ისტორიალი
აღწერა
ისტორიალი არის, შპს ისტორიალი , საიდენტიფიკაციო კოდი: 404427385 “ისტორიალი” გთავაზობთ ქართული ოქრომჭედლობის უძველესი და უნიკალური ნიმუშების მიხედვით შექმნილ სამკაულის და მცირე პლასტიკის, კერამიკის და ტრადიციული ხალხური რეწვის ნიმუშების ფართო არჩევანს. “ისტორიალი”-ს სალონში წარმოდგენილი არქეოლოგიური ძეგლების მიხედვით შექმნილი კოლექციის საშუალებით გაეცნობით საქართველოს მდიდარ წარსულს და მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობას; სამკაულის განვითარების ისტორიას საქართველოში ხუთი ათასი წლის მანძილზე. სალონში წარმოდგენილი სამკაულის, მცირე პლასტიკის და კერამიკის ნიმუშები შექმნილი და მხატვრულად გადამუშავებულია "ისტორიალი"-ს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე - არმაზისხევის, სამთავროს, ახალგორის, ვანის, ფიჭვნარის, შილდის, მელაანის, ბედენის და ა.შ. -არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ნივთების მიხედვით, რომელთა ორიგინალები დათარიღებულია ძვ.წ. XXV - ახ.წ. V საუკუნეებით. კოლექცია თანდართული გამოფენებით მრავალჯერ წარსდგა მსოფლიოს სხვადსხვა ქალაქების - ფლორენციის, პარიზის, ლუქსემბურგის, ბრიუსელის, ნიუ იორკის, ვაშინგტონის, ოსტინის სამხატვრო გალერეებსა თუ სალონებში, საერთაშორისო ბაზრობებსა თუ სასაჩუქრე ჩვენებებზე. "ისტორიალი" ასევე გთავაზობთ თანამედროვე ქართველი მხატვრების და ხალხური რეწვის ოსტატების მიერ შესრულებულ ტრადიციული რეწვის - ტექსტილის, ნაქარგობის, ხეზე კვეთის, კერამიკის, თოჯინების, ტრადიციული სამოსელის და აქსესუარების, წიგნების და ღია ბარათების მრავალფეროვან კოლექციას. ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი "ისტორიალი" 15 წლიანი გამოცდილებით, წამყვანი ორგანიზაციაა შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში.
დეტალური ინფორმაცია
საიდენტიფიკაციო კოდი
404427385
მისამართი
ნ. ნიკოლაძის ქ. 7
ტელეფონი
ელ-ფოსტა
მიმოხილვის დაწერა
შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად
შესვლამსგავსი ბიზნესები
ყველა
Lamode.ge
თბილისი
Lamode.ge არის, შპს ბრილიანს, საიდენტიფიკაციო კოდი: 400164095 ჩვენი ვებ გვერდია: lamode.ge მხოლოდ ჩვენთან, მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უახლესი კოლექციები საუკეთესო ფასად და უფასო მიტანის სერვისით.

caseit
თბილისი
Caseit - აქსესუარები თქვენი მობილურის, ლეპტოპის, ან სხვა მოწყობილობებისთვის. Caseit მდებარეობს ისთ ფოინთის ცენტრალურ შენობაში. ჩვენი ვებ გვერდია: caseit.ge

ბესთმარკი
თბილისი
არის რაღაცეები, რასაც მაღაზიაში ვერ ნახავ არის რაღაცეები, რასაც სხვაგან ვერ ნახავ და არის რაღაცეები რასაც ვერსად ვერ ნახავ. უბრალოდ უნდა იგრძნო... შეიძლება ყველაფერი სიზმარია... შეიძლება არც არის... მერე რა? მთავარია საინტერესო ცხოვრებით ხომ მაინც ცხოვრობ... ჩვენი საიდუმლო ისტორია Since 2014



