არჩევანი იქნებოდა, თუ “სამართლის სკოლის” დეკანის თანამდებობაზე კიდევ ერთ ინვესტორს - შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ბ-ნ. ქეთშოს დანიშნავდა. ყოველდღიურ საქმიანობას დეკანის მოადგილე ბ-ნ. ზაზა რუხაძე უძღვებოდა, რომელმაც 2007 წლის დასაწყისში ლია მუხაშავრია შეცვალა. ”ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა” 2005 წელს დაარსების შემდეგ ბევრი ცვლილება განიცადა, ასეთი ცვლილებები იყო: -ქართული, ინგლისური და ფრანგული ენების განყოფილებების დამატება, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარების განვითარებაზე ფოკუსირების მიზნით; -ფინანსური კვლევის სპეციალისტების დაქირავება საჭირო ანგარიშების შესამუშავებლად; -ხარისხის მომნიჭებელი პროგრამებისაგან განსხვავებული, დამატებითი პროგრამების შემოღება, როგორიცაა მაგ.: UNE და ასპირანტურის მოსამზადებელი კურსები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სკოლა, ლიდერთა სკოლა და ლოჯისტიკის სკოლა; -2006 წლის დასაწყისში უნივერსიტეტმა ადგილმდებარეობა შეიცვალა და ავლაბრიდან ვაკეში გადმოვიდა, რამაც მას საშუალება მისცა 225 სტუდენტის ნაცვლად 800-ზე მეტი სტუდენტი მიეღო; -უნივერსიტეტს დაემატა ხარისხის მომნიჭებელი პროგრამები: კვონტის – მათემატიკის ინტეგრაცია, ფინანსური ანალიზი და კომპიუტერული მოდელირება (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტურანტურა); საინფორმაციო ტექნოლოგიების კონცენტრაცია; უძრავი ქონების კონცენტრაცია; -მაგისტრატურა და დოქტურანტურა სამართალში; -”ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის” დამხმარე საქმიანობების განხორციელების მიზნით ჩამოყალიბდა სხვა კომპანიები, როგორიცაა “GAU-მარჯოს” (კაფე) და “GAU წიგნები”; ჩამოყალიბების პროცესშია “GAU გამომცემლობა” და “GAU ინვესტიციები”; -უნივერსიტეტი გახდა საქართველოს “ბიზნეს -ეთიკის ასოციაციისა” და “ამერიკის სავაჭრო პალატის" (ქართული განყოფილების) წევრი; -უნივერსიტეტმა მიზანმიმართული მუშაობა დაიწყო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებზე; -უნივერსიტეტს დაემატა ბევრი ფაკულტატიური პროგრამა, მათ შორის “თბილისის ფარიკაობის აკადემია”.

დეტალური ინფორმაცია

მისამართი

10 ალექსიძის ქ., Tbilisi, Georgia

ტელეფონი

322206520

ელ-ფოსტა

marketing@gau.ge

ვებსაიტი

www.gau.ge/ge

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა

აღმოსაველეთ ევროპის უნივერსიტეტი

უნივერსიტეტები

თბილისი

„აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი“ - 172 ! აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სტუდენტი იღებს პრაქტიკულ ცოდნას, რომელსაც რეალურად გამოიყენებს! EEU სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე სასწავლო პროგრამებს, რომლებიც აგებულია დასავლეთის წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების ანალიზისა და შრომითი ბაზრის მოთხოვნებზე; დასაქმების პროგრამა, უნივერსიტეტის სტუდენტების პროფესიული წინსვლა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება 70-ზე მეტ პარტნიორ ორგანიზაციაში. პროფესიონალებთან ნეთვორქინგი, დასაქმებისა და განვითარების შესაძლებლობები EEU-ს პროგრამებს გამორჩეულსა და განსხვავებულს ხდის; უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში და გაემგზავრონ სასწავლებლად დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტში; EEU სტუდენტებს ევროკავშირში აკრედიტებულ უნივერსიტეტებთან ორმაგი ხარისხის დიპლომის მიღებისა და საუნივერსიტეტო სტიპენდიების მოპოვების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. EEU სტუდენტებს ხარისხიან განათლებასთან ერთად საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებასაც უზრუნველყოფს. თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის გამოყენებით, უნვიერსიტეტში მუდმივად იმართება სხვადასხვა სახის ინტელექტუალური, სპორტული თუ გასართობი ღონისძიებები. ეწყობა საჯარო ლექციები, მასტერკლასები, კინოჩვენებები, კონცერტები, შეხვედრები სტუდენტებისთვის სასურველ ცნობილ ადამიანებთან, სპორტული შეჯიბრები, სასწავლო ვიზიტები, ექსკურსიები და გასვლითი ტურები. ამასთანავე, უნივერსიტეტი ცდილობს ხელი შეუწყოს სოლიდარობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის განცდის ჩამოყალიბებას სტუდენტებში. EEU-ში ხშირად ტარდება საქველმოქმედო აქციები საჭიროების მქონე პირების დასახმარებლად. EEU-ში მოქმედებს საფაკულტეტო სტუდენტური კლუბები, რომლებიც წარმოადგენენ საინტერესო პროექტებს და მათგან საუკეთესოს განხორციელებას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი გთავაზობთ: საბაკალავრო პროგრამები - 2250 ლარი სამართალი - 2380 ლარი ბიზნეს ადმინისტრირება (ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი) საერთაშორისო ურთიერთობები ინგლილური ფილოლოგია ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი) სამაგისტრო პროგრამები - 3000 ლარი სამართალი - 2500 ლარი ბიზნესის ადმინისტრირება განათლების კვლევები და ადმინისტრირება ადამიანური რესურსების მართვა აგრობიზნესის მენეჯმენტი საჯარო მმართველობა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა სადოქტორო პროგრამები ბიზნესის ადმინისტრირება სამართალი უნივერსიტეტში ფუნქციონირებს EEU ტრენინგ ცენტრი, რომელიც საერთაშორისო დონის სასერტიფიკატო კურსების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მსურველებს: პროტოკოლი და ეტიკეტის საერთაშორისო სტანდარტები; მენეჯმენტი; გაყიდვების მენეჯმენტი; მარკეტინგის მენეჯმენტი; PR & კომუნიკაცია; ფინანსური მენეჯმენტი; საბაჟო საქმე; ფონდების მოძიება; საბანკო საქმე; პროექტების მენეჯმენტი; და სხვა.

თავისუფალი უნივერსიტეტი

უნივერსიტეტები

თბილისი

თავისუფალი უნივერსიტეტი - უპირობო ლიდერი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. ჩვენ გამოვირჩევით უმაღლესი ხარისხის სწავლებით, თანამედროვე სასწავლო გარემოთი, სტუდენტთა დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებლითა და დაფინანსებების უპრეცედენტო სტილით, რომლის საშუალებითაც უმაღლესი განათლების მიღება ყველა მოტივირებული ახალგაზრდისთვის ხელმისაწვდომია. თავისუფალი უნივერსიტეტი შვიდ სკოლას აერთიანებს: ბიზნესის სკოლა (ESM) აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი სამართლის სკოლა კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლა (MACS) ფიზიკის სკოლა მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა (VADS) 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიხედვით, პირველი ხუთეული მთლიანად თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა დააკომპლექტეს, 10 საუკეთესო მაჩვენებლის მქონე აბიტურიენტიდან, 8 თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტია, 20-დან - 16, 50-დან - 32, ხოლო 100-დან -53. თავისუფალი უნივერსიტეტი ორიენტირებულია პრაქტიკით გამყარებულ ცოდნაზე. ჩვენთან მოქმედებს სასწავლო ლაბორატორიები და სამართლის კლინიკები. ასევე, ESM-ის სტუდენტები, სწავლის პერიოდშივე ახორციელებენ და ავითარებენ თავიანთ ბიზნეს იდეებს. საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტები საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში იღრმავებენ გამოცდილებას. უმაღლესი დონის თეორიულ ცოდნას + პრაქტიკული გამოცდილება, შრომის ბაზარზე მათ დიდ უპირატესობას აძლევს. თავისუფალი უნივერსიტეტი წარჩინებულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს სასწავლო გრანტებით აჯილდოებს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის სასწავლო გრანტი გავეცით.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

უნივერსიტეტები

თბილისი

21 წლის წინ ყველაფერი ერთი შეხედვით უტოპიური იდეიდან დაიწყო! 1995 წელს, როცა ქვეყანაში მძიმე სოციალური და პოლიტიკური ფონი იყო, რამდენიმე ადამიანის იდეა რეალობად იქცა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში გაჩნდა უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც ათ წელიწადში ერთ-ერთ წარმატებულ და მძლავრ უნივერსიტეტად იქცა. იზრდებოდა აკადემიური პერსონალის ხარისხი, ფაკულტეტების რაოდენობა, ვითარდებოდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზები, რასაც ლოგიკურად მოჰყვა სტუდენტთა რაოდენობის სწრაფი ზრდაც. 2005-2007 წლებში უნივერსიტეტმა პირველად წარმატებით გაიარა ინსტიტუციური აკრედიტაცია. 2012 წელს უნივერსიტეტის ყველა პროგრამას 5 წლის ვადით მიენიჭა აკრედიტაცია, ასევე 5 წლის ვადით მოიპოვა ავტორიზაცია და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების - უნივერსიტეტის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (კსუ) სწავლა სამსაფეხურიანი გახდა და სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა 3500-ით განისაზღვრა. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ 2015 წლის 14 ივლისს დააკმაყოფილა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის განაცხადი. საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის კონტინგენტი 4700 (ოთხიათას შვიდასი) სტუდენტით განისაზღვრა. კსუ ახორციელებს საბაკალავრო, ერთსაფეხურიან (ქართულ ინგლისურ და რუსულენოვან), სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არაერთი საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი მოქმედებს, საქართველოში მაინც არსებობდა დასავლური ყაიდის უნივერსიტეტის შექმნის მოთხოვნილება; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სწორედ ეს მისია დაისახა; დამფუძნებელთა და ცნობილ, გამოცდილ მეცნიერთა ჯგუფის ერთობლივი მცდელობის შედეგად უნივერსიტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა ხუთი ძლიერი, მაღალი პროფესიული აკადემიური კადრით დაკომპლექტებული და თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებით აღჭურვილი ფაკულტეტი: ბიზნესის ფაკულტეტი; სამართლის ფაკულტეტი; სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; მედიცინის ფაკულტეტი; მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი. კავკასიის საერთასორისო უნივერსიტეტმა დაარსების დღიდან უამრავი ცვლილება განიცადა. დაინერგა არაერთი მეცნიერული სიახლე, განვითარდა არსებული სტრუქტურები და მიმართულებები. უნივერსიტეტში მუდმივად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს როგორც სასწავლო პროცესის, ასევე მენეჯმენტის დახვეწა და სრულყოფა. უკვე წლებია, კსუ-ს მთავარ პრიორიტეტს სტუდენტთა დასაქმების პროგრამა წარმოადგენს. სწავლის პროცესში აქცენტი გამახვილებულია ახალგაზრდათა განსაკუთრებული პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და სრულყოფილი ცოდნის ფლობაზე. კსუ-ში მუდმივად მიმდინარეობს ისეთი უნივერსიტეტების ძიების პროცესი, რომელთანაც თანამშრომლობა ჩვენს სტუდენტებსა და სამეცნიერო-აკადემიურ პერსონალს საშუალებას აძლევს, გაეცნონ საერთაშორისო პარტნიორების საქმიანობის კომერციულ და კულტურულ მხარეებს; წარჩინებულ სტუდენტებს კი ეძლევათ შანსი, სწავლა გააგრძელონ პარტნიორ უნივერსიტეტებში. 2012-2013 წლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შეემატა კიდევ ერთი ახალი კორპუსი, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე საუნივერსიტეტო სტანდარტებს. ევროპული სტანდარტების აუდიტორიები, დიდი ბიბლიოთეკა, სტუდენტური კაფე, სპორტული დარბაზები და გამწვანებული ეზო საუკეთესო სასწავლო გარემოს ქმნის. კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების მიზნით, უნივერსიტეტში სისტემატურად იხვეწება სწავლების მეთოდები, ხდება პროგრამების მოდიფიცირება-განახლება; შემუშავდა ახალი საგანმანათლებლო პროგრამები და სასწავლო კურსები, ინერგება სიახლეები, ფუნქციონირებს სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიები. ყოველივე აღნიშნული კავკასიის სართაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აღიარებისა და ევროსივრცეში მისი სრულად ჩართვის საფუძველია. უნივერსიტეტში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიური მოწყობილობები ვიდეო-კონფერენციების ჩატარების, დისტანციური სწავლების დანერგვის, მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან პირდაპირი დაკავშირების საშუალებას იძლევა. სწავლების ხარისხის ასამაღლებლად უნივერსიტეტი სათანადო ყურადღებას უთმობს და ითვალისწინებს სტუდენტთა მოსაზრებებს. ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულნი აკადემიური პროცესის შეფასებაში. სტუდენტთა პროფესიულ დაოსტატებას ხელს უწყობს თანამედროვე ლიტერატურითა და ელექტრონული ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბიბლიოთეკო ფონდიც. უნივერსიტეტს მჭიდრო კონტაქტები აქვს საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო დაწესებულებებსა და კერძო კომპანიებთან. „მოწვეული სტუმრის“ პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება აქვთ, კონტაქტები დაამყარონ პოლიტიკის, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათ დასაქმებას. სწავლისა და კვლევის სფეროების არჩევაში სტუდენტებს სრული თავისუფლება აქვთ მინიჭებული. მათ შექმნეს ქმედითუნარიანი თვითმმართველობის ორგანო. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების აქტიური მონაწილეობით უნივერსიტეტი განსაზღვრავს სწავლებისა და კვლევის პრიორიტეტებს. კსუ-ს ბაზაზე 2009 წლიდან ფუნქციონირებს ყოველკვარტალური რეცენზირებადი, რეფერირებადი სამენოვანი სამეცნიერო ჟურნალი „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაცნე“, რომელშიც იბეჭდებიან როგორც კსუ-ს, ასევე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი წამყვანი მეცნიერები; 2011 წლიდან უნივერსიტეტს შეემატა კიდევ ერთი ყოველკვარტალური პერიოდული ორგანო, გაზეთი „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“, რომელიც საინფორმაც

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

უნივერსიტეტები

თბილისი

უნივერსიტეტი დაარსდა 1995 წელს. იგი გახლავთ დაწესებულება, სადაც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ეზიარონ მაღალი დონის პროფესიულ განათლებას და აქ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების წყალობით, თავიანთი წვლილი შეიტანონ საქართველოსა თუ სხვა ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური განვითარების საქმეში. უნივერსიტეტში სასწავლო ენა გახლავთ ინგლისური და ქართული. მოგეხსენებათ სასწავლო გარემო მნიშვნელოვნად განაპირობებს სწავლის ხარისხს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში არსებობს ყველა პირობა იმისათვის, რომ სტუდენტს ჰქონდეს მრავალი შესაძლებლობა განათლების მისაღებად. მშვიდი და მყუდრო გარემო, კეთილმოწყობილი და თანამედროვე ტექნოლოგიებითა (პროექტორები ყველა ოთახში, smart-დაფები) და კომფორტული ინვენტარით აღჭურვილი აუდიტორები, სანიტარული ნორმების მოთხოვნათა შესაბამისი სველი წერტილები. უნივერსიტეტის მთელს ტერიტორიაზე შესაძლებელია უკაბელო ინტერნეტით სარგებლობა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სტუდენტთათვის ხელმისაწვდომია 24 500 წიგნი და ელექტრონული ბიბლიოთეკა, შესაძლებელია კომპიუტერით და ინტერნეტით სარგებლობა. ჩვენი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის განყოფილების სტუდენტები სარგებლობენ მათთვის მოწყობილი იმიტირებული სასამართლო დარბაზით. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიები აღჭურვილია ყველა საჭირო კომპიუტერული ტექნიკითა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემური საშუალებებით. უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსის მესამე სართულზე განლაგებულია 300 კაცზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი. ამავე სართულზეა განლაგებული კაფეტერია, რომელიც 60 ადამიანზე გათვლილი დასაჯდომი ადგილით არის აღჭურვილი. მუსიკის მოყვარულთათვის ჩვენთან გვაქვს მუსიკალური კლუბის ოთახი, სადაც უამრავი მუსიკალური ინსტრუმენტია (დრამი, გიტარა, სინთეზატორი, პიანინო, დასარტყამი და ჩასაბერი ინსტრუმენტები), ასევე კონცერტებისათვის განკუთვნილი ხმის სისტემები. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეზოში განლაგებულია ორი ჭადრაკის მოედანი, მოწყობილია ღია და დახურული ტიპის ორი სპორტული მოედანი - საფეხბურთო მოედანი ხელოვნური საფარით და ღია, კომბინირებული საფრემბურთო და საკალათბურთო მოედანი. გვაქვს ასევე დარბაზი სხვადასხვა სპორტული თამაშობებისათვის, რომელიც „პინგ-პონგის“ მაგიდებითა და „მაგიდის ფეხბურთის“ აპარატებით არის აღჭურვილი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბუნებრივად სუფთა, ეკოლოგიურ გარემოში მრავლადაა დასასვენებელი ადგილები, გაშენებულია ბაღი და მწვანე მოლი.