
მონტესორის საბავშვო აკადემია ქინდერვილი
თბილისი
მონტესორის საბავშვო აკადემია ქინდერვილი არის, შპს ჯი ენ ეს GNS, საიდენტიფიკაციო კოდი: 404458546
საბავშვო ბაღი "ნანუ" შეიქმნა თქვენი შვილების ბედნიერებისთვის! პირველ რიგში, ეს არის ბაღი, სადაც პატარებს შესაძლებლობა ექნებათ განვითარდნენ ჯანსაღ და სუფთა გარემოში, იყოს მათი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა დაცული და, რაც მთავარია, ჰქონდეთ სივრცე გაიზარდონ ჟანგბადით გაჯერებულ გარემოში, იქ, სადაც მწვანე ბალახი და სუფთა ჰაერია! ჩვენი მიზანია ბავშვებს შევუქმნათ კომფორტული და თავისუფალი გარემო. ბაღი "ნანუს" უზარმაზარ ეზოში უამრავი ყვავილია, წყაროს წყალი, მწვანე ბუნებრივი ბალახი, დამუშავებული სუფთა ქვიშა, სხვადასხვა ჯიშის ხილი, სექტემბრისთვის კი ბროწეულის სეზონი გვაქვს. თქვენი შვილებისთვის უგემრიელესი საკვები მომზადდება მხოლოდ ნატურალური პროდუქტებით. ბავშვის მოთხოვნის შესაბამისად, შეგვიძლია შევადგინოთ ინდივიდუალური კვების მენიუ, რომელსაც ყოველდღიურად მშობლებიც გაეცნობით. ჩვენი პრიორიტეტია ის, რომ არ ვართ ქალაქის გამონაბოლქვის ეპიცენტრში, "ნანუს ბაღი" მოშორებულია ქალაქის მთავარ მაგისტრალებს, არის სუფთა ჰაერი და სიმშვიდე, დაცული ტერიტორია, სადაც თქვენს შვილებს ექნებათ საკმაოდ დიდი სივრცე ფიზიკური აქტივობისთის, რაც უმნიშვნელოვანესია მათი ჯანმრთელობისთვის, იმუნიტეტისთვის და თავისუფლებისთის. ასევე თქვენს პატარებს ჩვენთან ელოდებათ, სკოლამდელი ასაკისთვის აუცილებელი, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და გასართობი პროექტები. ეს კი თქვენს პატარებს საშუალებას მისცემს მიიღონ ასაკისთვის შესაფერისი განათლება და გამოიმუშაონ სასკოლო უნარ-ჩვევები. ეს იმ საგნების ჩამონათვალია, რომელთაც თქვენს პატარებს, ჩვენი მაღალკვალიფიციური პედაგოგები შეასწავლიან: ინგლისური რუსული სახვითი ხელოვნება მუსიკა საქართველოს ისტორია გამოჩენილ ადამიანთა ბიოგრაფიები
შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად
შესვლა
თბილისი
მონტესორის საბავშვო აკადემია ქინდერვილი არის, შპს ჯი ენ ეს GNS, საიდენტიფიკაციო კოდი: 404458546

თბილისი
ამერიკული საბავშვო-ბაღი გენიოსი არის, შპს გენიოსი, საიდენტიფიკაციო კოდი:405134073 ინვესტიცია ბავშვებში (იქნება ეს ფინანსური, დროის, ემოციის ან თუნდაც ნერვების) ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ადამიანის ცხოვრებაში! - ვილჰელმ ვონ ჰამბოლტი. გააკეთეთ ეს ინვესტიცია ბაღ "გენიოს"-ში სადაც წარმატება გარანტირებულია.

თბილისი
ბაგა ბაღი ჩიკო არის, ი/მ დიანა კიკნაძ, საიდენტიფიკაციო კოდი:01025002396

თბილისი
ინტეგრირებული საბავშვო ბაღი ბუკიბუ არის, შპს ინტეგრირებული საბავშვო ბაღი ბუკიბუ, საიდენტიფიკაციო კოდი:405102570 ინტეგრირებული ბაღის პროგრამა მორგებულია 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებზე. ინდივიდუალურად იმუშავებენ თქვენს პატარებთან: ფსიქოლოგი, ლოგოპედი, სპეც-პედაგოგი, მასაჟისტი, ოკუპაციური თერაპევტი. თქვენს პატარებს დახვდებათ უსაფრთხო, მყუდრო და ოჯახური გარემო, თანამედროვე ინტერიერი, დიდი და ნათელი ოთახები, საზეიმო დარბაზი, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები, 4 ჯერადი, სრულფასოვანი კვება. (ადგილზე დამზადებული კერძები, ღვეზელები, ნამცხვრები და სხვ.) თანამედროვე ლიტერატურა, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. თქვენი პატარების განვითარებაზე და განათლებაზე იზრუნებენ კვალიფიციური, ახალგაზრდა და კრეატიული აღმზრდელები, თანამედროვე სასწავლო მიდგომებზე დაყრდნობით შემუშავებული პროგრამის მიხედვით. სასწავლო პროცესი ხელს შეუწყობს ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ განვითრებას, აგრეთვე ისეთი შემეცნებითი პროცესების ჩამოყალიბებას როგორიცაა: მეტყველება, მეხსიერება, კომუნიკაბელურობა, წვრილი მოტორიკა, ხელოვნებასა და სპორტში ჩართულობა და სხვა სკოლამდელი აღზრდის საფუძვლები. ჯგუფების სასწავლო ცხრილი დატვირთულია სხვადასხვა განმავითარებელი ღონისძიებებით: ექსკურსიებით, პრეზენტაციებით, ღია გაკვეთილებითა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებით. ბაღი მდებარეობს ქალაქის ცენტრში და ამავე დროს მყუდრო და ეკოლოგიურად სუფთა უბანში. სასწავლო პროგრამა მოიცავს: ქართულ ენას, დაწყებით არითმეტიკას, ინგლისური ენის გაძლიერებულ კურსს, რუსული ენის გაძლიერებულ კურსს, საბავშვო ისტორიას, ცეკვის ელემენტებს, ხატვის კურსს, ძერწვის კურსს, აპლიკაციის კურსს, სიმღერის გაკვეთილებს, სენსორულ ოთახსა და ვიდეო-აუდიო გაკვეთილებს.