
დამწყებ ადვოკატთა სკოლა
თბილისი
დამწყებ ადვოკატთა სკოლა არის, შპს დამწყებ ადვოკატთა სკოლა, საიდენტიფიკაციო კოდი:402066697
ღვინის სკოლა-სტუდია „კაბისტონი“ დაარსდა 2015 წელს. მისი დაარსების მიზანია შეასწავლოს ღვინის მოყვარულებს და ტურიზმის სფეროში მომუშავე ადამიანებს, ღვინის კულტურა და ისტორია, მისი სწორად დაგემოვნება, არომატები, გემოვნური თვისებები, შეფასება, კერძებთან შეხამება და სერვისი. ლექცია/სემინარებს, გაუძღვებიან, სკოლა-სტუდიის საერთაშორისო, სერთიფიცირებული ტრენერები. ღვინის სკოლა-სტუდია „კაბისტონი“ , ღვინის კომპანიებს სთავაზობს ღვინის ტურის დაგეგმვას, კომპანიაში არსებული პერსონალის გადამზადებას: ღვინის ტურიზმისა და სერვისის მიმართულებით. სკოლა-სტუდია ასევე განახორციელებს მსოფლიო მეღვინეობის, მაღალალკოჰოლური სასმელებისა და სიგარების შემსწავლელ კურსებს და მასტერკლასებს. ღვინის სკოლა-სტუდია „კაბისტონის“ პარტნიორები არიან ასოციაცია „ქართული ღვინო“ და სხვადასხვა ღვინის მარნები, რომლებიც ჩართულნი არიან ღვინის განათლების პროცესში და ხელს უწყობენ ჩვენი მსმენელების განათლების ამაღლებას.
შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად
შესვლა
თბილისი
დამწყებ ადვოკატთა სკოლა არის, შპს დამწყებ ადვოკატთა სკოლა, საიდენტიფიკაციო კოდი:402066697

თბილისი
სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლა ინგლისურენოვანი სწავლება საბაკალავრო პროგრამა ინტერიერისა და ავეჯის დიზაინი პროდუქტის დიზაინის ტრანსპორტის დიზაინი ვიზუალური კომუნიკაცა სამაგისტრო პროგრამა დიზაინი გაცვლითი პროგრამები გერმანიაში

თბილისი
თბილისის პროტოკოლის სკოლა პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას მიიღოს სერთიფიცირებული განათლება საერთაშორისო ბიზნეს ეტიკეტისა და პროტოკოლის სფეროში. ვინ არის ჩვენი ლექტორი? სკოლის ხელმძღვანელი და მთავარი ტრენერია ნინო ახალაია. მას გავლილი აქვს ევროპის პროტოკოლის სკოლის (Europrotocol – The European School of Protocol) ტრენერთა მომზადების სასწავლო კურსი, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მიენიჭა სერთიფიცირებული კონსულტანტის სტატუსი ბიზნეს ეტიკეტისა და საერთაშორისო პროტოკოლის საკითხებში. ევროპის პროტოკოლის სკოლა აკრედიტირებულია”ბრიტანული აკრედიტაციის საბჭოს” მიერ (BAC – British Accreditation Council for Independent and Further & Higher Education), რომელიც წარმოადგენს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQUA) სრულუფლებიან წევრს.

თბილისი
ჩვენი სკოლა 1999 წელს ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ილიას უნივერსიტეტის საპატიო პროფესორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ქალბატონმა იზა ჩანტლაძემ დააარსა. თავდაპირველად სკოლაში მხოლოდ დაწყებითი საფეხური იყო, მოგვიანებით კი სასწავლო პროცესი სამივე საფეხურზე გაგრძელდა. ამჟამად ”კაი ყმა” სასწავლო პროცესის, საგნობრივი მრავალფეროვნების, უცხო ენების გაძლიერებული სწავლებით, მცირეკონტიგენტიანი კლასების, პედაგოგთა მაღალი კვალიფიკაციისა და ბავშვებისთვის სასწავლო-შემოქმედებითი და გასართობი აქტივობების დანერგვის კუთხით სასკოლო სისტემაში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მოსწავლეების შიდასასკოლო, რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას. მთელი წლის განმავლობაში ჩვენი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა შეჯიბრებებში, ოლიმპიადებში, კონფერენცებში, პრეზენტაციებში, კონკურსებსა და კონცერტებში. სკოლაში ფუნქციონირებს წრეები, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვების შემოქმედებითი და ინტელექტუალური უნარების სტიმულირებასა და გამოვლენას. მოქმედებს გახანგძლივებული რეჟიმი და სკოლამდელი აღზრდის ცენტრი. მოსწავლეებს ემსახურება სასადილო ორჯერადი კვებით და ტრანსპორტი. ჩვენ ვიმყოფებით, საკუთარ, ორსართულიან, უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილ შენობაში, სადაც მოსწავლეებს ყველა პირობა ექნებათ თანამედროვე ტიპის, სრულყოფილი განათლების მისაღებად. სკოლას აქვს საკუთარი ჰიმნი, რომლის ტექსტის ავტორი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი დარეჯან კვანჭიანი, ხოლო მუსიკის ავტორი კომპოზიტორი კახა ცაბაძეა.