მთავარ კონტენტზე გადასვლა

ოპტიკო - გლობალმედის ოფთალმოლოგიური კლინიკა

სათვალეებითბილისი
მიმოხილვის დაწერა

აღწერა

ოპტიკო - გლობალმედის ოფთალმოლოგიური კლინიკა არის, შპს მედიკალ გლობალ მენეჯმენტი, საიდენტიფიკაციო კოდი: 405108930

დეტალური ინფორმაცია

საიდენტიფიკაციო კოდი

405108930

მისამართი

ნ. ყიფშიძის ქ. 3ბ

ტელეფონი

596221112

ელ-ფოსტა

optico@mgm.ge

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა

Linzebi.ge

სათვალეები

თბილისი

„შპს Caucasus Optical Group“ არის ლიტვური ინვესტიციით დაფუძნებულ კომპანია და წარმოადგენს ოპტიკური სალონების ქსელს P FAMILIA OPTICA, Linzebi.ge და კონტაქტური ლინზების ელექტრონულ მაღაზიას www.linzebi.ge . Linzebi. ge შეიქმა 2013 წელს და კონტაქტური ლინზების პირველი ინტერნეტ მაღაზიაა საქართველოში. Linzebi.ge მომხმარებელს სთავაზობს კონტაქტური ლინზების, ლინზების მოსავლელი ხსნარებისა და თვალის წვეთების ფართო არჩევანს ადგილზე მიტანის სერვისით საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ქალაქში. ჩვენი მიზანია მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზება; მისაღები ფასები; დროული მიწოდება; გარანტიის მიცემა; გადახდის სხვადასხვა ტიპის შეთავაზება; მომხმარებელთა ინტერესებისა და მოთხოვნების მაქსიმალურად გათვალისწინება-დაკმაყოფილება. P FAMILIA OPTICA-სა და Linzebi.ge-ს ოპტიკურ სალონებში წარმოდგენილია მზის სათვალეებისა და ოპტიკური სათვალის ჩარჩოების მსოფლიოში ცნობილი ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: Dior, Gucci, Fendi, Marc Jacobs,Tommy Hilfiger, Prada, D&G, Yves Saint Laurent, Boss, Boss Orange, Porsche, Max Mara, Max&Co, Carrera, Polaroid და ა.შ. P FAMILIA OPTICA-სა და Linzebi.ge-ს ოპტიკური სალონების ქსელი ასევე გთავაზობთ კონტაქტურ ლინზებს, ლინზის მოსავლელ ხსნარებს, თვალის წვეთებსა და სათვალის აქსესუარებს. სამუშაო დღეები, ყოველდღე: შაბათ - კვირის ჩათვლით, 10:00 - 21:00.

საქაერონავიგაცია

სათვალეები

თბილისი

საქაერონავიგაცია არის, შპს საქაერონავიგაცია, საიდენტიფიკაციო კოდი: 208144051 ვინ ვართ ჩვენ? საჰაერო მოძრაობის მართვა საქართველოს საჰაერო სივრცეში ხორციელდება შ.პ.ს. “საქაერონავიგაციის“ მიერ, რომლის უმთავრესი მიზანია საქართველოს საჰაერო სივრცეში და თბილისის , ქუთაისის , ბათუმისა და მესტიის აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონაში საჰაერო მოძრაობის მომსახურება და ფრენის უსაფრთხოების დაცვა. რას ვსაქმიანობთ ? „საქაერონავიგაციის“ ძირითადი ფუნქციებია: • საჰაერო ხომალდების მოძრაობის მართვა; • რადიოტექნიკური, კავშირგაბმულობისა და შუქტექნიკური საშუალებების უზრუნველყოფა; • მეტეოროლოგიური მომსახურება; • საავიაციო საინფორმაციო მომსახურება. რა არის ჩვენი მისია ? საქაერონავიგაციის მისიაა საქართველოს საჰაერო სივრცეში უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფა მსოფლიო საჰაერო ტრანსპორტის დინამიური განვითარების პირობებში. საქაერონავიგაციის მიზანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა და საჰაერო მოძრაობის ორგანიზების პროცესში საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების გამომწვევი რისკ-ფაქტორების შემცირება. ისტორია „საქაერონავიგაცია“, როგორც შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება 1999 წელს დაარსდა. მიღებულმა დამოუკიდებლობამ და თვითდაფინანსების პრინციპზე გადასვლამ კომპანიას სწრაფი განვითარების საშუალება მისცა.განხორციელდა მაშტაბური ტექნიკური გადაიარაღება, თანამედროვე სისტემებზე გადასვლა და კადრების გადამზადება, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისა და უსაფრთხოების გაზრდის მიზნით. შედეგად, საქართველოს საჰაერო სივრცე ევრაზიის საჰაერო დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა და საჰაერო ხომალდების ნაკადმაც საგრძნობლად მოიმატა. EUROCONTROL საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია (EUROCONTROL) მთავრობათაშორის სამოქალაქო-სამხედრო ორგანიზაიცას წარმოადგენს, რომელიც, პარტნიორებთნ ერთად, ორიენტირებულია ერთიანი ევროპის ცის დანერგვაზე, რაც ხელს შეუწყობს ოცდამეერთე საუკუნისა და შემდგომი პერიოდისთვის აუცილებელ საჰაერო მოძრაობის მართვის განხორციელებას. EUROCONTROL უზრუნველყოფს რიგ მომსახურებებს საავიაციო საზოგადოების მიმართ, რაც ითვალისწინებს: ევროპის საჰაერო მოძრაობის მართვის (ATM) პროგრამების სისრულეში მოყვანის განვითარებასა და კოორდინირებას; საჰაერო მიმოსვლისა და სიმძლავრის მართვას; საჰაერო ნავიგაციის საზღაურების მოგროვებას (CRCO); საჰაერო სივრცის რეგიონალურ დონეზე კონტროლს; ევროპის საჰაერო მოძრაობის მართვის (ATM) ახალი ტექნოლოგიებისა და პროცედურების დანერგვას; საჰაერო მოძრაობის მართვასთან დაკავშირებულ სწავლებას. საქართველო EUROCONTROL-ის მე-40 წევრი ქვეყანა 2014 წლის 1 იანვრიდან გახდა. პროფესიონალიზმი საქაერონავიგაცია მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა პროფესიონალიზმზე. კომპანიაში დღეისათვის 100-ზე მეტი ავიამეთვალყურე მუშაობს, მათ შორის მრავალწლიანი გამოცდილებით, რომელთაც საქართველოსა და რიგაში გაიარეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სწავლება და შედარებით ახალი თაობა, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ტულუზაში, ENAC-ის უნივერსიტეტში დაეუფლა პროფესიას. ყველა ავიამეთვალყურე საქაერონავიგაციაში პროფესიონალია და შესაბამის ლიცენზიას ფლობს. გარდა ამისა, ავიამეთვალყურეები ყოველწლიურად გადიან სავალდებულო სწავლებას საჰაერო ნავიგაციისა და სააერნაოსნო უსაფრთხოების სასწავლებელში (SENASA), მადრიდში. საავარიო სიტუაციების მართვის ტრენინგის ფარგლებში ავიამეთვალყურეები 3D განზომილების, 360 გრადუსიან სიმულატორთან მუშაობენ. აღნიშნულ სასწავლებელში საქაერონავიგაციაში დასაქმებული ყველა მოქმედი ავიამეთვალყურე ეტაპობრივად გადის სწავლებას წელიწადში 5 კვირის განმავლობაში. პერიოდულ გადამზადებას გადიან ინჟინრები და ტექნიკოსებიც, რათა შესძლონ ევროპული სტანდარტების შესაბამის სისტემებზე თავისუფალი მუშაობა და მათი ექსპლუატაცია. რიგაში გადიან სწავლებას სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის ბრიფინგ ოფიცრები, ხოლო მომავალ სინოპტიკოსთა მომზადება ინგლისში, UK Met Office -ში. პროფესიონალიზმი საქაერონავიგაციის უმთავრეს პრიორტიტეტს წარმოადგენს.

საფილო

სათვალეები

თბილისი

ოპტიკური სალონების ქსელი "საფილო" დღეისათვის მთლიანად მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, ფართო ქსელისა და მომსახურებისასორტიმენტით, რომელიც მსოფლიოში ცნობილ კომპანიებთან და პარტნიორებთან ერთად ბაზარზე მომხმარებლის განსაკუთრებული ნდობითა დარეიტინგით სარგებლობს. "საფილო" წარმოადგენს იტალიურ, გერმანულ, ფრანგულ და სხვა ქვეყნების წამყვან კომპანიებს საქართველოში. ის აერთიანებს, როგორც მზის,ასევე, ოპტიკური სათვალეების მსოფლიო ბრენდებს, როგორებიცაა: Alexande McQueen, Boss, Bottega Veneta, Dior, Gucci, Jimmy Choo, Juicy Couture, Marc Jacobs, Max Mara, Pierre Cardin, Carrera, Polaroid, Tommy Hilfiger, Yves Saint Laurent, Porshce Design, Mercedes Benz, Dunhill,Baldessarini, Rodenstock, Rocco, Claudia Schiffer, Ana Hickman, Assoluto და ა.შ. ჩვენი პირველი ფილიალი გაიხსნა პეკინის #20-ში 2003 წელს. და ეს ფილიალი დღესაც ემსახურება თავის ერთგულ მომხმარებელს. დღეისათვის კი ჩვენი ოპტიკური სალონები წარმოდგენილია, როგორც თბილისში ასევე ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში. მზის სათვალეებსა და ოპტიკური ჩარჩოებთან საფილო მომხმარებელს სთავაზობს ოპტიკასთან დაკავშირებულ ყველა სახის პროდუქციასა და მომსახურებას, უმაღლესი ხარისკის კონტაქტურ და კოსმეტიკურ ლინზებს ასევე მათი მოვლის საშუალებებს. ყველა სალონში ფუნქციერებს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ოფთალმოლოგიური კაბინეტები, სადაც კონსულტაციას გაგიწევენ კვალიფიციური ოფთალმოლოგები. სათვალისა და ლინზების შერჩევაში დაგეხმარებიან პროფესიონალი კონსულტანტები. თქვენი სათვალე კი საბოლოო დამზადების პროცესს გაივლის უახლესი აპარატურით აღჭურვილ სახელოსნო განყოფილებში სადაც მუშაობენ გამოცდილი ოპტიკის სპეციალისტები, რომელთა კვალიფიკაციაც შემოწმებულია გერმანული კომპანია Rodenstock Gmbh-ს მიერ. ოპტიკური მაღაზია "საფილო" ითვალისწინებს დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობას, რის გამოც, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილს უჭირსძვირადღირებული ბრენდების შეძენაზა და იძულებულია მიმართოს დაბალხარისხიან პროდუქტს. ამ სეგმენტის ინტერესების გათვალისწინებით,კომპანია "საფილომ" მოიძია და დაიწყო თანამშრომლობა ისეთ ბრენდებთან, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მომხმარებლისთვის, ხოლო ხარისხით არ ჩამოუვარდება ბევრ საკმაოდ ცნობილ ბრენდსაც კი. ჩვენს ოპტიკურ სალონებში პროდუქცია მოხიბლავს ნებისმიერი „ასაკის“, ნებისმიერი „გემოვნების“ და ნებისმიერი „შემოსავლის მქონე“