აღწერა
" ლიბერალი " დამოუკიდებელი , საზოგადოებრივ - პოლიტიკური ბეჭდური და ონლაინ გამოცემაა . ჟურნალ “ლიბერალის” პირველი ნომერი 2009 წლის 20 მაისს, ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით გამოვიდა . “ ლიბერალი ” მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაყრდნობილ, სიღრმისეულ რეპორტაჟებს , ანალიტიკურ სტატიებს , ჟურნალისტურ გამოძიებებსა და განსხვავებულ თვალსაზრისებს მიმდინარე მოვლენებსა თუ პრობლემებზე . “ ლიბერალი ” ცდილობს მიუკერძოებლად და ობიექტურად გააშუქოს როგორც პოლიტიკურიმოვლენები , ასევე ის თემები , რომელიც ქართულ მედიაში , როგორც წესი , მარგინალიზებულია - განათლება , ჯანდაცვა , გარემო , სამართალი , ადამიანის უფლებები , ეკონომიკური გარემო და ბიზნესი , ურბანისტიკა , რეგიონები და სხვ . ადგილობრივ მედიაში , “ ლიბერალმა ” შექმნა უნიკალური , ინტეგრირებული (ბეჭდური და ონლაინ გამოცემის) საინფორმაციო პლატფორმა და ლიბერალის ვებგვერდი - www.liberali.ge - კვირიდან - კვირამდე ვითარდება და ახერხებს უფრო მრავალფეროვანი , აუთენტური და ექსკლუზიურად ვებ - პლატფორმისთვის შექმნილი რეპორტაჟების , სტატიების , ბლოგებისა და ვიდეოების გამოქვეყნებას .
დეტალური ინფორმაცია
მიმოხილვის დაწერა
შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად
შესვლა


