მთავარ კონტენტზე გადასვლა

აღწერა

მილკოფუდი არის, შპს ჯორჯიან მილკ, საიდენტიფიკაციო კოდი: 206196267 მილკო ფუდი“ ევროპული ხარისხის წარმატებული ქართული ბრენდია, რომელიც მუდმივად მომხმარებლის ინტერესებზეა ორიენტირებული, რაც განაპირობებს ჩვენი წარმოების მრავალფეროვნებას. დღეს „მილკო ფუდი“ 60 დასახელების პროდუქტს აწარმოებს და რძის პროდუქტების ბაზრის 35 %-ს იკავებს. კომპანია „მილკო ფუდი“ მრავალი ჯილდოს მფლობელია. "მილკო ფუდის" პროდუქცია მთლიანად ნატურალურია, ნაღების კარაქზე მზადდება, სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის და რაც მთავარია არ შეიცავს კონსერვანტებსა და ქიმიურ დანამატებს. 2006 წლიდან 4 წლის მანძილზე ის „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოების მთავარი გამარჯვებული იყო. 2009 წელს კომპანიამ ტესტირება გაიარა და "ქართულიხარისხისნიშანი" მიენიჭა. კომპანია „მილკო ფუდს“ განვითარების თანამედროვე - დასავლური გზა აქვს არჩეული. საწარმოში 2007 წლიდან საერთაშორისო სტანდარტების ISO 22000:2005 და ISO 9001:2008 მოთხოვნების შესაბამისად სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის ინტეგრირებული სისტემა დაინერგა, რომელშიც მაღალი კვალიფიკაციის მქონე უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტები მუდმივად მონაწილეობენ. რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "მილკო ფუდი" თავდაპირველად 2004 წელს "ეკო ფუდის" სახელით დაფუძნდა და დღემდე წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანია მუდმივად იზრდება და ვითარდება. სწორედ ამის გამო 2004 წელს რძის პროდუქტების საწარმო გლდანის მთავარ ოფისს გამოეყო და ორხევის საინდუსტრიო ზონაში დაფუძნდა. „მილკო ფუდის“ საწარმო იტალიური ბრენდების: GALDI – ს, IPI SRL- სა REDA-ს წარმოების ულტრა თანამედროვე მანქანა-დანადგარებითაა აღჭურვილი. საწარმო დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, სერთიფიცირებული კადრებით. „მილკო ფუდის“ პროდუქცია წარმოდგენილია მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია „მილკო ფუდი“ სისტემატურად მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. დღეისთვის ვამარაგებთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ( ქართული ჯარი), საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და თბილისის ბაგა-ბაღებს. მნიშვნელოვანია ასევე კორპორატიული გაყიდვებიც. „მილკო ფუდი“ აქტიურად თანამშრომლობს მსხვილ სუპერმარკეტებთან.

დეტალური ინფორმაცია

საიდენტიფიკაციო კოდი

206196267

მისამართი

ახვლედიანის ქ. 26ა

ელ-ფოსტა

contact@milkofood.ge

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა

ფურშეტი

ევროპული სამზარეულო

თბილისი · ვაკე-საბურთალო

ჩვენი ფურშეტი თქვენს ზეიმს გახდის დაუვიწყარს 🫶

რესტორანი ბელვედერი

ევროპული სამზარეულო

თბილისი

რესტორანი ბელვედერი არის, შპს ბელვედერი, საიდენტიფიკაციო კოდი:225390895 ჩვენი ვებ გვერდია: belveder.ge „Belvedere“ - ქართულ-ევროპული რესტორანი. Bel-ლამაზი, Vedere-ხედვა. Belvedere-სასახლე ავსტრიაში, ვენა (XVII საუკუნე). მათ, ვისაც უყვართ განტვირთვა და გარემოს შეცვლა, რესტორანი Belvedere გთავაზობთ, დახვეწილ ინტერიერს, კულინარიულ ხელოვნებას, გემოვნებიან ცოცხალ მუსიკას და მომსახურეობის ევროპულ სტანდარტს

ბარ-რესტორანი "პაპარაცი

ევროპული სამზარეულო

თბილისი

ბარ-რესტორანი "პაპარაცი" არის შპს ელცი საიდენტიფიკაციო კოდით: 404503836 გიყვართ წყნარი, გემოვნებიანი და არასტანდარტული სიტუაციები? მაშინ მობრძანდით მიცკევიჩის 19 ნომერში და მიიღეთ სიამოვნება აქ დამზადებული უგემრიელესი ევროპული კერძებითა და ეგზოტიკური კოქტეილებით. ამასთან მელომან სტუმრებს ვთავაზობთ კარაოკეს, უახლესი აპარატურითა და სრული კომფორტით. პაპარაციში თქვენ მიიღებთ მაქსიმალურ სიამოვნებას მინიმალურ ფასად.

ეიჩ ბი სამეფო კარის ლუდი

ევროპული სამზარეულო

თბილისი

ლუდის სახარში "Hofbräu" დაარსდა ბავარიის დედაქალაქ მიუნჰენში 1598 წელს ჰერცოგ გილერმო V- ის ბრძანებით და მას შედეგ, ეიჩ ბიმ მიენიჭა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ლუდის სახელი. ძველ გერმანულ სტილში მოწყობილი ინტერიერი, მძიმე „რაინდული“ სკამებითა და მაგიდებით, ქვის და აგურის წყობით და ხის ბიგელებით. რესტორანი გთავაზობთ როგორც ქართულს, ასევე ევროპულ-გერმანულ სამზარეულოს უგემრიელეს კერძებს.