მთავარ კონტენტზე გადასვლა

აღწერა

„მერვე სართული“ ეს ერთგვარი ევროპული და ქართული კულტურების ნაზავია, სივრცე, სადაც ყოველდღე რაღაც ხდება. ადგილი, საიდანაც თბილისს ერთ დღეში ნახულობ: რამდენიმე ტერასით გარშემორტყმული, ულამაზესი ხედებით. გვინდოდა ერთად მოგვეყარა თავი გურმანების და მელომანებისთვის, იმისთვის რომ „მერვე სართული“ ყოფილიყო ადგილი, სადაც შეგიძლია მიირთვა და გაერთო როდემდეც გინდა – ჩვენ სრული შემადგენლობით ვმუშაობთ შუადღის 12 საათიდან ბოლო სტუმრის გაცილებამდე. FlooR 8 ფიუჟენია, ისევე როგორც თბილისი: ევროპული მიმართულებით და ქართული ტრადიციებით, სადაც აღმოაჩენთ ექსკლუზიურ პროდუქტებს: როგორც ევროპულ, ასევე ქართულ ტრადიციულ კერძებს და სასმელებს. მრავალფეროვანი მენიუ განსაკუთრებით ბევრი მენიუზე ვიფიქრეთ: „მერვე სართულის“ ფორმატიდან გამომდინარე, ვიცოდით, რომ ის ევროპული უნდა ყოფილიყო, მაგრამ მსოფლიოს მიერ აღიარებული ქართული სამზარეულოს უგულებელყოფა არ გვინდოდა, ამიტომ ტრადიციულ ქართულ კერძებს მხოლოდ ფორმა შევუცვალეთ და ევროპული სახე მივეცით, იმისთვის რომ თბილისელების გარდა უცხოელ სტუმრებსაც ღირსეულად წარუდგინოთ საქართველო. ასე რომ შეგიძლიათ დატკბეთ თბილისის ხედებით, დააგემოვნოთ ქართული და ევროპული სამზარეულო, მოისმინოთ და გაერთოთ ქართველი და მსოფლიო თანამედროვე არტისტების მიერ შექმნილი მუსიკით. ინტერიერის დიზაინი ჩვენს ინტერიერსა და დიზაინზე ჩვენი გუნდის თითოეულმა წევრმა იზრუნა: შევარჩიეთ ყველა ის ელემენტი, რომელიც დახვეწილობისა და სიმყუდროვის ეფექტს შექმნიდა. გამოვყავით ტერიტორიები, სადაც შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად გაატაროთ დრო და პირიქით – ადგილები, სადაც სხვა სტუმრებთან ერთად გაერთობით. ოქროსფერის, ხის, თბილი და მყუდრო განათების ერთგვარი ნაზავით არ დავარღვიეთ მთავარი პრინციპი – ვყოფილიყავით ერთდროულად თანამედროვე და მყუდრო ადგილი კვირის ნებისმიერ დღეს.

დეტალური ინფორმაცია

მისამართი

ვეკუას ქ.3

ტელეფონი

577185885

ელ-ფოსტა

info.floor8@gmail.com

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა

ფურშეტი

ევროპული სამზარეულო

თბილისი · ვაკე-საბურთალო

ჩვენი ფურშეტი თქვენს ზეიმს გახდის დაუვიწყარს 🫶

რესტორანი ბელვედერი

ევროპული სამზარეულო

თბილისი

რესტორანი ბელვედერი არის, შპს ბელვედერი, საიდენტიფიკაციო კოდი:225390895 ჩვენი ვებ გვერდია: belveder.ge „Belvedere“ - ქართულ-ევროპული რესტორანი. Bel-ლამაზი, Vedere-ხედვა. Belvedere-სასახლე ავსტრიაში, ვენა (XVII საუკუნე). მათ, ვისაც უყვართ განტვირთვა და გარემოს შეცვლა, რესტორანი Belvedere გთავაზობთ, დახვეწილ ინტერიერს, კულინარიულ ხელოვნებას, გემოვნებიან ცოცხალ მუსიკას და მომსახურეობის ევროპულ სტანდარტს

ბარ-რესტორანი "პაპარაცი

ევროპული სამზარეულო

თბილისი

ბარ-რესტორანი "პაპარაცი" არის შპს ელცი საიდენტიფიკაციო კოდით: 404503836 გიყვართ წყნარი, გემოვნებიანი და არასტანდარტული სიტუაციები? მაშინ მობრძანდით მიცკევიჩის 19 ნომერში და მიიღეთ სიამოვნება აქ დამზადებული უგემრიელესი ევროპული კერძებითა და ეგზოტიკური კოქტეილებით. ამასთან მელომან სტუმრებს ვთავაზობთ კარაოკეს, უახლესი აპარატურითა და სრული კომფორტით. პაპარაციში თქვენ მიიღებთ მაქსიმალურ სიამოვნებას მინიმალურ ფასად.

ეიჩ ბი სამეფო კარის ლუდი

ევროპული სამზარეულო

თბილისი

ლუდის სახარში "Hofbräu" დაარსდა ბავარიის დედაქალაქ მიუნჰენში 1598 წელს ჰერცოგ გილერმო V- ის ბრძანებით და მას შედეგ, ეიჩ ბიმ მიენიჭა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ლუდის სახელი. ძველ გერმანულ სტილში მოწყობილი ინტერიერი, მძიმე „რაინდული“ სკამებითა და მაგიდებით, ქვის და აგურის წყობით და ხის ბიგელებით. რესტორანი გთავაზობთ როგორც ქართულს, ასევე ევროპულ-გერმანულ სამზარეულოს უგემრიელეს კერძებს.