მთავარ კონტენტზე გადასვლა

აღწერა

„მომავლის სკოლა“ თბილისში 1991 წელს დაარსდა. ასეთივე სკოლები გახსნილია ამერიკისა და მსოფლიოს 70 ქვეყანაში, ხოლო ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან კი მოსკოვში,კიევში,კიშინოვსა და ბაქოში. დღეისთვის თბილისის „მომავლის სკოლას“ თოთხმეტი გამოშვება ჰყავს. ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით განაგრძობენ სწავლას როგორც საქართველოში, ასევე ამერიკასა და ევროპის სხვადასხვა სასწავლებელში. ჩვენს სკოლაში სასწავლო პროცესი ინგლისურენოვან და ქართულენოვან სექტორებად იყოფა. ქართული სექტორი საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამით ხორცილედება. ინგლისურ სექტორში მუშაობა კი ქრისტიანული ამერკული ერთ–ერთი კერძო სკოლის „School Of Tomorrow”–ს პროგრამით განისაზღვრება. ეს პროგრამა ინდივიდუალურად ყველა საგნის ინგლისურ ენაზე სწავლებას ითვალისწინებს. თბილისში ეს პროგრამა ჩამოიტანეს ერლ და ჯენეტ თრითებმა, რომლებიც დღემდე კურატორობენ ამ სკოლას. სკოლაში 300-მდე მოსწავლე ირიცხება, მათ შორის ამერიკელი, თურქი, რუსი, ეგვიპტელი და მოლდოველი ბავშვები. 2011 წელს ამუშავდა «მომავლის სკოლის» pre-school -ის (მოსამზადებელი კლასი) პროგრამა, საბავშვო ბაღი და გახანგრძლივებული ჯგუფი. სკოლის მიზანია აღვზარდოთ განათლებული,მაღალზნეობრივი,წარმატებული და ღირსეული თაობა,ისე რომ სწავლის გაგრძელება შეძლონ არა მარტო საქართველოში,არამედ ნებისმიერ უნივერსიტეტში. სკოლა სთავაზობს მოსწავლეებს: ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პროგრამას, ამერიკული სკოლის სრულ კურს,ამერიკული პროგრამის უფასო სახელმძვანელოებს, ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდ და დაცულ გარემოს, კვალიფიციურ და კეთილგანწყობილ პედაგოგებს, ხარისხიან და საფუძვლიან განათლებას ორ ენაზე.

დეტალური ინფორმაცია

მისამართი

პ. ქავთარაძის ქ. 21

ტელეფონი

322233199

ელ-ფოსტა

office@st.edu.ge

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა

დიზაინის საერთაშორისო სკოლა

სკოლები

თბილისი

სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლა ინგლისურენოვანი სწავლება საბაკალავრო პროგრამა ინტერიერისა და ავეჯის დიზაინი პროდუქტის დიზაინის ტრანსპორტის დიზაინი ვიზუალური კომუნიკაცა სამაგისტრო პროგრამა დიზაინი გაცვლითი პროგრამები გერმანიაში

თბილისის პროტოკოლის სკოლა

სკოლები

თბილისი

თბილისის პროტოკოლის სკოლა პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას მიიღოს სერთიფიცირებული განათლება საერთაშორისო ბიზნეს ეტიკეტისა და პროტოკოლის სფეროში. ვინ არის ჩვენი ლექტორი? სკოლის ხელმძღვანელი და მთავარი ტრენერია ნინო ახალაია. მას გავლილი აქვს ევროპის პროტოკოლის სკოლის (Europrotocol – The European School of Protocol) ტრენერთა მომზადების სასწავლო კურსი, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მიენიჭა სერთიფიცირებული კონსულტანტის სტატუსი ბიზნეს ეტიკეტისა და საერთაშორისო პროტოკოლის საკითხებში. ევროპის პროტოკოლის სკოლა აკრედიტირებულია”ბრიტანული აკრედიტაციის საბჭოს” მიერ (BAC – British Accreditation Council for Independent and Further & Higher Education), რომელიც წარმოადგენს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQUA) სრულუფლებიან წევრს.

კაი ყმა

სკოლები

თბილისი

ჩვენი სკოლა 1999 წელს ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ილიას უნივერსიტეტის საპატიო პროფესორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ქალბატონმა იზა ჩანტლაძემ დააარსა. თავდაპირველად სკოლაში მხოლოდ დაწყებითი საფეხური იყო, მოგვიანებით კი სასწავლო პროცესი სამივე საფეხურზე გაგრძელდა. ამჟამად ”კაი ყმა” სასწავლო პროცესის, საგნობრივი მრავალფეროვნების, უცხო ენების გაძლიერებული სწავლებით, მცირეკონტიგენტიანი კლასების, პედაგოგთა მაღალი კვალიფიკაციისა და ბავშვებისთვის სასწავლო-შემოქმედებითი და გასართობი აქტივობების დანერგვის კუთხით სასკოლო სისტემაში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მოსწავლეების შიდასასკოლო, რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას. მთელი წლის განმავლობაში ჩვენი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა შეჯიბრებებში, ოლიმპიადებში, კონფერენცებში, პრეზენტაციებში, კონკურსებსა და კონცერტებში. სკოლაში ფუნქციონირებს წრეები, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვების შემოქმედებითი და ინტელექტუალური უნარების სტიმულირებასა და გამოვლენას. მოქმედებს გახანგძლივებული რეჟიმი და სკოლამდელი აღზრდის ცენტრი. მოსწავლეებს ემსახურება სასადილო ორჯერადი კვებით და ტრანსპორტი. ჩვენ ვიმყოფებით, საკუთარ, ორსართულიან, უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილ შენობაში, სადაც მოსწავლეებს ყველა პირობა ექნებათ თანამედროვე ტიპის, სრულყოფილი განათლების მისაღებად. სკოლას აქვს საკუთარი ჰიმნი, რომლის ტექსტის ავტორი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი დარეჯან კვანჭიანი, ხოლო მუსიკის ავტორი კომპოზიტორი კახა ცაბაძეა.