ნუსა
აღწერა
მოგესალმებით NOOSA-Amsterdam-ის საოცარ სამყაროში! NOOSA-Amsterdam შეიქმნა ორი ჰოლანდიელი მოგზაურის მიერ, რომელთა შთაგონების წყარო მსოფლიოს კულტურების და სიმბოლოების მრავალფეროვნება გახდა. ბრენდს ეს სახელი დაერქვა ავსტრალიის ერთ ერთი ქალაქის - ნუსას საპატივსაცემოდ, რომელმაც გააოცა ამსტერდამელი მოგზაურები თავისი უნიკალური და კოლორიტული გარემოთი. NOOSA-Amsterdam - განსაკუთრებული ადამიანებისთვის შექმნილი ბრენდია, რომელშიც შერწყმულია ეთნიკური ესთეტიკა და ევროპული პრაქტიკულობა. NOOSA-Amsterdam ქმნის აქსესუარებს, რომელიც ისეთივე უნიკალურია, როგორიც ჩვენი თითოეული მომხმარებელი. თითოეული დეტალი ხელნაკეთი და განუმეორებელია. ჩვენი სამაჯურის შეძენისას იღებთ ნივთს, რომლის იდენტურიც არ არსებობს. პროდუქცია იქმნება კვალიფიცირებული ოსტატების მიერი ნეპალში, ინდონეზიასა და პერუში. NOOSA-ს ძირითად კოლექციაში შედის სამაჯურები, ჩანთები, საფულეები და ქამრები რომლებიც უმაღლესი ხარისხის ტყავისგან მზადდება და დროთა განმავლობაში უკეთსი ხდება. მთავარი დანიშნულება კი ღილაკებს, ანუ ეგრეთ წოდებულ „ჩანკებს“ აქვს, რომლებიც უმაგრდება ამა თუ იმ NOOSA-ს პროდუქტს. „ჩანკი“ არის ჩვენი პროდუქციის დეკორატიული ელემენტი, რომელიც ქმნის თქვენს ისტორიას. თითოეული ღილაკი ნატურალური მასალისგან მზადდება და აქვს თავისი დანიშნულება. ჩანკი გითხრობთ ისტორიას. როდესაც არჩევთ თქვენს ჩანკს, ფიქრობთ თუ რისი სიმბოლო ასახავს თქვენს ცხოვრებას ან როგორი გინდათ რომ იყოს ის მომავალში. ჩვენ შევამჩნიეთ, რომ როდესაც ადამიანი არჩევს კომპოზიციას, რომელიც უნდა ატაროს, ყოველთვის ფიქრობს ცხოვრების გაუმჯობესებაზე და ავსებს არჩეულ ჩანკებს თავისი დადებითი ენერგიით. შემდეგ კი ხდება სასწაული და სიმბოლოები აძლევენ მფლობელს ძალას რომ სასურველ შედეგს მიაღწიონ. სამაჯურის მფლობელები არჩევენ NOOSA-Amsterdam - ის ჩანკებს დანიშნულების, ფერის ან მასალის მიხედვით. მათი წარმოებისთვის გამოიყენება ნახევრადძვირფასი ქვები ისეთი როგორც: ფირუზი, მალაქიტი, ონიქსი, აგატი. ასევე ხე, ლავა, სპილენძი, გოგრის ქერქი, ძვალი, მოლუსკების ჭურვები, მარგალიტები და ა.შ. შექმენით თქვენი ისტორია NOOSA-Amsterdam-თან ერთად!
დეტალური ინფორმაცია
მისამართი
აქსისის სავაჭრო ცენტრი, Alexander Kazbegi Avenue, Tbilisi, Georgia
ტელეფონი
მიმოხილვის დაწერა
შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად
შესვლამსგავსი ბიზნესები
ყველა
Lamode.ge
თბილისი
Lamode.ge არის, შპს ბრილიანს, საიდენტიფიკაციო კოდი: 400164095 ჩვენი ვებ გვერდია: lamode.ge მხოლოდ ჩვენთან, მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უახლესი კოლექციები საუკეთესო ფასად და უფასო მიტანის სერვისით.

caseit
თბილისი
Caseit - აქსესუარები თქვენი მობილურის, ლეპტოპის, ან სხვა მოწყობილობებისთვის. Caseit მდებარეობს ისთ ფოინთის ცენტრალურ შენობაში. ჩვენი ვებ გვერდია: caseit.ge

ბესთმარკი
თბილისი
არის რაღაცეები, რასაც მაღაზიაში ვერ ნახავ არის რაღაცეები, რასაც სხვაგან ვერ ნახავ და არის რაღაცეები რასაც ვერსად ვერ ნახავ. უბრალოდ უნდა იგრძნო... შეიძლება ყველაფერი სიზმარია... შეიძლება არც არის... მერე რა? მთავარია საინტერესო ცხოვრებით ხომ მაინც ცხოვრობ... ჩვენი საიდუმლო ისტორია Since 2014



