კაფე "ლეღვი
აღწერა
ლეღვი არის ადგილი, სადაც მოსულ სტუმრებს შეუძლიათ დამღლელი დღის შემდეგ განტვირთვა, ქალაქის ყველაზე ძველ უბანში, მოწყვეტით ურბანული ქაოსისაგან. კლდეებში მოქცეული ჩანჩქერისა და ძველი თბილისის ულამაზესი ხედებით გარშემორტყმულ სივრცეში. ასევე შესაძლებელია მრავალი სიახლის აღმოჩენა, როგორც ადგილობრიბრივი სტუმრებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. მრავალი მათგანისთვის ლეღვი უკვე ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, სადაც ბრუნდებიან და რომელსაც სისტემატურად სტუმრობენ. აქ თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ოჯახში დამზადებული ნატურალური კომპოტები, ასევე ოჯახში დამზადებული სხვადასხვა სახეობის ჭაჭა, რომელიც გემოს მრავალფეროვნებას ქმნის, დააგემოვნოთ ხარისხიანი ღვინო და ამ ყველაფერს შეურჩიოთ საკვები, იქნება ეს ძველი ქართული მეთოდით დამზადებული ყველის დაფა, ნუგბარი თუ სხვა კერძები, რომლებიც თქვენს თვალწინ ღია სივრცეში იქმნება, ასევე ჯანსაღი გრილზე შემწვარი პროდუქტი, როგორც ქართული ასევე ევროპული სამზარეულოდან, ღვინოსთან, ჭაჭასთან,კომპოტთან თუ სხვა მრავალ ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელთან შესახამებლად.
დეტალური ინფორმაცია
მიმოხილვის დაწერა
შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად
შესვლამსგავსი ბიზნესები
ყველა
რესტორანი ბელვედერი
თბილისი
რესტორანი ბელვედერი არის, შპს ბელვედერი, საიდენტიფიკაციო კოდი:225390895 ჩვენი ვებ გვერდია: belveder.ge „Belvedere“ - ქართულ-ევროპული რესტორანი. Bel-ლამაზი, Vedere-ხედვა. Belvedere-სასახლე ავსტრიაში, ვენა (XVII საუკუნე). მათ, ვისაც უყვართ განტვირთვა და გარემოს შეცვლა, რესტორანი Belvedere გთავაზობთ, დახვეწილ ინტერიერს, კულინარიულ ხელოვნებას, გემოვნებიან ცოცხალ მუსიკას და მომსახურეობის ევროპულ სტანდარტს

ბარ-რესტორანი "პაპარაცი
თბილისი
ბარ-რესტორანი "პაპარაცი" არის შპს ელცი საიდენტიფიკაციო კოდით: 404503836 გიყვართ წყნარი, გემოვნებიანი და არასტანდარტული სიტუაციები? მაშინ მობრძანდით მიცკევიჩის 19 ნომერში და მიიღეთ სიამოვნება აქ დამზადებული უგემრიელესი ევროპული კერძებითა და ეგზოტიკური კოქტეილებით. ამასთან მელომან სტუმრებს ვთავაზობთ კარაოკეს, უახლესი აპარატურითა და სრული კომფორტით. პაპარაციში თქვენ მიიღებთ მაქსიმალურ სიამოვნებას მინიმალურ ფასად.

ეიჩ ბი სამეფო კარის ლუდი
თბილისი
ლუდის სახარში "Hofbräu" დაარსდა ბავარიის დედაქალაქ მიუნჰენში 1598 წელს ჰერცოგ გილერმო V- ის ბრძანებით და მას შედეგ, ეიჩ ბიმ მიენიჭა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ლუდის სახელი. ძველ გერმანულ სტილში მოწყობილი ინტერიერი, მძიმე „რაინდული“ სკამებითა და მაგიდებით, ქვის და აგურის წყობით და ხის ბიგელებით. რესტორანი გთავაზობთ როგორც ქართულს, ასევე ევროპულ-გერმანულ სამზარეულოს უგემრიელეს კერძებს.




