ამერიკული საბავშვო-ბაღი გენიოსი არის, შპს გენიოსი, საიდენტიფიკაციო კოდი:405134073
ინვესტიცია ბავშვებში (იქნება ეს ფინანსური, დროის, ემოციის ან თუნდაც ნერვების) ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ადამიანის ცხოვრებაში! - ვილჰელმ ვონ ჰამბოლტი.
გააკეთეთ ეს ინვესტიცია ბაღ "გენიოს"-ში სადაც წარმატება გარანტირებულია.
ინტეგრირებული საბავშვო ბაღი ბუკიბუ არის, შპს ინტეგრირებული საბავშვო ბაღი ბუკიბუ, საიდენტიფიკაციო კოდი:405102570
ინტეგრირებული ბაღის პროგრამა მორგებულია 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებზე. ინდივიდუალურად იმუშავებენ თქვენს პატარებთან: ფსიქოლოგი, ლოგოპედი, სპეც-პედაგოგი, მასაჟისტი, ოკუპაციური თერაპევტი. თქვენს პატარებს დახვდებათ უსაფრთხო, მყუდრო და ოჯახური გარემო, თანამედროვე ინტერიერი, დიდი და ნათელი ოთახები, საზეიმო დარბაზი, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები, 4 ჯერადი, სრულფასოვანი კვება. (ადგილზე დამზადებული კერძები, ღვეზელები, ნამცხვრები და სხვ.) თანამედროვე ლიტერატურა, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. თქვენი პატარების განვითარებაზე და განათლებაზე იზრუნებენ კვალიფიციური, ახალგაზრდა და კრეატიული აღმზრდელები, თანამედროვე სასწავლო მიდგომებზე დაყრდნობით შემუშავებული პროგრამის მიხედვით. სასწავლო პროცესი ხელს შეუწყობს ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ განვითრებას, აგრეთვე ისეთი შემეცნებითი პროცესების ჩამოყალიბებას როგორიცაა: მეტყველება, მეხსიერება, კომუნიკაბელურობა, წვრილი მოტორიკა, ხელოვნებასა და სპორტში ჩართულობა და სხვა სკოლამდელი აღზრდის საფუძვლები. ჯგუფების სასწავლო ცხრილი დატვირთულია სხვადასხვა განმავითარებელი ღონისძიებებით: ექსკურსიებით, პრეზენტაციებით, ღია გაკვეთილებითა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებით. ბაღი მდებარეობს ქალაქის ცენტრში და ამავე დროს მყუდრო და ეკოლოგიურად სუფთა უბანში. სასწავლო პროგრამა მოიცავს: ქართულ ენას, დაწყებით არითმეტიკას, ინგლისური ენის გაძლიერებულ კურსს, რუსული ენის გაძლიერებულ კურსს, საბავშვო ისტორიას, ცეკვის ელემენტებს, ხატვის კურსს, ძერწვის კურსს, აპლიკაციის კურსს, სიმღერის გაკვეთილებს, სენსორულ ოთახსა და ვიდეო-აუდიო გაკვეთილებს.
საბავშვო ბაღში პატარებს ფიზიკური,ინტელექტუალური, ემოციური და სოციალური განვითარებისთვის შესაფერისი თბილი და კეთილგანწყობილი გარემო დახვდებათ;
სასწავლო პროგრამები შერჩეულია ბავშვების ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით;
ინგლისურ ენაზე ხორციელდება, კემბრიჯის სკოლამდელი განვითარების პროგრამა, რაც იძლევა საშუალებას, რომ ბავშვებმა ინგლისური ენის კომპეტენცია მშობლიური ენის დონემდე აიყვანოს.
ინტერიერი მოწყობილია პატარების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნორმების მაქსიმალური დაცვით;
სამუშაო ოთახები უზრუნველყოფილია ბიბლიოთეკითა და განმავითარებელი რესურსით.
საბავშვო ბაღში ფუნქციონირებს შემეცნებით/განმავითარებელი სივრცე, რომელიც მოწყობილია მარია მონტესორის მეთოდის პრინციპითა და შესაბამისი რესურსით.
პატარები თამაშით შეიმეცნებენ სამყაროს - უტარდებათ სიმღერისა და ცეკვის, კულინარიის გაკვეთილები, სპეციალურად შემუშავებული თამაშებით უვითარდებათ წერა-კითხვის, მეტყველების, უცხო ენის, მოსმენისა და მათემატიკურ-სივრცითი აზროვნების უნარები;
საბავშვო ბაღში პერიოდულად იმართება: შეხვედრები საბავშვო მწერლებთან, საგანმანათლებლო გასვლითი ტურები მუზეუმში, თეატრში,ზოოპარკში და სხვა;
სასწავლო წლის ბოლოს პატარები ღია გაკვეთილსა და ზეიმზე ეპატიჟებიან მშობლებს;
წინა სასკოლო ჯგუფის აღსაზრდელებს გადაეცემათ დამამთავრებელი სერტიფიკატი;
ბავშვები ხატვასა და ძერწვას ეუფლებიან ნატურალური საღებავებისა და თიხის გამოყენებით;
ყოველ ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობენ კვალიფიციური პედაგოგები;
ბავშვები ნატურალური და ჯანსაღი, უმაღლესი ხარისხის პროდუქტებით იკვებებიან. დღის განმავლობაში გათვალისწინებულია სამჯერადი კვება;
მენიუში, რომელიც ექიმ-დიეტოლოგის რეკომენდაციებით მზადდება, დაცულია ბავშვის ჯანმრთელობისათვის საჭირო დღიური კალორიებისა რაოდენობა;
აღსაზრდელები წყნარი საათის დროს ორთოპედიულ ლეიბებზე იძინებენ , რაც ხელს უწყობს მათი ხერხემლის სწორ განვითარებას;
დასასვენებელ-სასეირნო ზონაში დაგებულია სპეციალური რბილი საფარი და განთავსებულია გასართობი მოედანი;
წელიწადში ორჯერ ბაღის ყველა აღსაზრდელს უტარდება ორთოპედიული გამოკვლევა;
საბავშვო ბაღში ფუნქციონირებს სხვადსახვა წრეები, რომელიც შეგიძლიათ აირჩიოთ ბავშვის ინტერესისა და სურვილისამებრ.