მთავარ კონტენტზე გადასვლა

აღწერა

შესყიდვების სახელმძღვანელო რომელიმე ზემოთ ჩამითვლილი ეტაპის გამოტოვების შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობა შეუძლებელია. აკრძალულია პრეტენდენტებს შორის კონსულტაცია, ინფორმაციის გაცვლა, შეთანხმება და მოლაპარაკება შემდეგ საკითხებზე: ზემოთაღნიშნული ქმედება იწვევს პრეტენდენტების დისკვალიფიკაციას და სატენდერო კომისია უფლებამოსილია მოახდინოს პეტენდენტების „არასაიმედო მიმწოდებელთა სია“-ში შეყვანა. ვებ აპლიკაცია - „შესყიდვების ელექტრონული სისტემა“ (EPS) განთავსებულია მისამართზე: www.ims.ge . აპლიკაციასთან სამუშაოდ რეკომენდირებულია გამოიყენოთ შემდეგი ბრაუზერები: “Mozilla Firefox” ან “Google Chrome” ან “Safari”. სისტემის გამოყენებით შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი ძირითადი სახეობის ტენდერები: საერთაშორისო, ადგილობრივი, დახურული საერთაშორისო და დახურული ადგილობრივი. ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც აკმაყოფილეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს, გარდა დახურული ტენდერებისა. ტენდერში მონაწილეობისთვის აუცილებელია შემდეგი მოქმედებების განხორციელება მოცემული რიგითობით: ერთჯერადი რეგისტრაცია საიტზე; სატენდერო მოსაკრებლის გადახდა 50 ლარი ოდენობით საიტზე არსებული გადახდის სისტემის მეშვეობით, პლასტიკური ბარათების გამოყენებით; სატენდერო წინადადების ატვირთვა და ფასის დაფიქსირება. სატენდერო წინადადებების მიღება იწყება ტენდერის გამოცხადებიდან და სრულდება შესყიდვის პროცესის დაწყებისთანავე. სატენდერო წინადადება წარმოადგენს - სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი საბუთებისა და მასალების ერთობლიობას. სატენდერო წინადადება რეზიდენტი პირის შემთხვევაში მომზადებულ უნდა იქნას ქართულ ენაზე, ხოლო არარეზიდენტი პირის შემთხვევაში ინგლისურ ენაზე. სატენდერო წინადადების ატვირთვისა და ფასის დაფიქსირების შემდეგ, შესაძლებელია ფასის ცვლილება, აგრეთვე ატვირთული დოკუმენტაციის დამატება და გაუქმება - „მიმდინარეობს წინადადებების მიღება“- სტატუსის განმავლობაში. ფასის ცვლილების შემთხვავაში, პრეტენდენტი ვალდებულია სისტემაში ატვირთოს განახლებული ფასის შესაბამისი სატენდერო წინადადება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო განცხადებით მოთხოვნილია წინადადების ფასის წარმოდგენა დღგ-ის გარეშე, პრეტენდენტის წინადადების ფასი არ უნდა ითვალისწინებდეს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. წინადადებების მიღების დასრულებიდან 5 წამში დაიწყება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის პროცედურა: ტენდერი აუქციონის გარეშე. პრეტენდენტის მიერ პროცედურის დაწყებამდე დაფიქსირებული ფასი საბოლოოა და მისი ცვლილება არ ხდება; ტენდერი 3 რაუნდიანი რევერსული აუქციონით, პრეტენდენტს საშუალება აქვს შეამციროს წინადადების ფასი აუქციონის 3 გარანტირებული რაუნდის განმავლობაში; ტენდერი 3 ძირითადი და 2 დამატებით რაუნდიანი რევერსული აუქციონით. პრეტენდენტს საშუალება აქვს შეამციროს წინადადების ფასი 3 გარანტირებული და 2 დამატებითი რაუნდის განმავლობაში. ერთ-ერთი პრეტენდენტის მიერ მე-3 რაუნდში ფასის შემცირების შემთხვევაში რევერსული აუქციონი გაგრძელდება მე-4 რაუნდით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დასრულდება 3 რაუნდით. ანალოგიურად, რომელიმე პრეტენდენტის მიერ მე-4 რაუნდში ფასის შემცირების შემთხვევაში აუქციონი გაგრძელდება მე-5 რაუნდით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დასრულდება 4 რაუნდით. შესყიდვის პროცესის დაწყებამდე სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტთა ვინაობის, ფასისა და ატვირთული დოკუმენტაციის ანონიმურობას. წინადადების ფასი ხელმისაწვდომი ხდება შესყიდვის პროცედურის დაწყებისთანავე. პროცესის დასრულების შემდგომ პრეტენდენტების ვინაობა ხელმისაწვდომი ხდება მხოლოდ ტენდერში მონაწილეთათვის, ხოლო ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია რჩება ანონიმური. აუქციონის შემთხვევაში, პრეტენდენტს უფლება აქვს შეამციროს სატენდერო წინადადების ფასი, თითოეულ რაუნდში, წინასწარ განსაზღვრულ ბიჯზე არანაკლები ოდენობით. აუქციონში მონაწილეობა სავალდებულო არ არის. ამ შემთხვევაში ძალაში დარჩება მათ მიერ სისტემაში დაფიქსირებული ბოლო ფასი. აუქციონის თითოეულ რაუნდში, ფასის ცვლილებისათვის პრეტენდეტს ეძლევა 2 წუთი, გარკვეული რიგითობით. ამ დროის განმავლობაში პრეტენდეტს შეუძლია რამდენჯერმე შეცვალოს წინადადების ფასი: შეამციროს ბიჯზე არანაკლები ოდენობით, ან ცვლილების შემდეგ დააბრუნოს წინა რაუნდში დაფიქსირებულ თანხის ოდენობაზე. ბიჯი არის სატენდერო წინადადების ფასის კლების წინასწარ განსაზღვრული მინიმალური ოდენობა. აუქციონის დაწყებისას პრეტენდენტის მიერ წინადადების ფასის წარდგენის რიგითობა განისაზღვრება სისტემაში დაფიქსირებული საწყისი ღირებულების შესაბამისად. კერძოდ, I რაუნდში ბოლო შემოთავაზებას აკეთებს ის პრეტენდენტი, რომლის სატენდერო წინადადების საწყისი ღირებულება ყველაზე დაბალია, ხოლო ყოველ მომდევნო რაუნდში - კი ის პრეტენდენტი, რომელმაც წინა რაუნდში დააფიქსირა ყველაზე დაბალი ფასი. თანაბარი ფასების დაფიქსირების შემთხვევაში, ბოლო შეთავაზებას აკეთებს ის პრეტენდენტი, რომელმაც პირველმა დააფიქსირა ასეთი ფასი. აუქციონის დასრულების შემდგომ “აუქციონი დასრულებულია” - სტატუსის დროს პრეტენდენტების ვინაობა ხელმისაწვდომი ხდება მხოლოდ ტენდერში მონაწილეთათვის, ხოლო ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია რჩება ანონიმური და იწყება შერჩევა/შეფასების ეტაპი. პრეტენდენტი ვალდებულია აუქციონში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში, წარ

დეტალური ინფორმაცია

მისამართი

ი.ჭავჭავაძის გამზ. II ჩიხი,4-8

ტელეფონი

322425061

ელ-ფოსტა

info@ims.ge

ვებსაიტი

www.ims.ge

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა

ტურიზმის საინფორმაციო საიტი

ონლაინ მედია

თბილისი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება travelnews.ge-ზე რომელიც თქვენი ონლაინ გზამკვლევია ქართული ტურიზმის საოცრებების აღმოსაჩენად! ჩვენ არ ვართ მხოლოდ ვებ-გვერდი, ჩვენ თქვენი მეგობრული თანამგზავრი ვართ. ჩვენი მიზანია მომხიბლავი ისტორიების გაზიარება, საინტერესო მიმართულებების გამოვლენა და მოგზაურთათვის მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაციის მიწოდებაა ყოველდღიურად შემოგთავაზებთ ახალ ამბებს, ინსაიდერის რჩევებსა და სასიამოვნო გამოცდილებას, რათა შთაგაგონოთ თქვენი მომავალი მოგზაურობა. შემოგვიერთდით და ერთად აღმოვაჩინოთ ქართული სტუმართმოყვარეობის მაგია!

construct.ge

ონლაინ მედია

თბილისი

შპს “ქონსთრაქთ ჯი” დარსდა 2016 წელს. შპს “ვისეილის”, ააიპ “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” (ICCA) და შპს “მოდულატორის” მიერ. დაარსების მიზანია ვაჭრობის და საბაზრო ფასების კვლევის ბაზარზე არსებული პრობლემების მოგვარება. მომსახურება, რომელსაც ჩვენი კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს არის აუცილებელი საჭიორების საგანი და იგი ერთდროულად ჭრის რამოდენიმე პრობლემას სამშენებლო ბაზარზე. სამშენებლო ბაზარზე არსებობს 3 ძირითადი მიმართულების პრობლემა 1. სახელმწიფო ყოველწლიურად აცხადებს 1 მილიარდი ლარის მოცულობის სამშენებლო ტენდერებს. მონაწილეობისათვის საჭიროა სამშენებლო მასალების ხარჯთაღრიცხვის წარდგენა, რომლის შემუშავება საბაზრო ფასების კატალოგის მიხედვით ხდება. კატალოგი დაბეჭდილი სახითაა წარმოდგენილი, ქვეყნდება კვარტალში ერთხელ და არ ასახავს ბაზრის რეალურ სურათს. ასევე, რთული გამოსაყენებელია. 2. სამშენებლო კომპანიები მშენებლობის დასრულების შემდეგ ნარჩენ სამშენებლო მასალებს ვერ უკეთებენ რეალიზაციას 3. სამშენებლო კომპანიები და სამშენებლო პროდუქციის მომწოდებლები სავაჭრო ურთიერთობისათვის იყენებენ ტრადიციულ საკომუნიკაციო მეთოდებს როგორიცაა: ტელეფონი, ელ.ფოსტა და შეხვედრები, რაც ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია და საჭიროებს დიდ დროით რესურსს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ მომწოდებელი ან სამშენებლო კომპანია ახალია ბაზარზე. ორივე მხარისათვის ძალიან რთულია ბაზრის სრული სურათის და პოტენციალის დანახვა ასევე ბაზრის ანალიზი. რას გთავაზობთ 1) სამშენებლო პროდუქციის ყიდვა/გაყიდვის სისტემა უზრუნველყოფს შემსყიდველებისა და პროდუქციის მომწოდებლების პირდაპირ კავშირს, რაც ამარტივებს შესყიდვის პროცესს გამყიდვეთათვის ზრდის გაყიდვების მაჩვენებელს ამარტივებს ბაზრის ანალიზის პროცესს ნარჩენი სამშენებლო მასალების რეალიზაციის საშუალება 2) საბაზრო ფასების კვლევის ელექტრონული სისტემა განახლებადი საბაზრო ფასების კატალოგი ხარჯთაღრიცხვის შედგენა მიმდინარე საბაზრო ფასებზე დაყრდნობით მსოფლიოში უნიკალური მიდგომა - საბაზრო ფასების გამოთვლა, მიმდინარე ტრანზაქციების გამოყენებით

swoop.ge

ონლაინ მედია

თბილისი

არ იცით სად გაატაროთ საღამო მეგობრებთან ერთად? გინდათ კარგად მოსაგონარი დღე ისე გაატაროთ, რომ ეს თქვენს საფულესაც არ დაამახსოვრდეს? გინდათ მიიღოთ რეალური ფასდაკლებები ყველანაირი like კონკურსების, ქულების დაგროვების და აქტიურობის გარეშე? სწორედ ამიტომ პირველად საქართველოში SWOOP.ge, ორ დღეში ერთხელ შემოგთავაზებთ თბილისის და არა მარტო თბილისის საუკეთესო კაფეებზე, ბარებზე, გასართობ ადგილებსა, თუ დასასვენებელ კურორტებზე, მოკლედ ყველაფერზე, რაც გაინტერესებთ წარმოუდგენელ ფასდაკლებებს (40%–90%) მომხმარებლების მინიმალური რაოდენობის შეკრებით SWOOP ახერხებს კომპანიებისგან ასეთი ფასდაკლებების მიღებას – სწორედ ეს არის "ჯგუფური ყიდვის ძალა".

Populars.ge

ონლაინ მედია

თბილისი

populars.ge დაარსდა 2010 წელს. ამ დროისთვის მას გააჩნია ინტერნეტ ჟურნალი, სადაც ყოველდღიურად შეგიძლიათ სხვადასხვა საინტერესო ახალ ამბებს გაეცნოთ. გარდა ამისა, სასწავლო ცენტრში გამოცდილ და კვალიფიციურ პედაგოგებთან შეგიძლიათ დაეუფლოთ სხვადასხვა დღეს მოთხოვნად ენებსა თუ პროფესიებს