პიარ აკადემია
აღწერა
ჩვენი მისიაა გავაუმჯობესოთ საზოგადოებრივი ურთიერთობების გარემო საქართველოს საჯარო და კომერციულ ორგანიზაციებში. ჩვენი მთავარი პრინციპებია: პროფესიონალიზმი; ინდივიდუალური მიდგომები; მყისიერ შედეგზე ორიენტაცია. ჩვენ ვთავაზობთ საგანმანათლებლო მომსახურებას: საჯარო დაწესებულებებს; კომერციული სტრუქტურებს; საზოგადოებრივ და არამომგებიან ორგანიზაციებს; მცირე და საშუალო ბიზნესს; სტუდენტებს, რომლებსაც სურთ გაიმყარონ ცოდნა და მიიღონ სწორი გადაწყვეტილება მომავალი პროფესიის შერჩევისას; დასაქმებულ პირებს, რომლებსაც უნდათ წვლილი შეიტანონ თავანთი ორგანიზაციის წარმატებაში და მიაღწიონ კარიერულ წინსვლას; ცალკეულ ფიზიკურ პირებს, რომელთაც სურვილი აქვთ აიმაღლონ კვალიფიკაცია და შეიქმნან დასაქმების რეალური პერპექტივა. ჩვენი უპირატესობებია: სწავლების განსხვავებული მეთოდი - საერთაშორისო და ადგილობრივი თეორიული მასალა, NLP მეთოდოლოგია, ფსიქოლოგიური თამაშები, პრაქტიკული სავარჯიშოები, საკუთარი უნარების გამოვლენისა და განვითარების სტიმულირება, მიღებული ცოდნის მონიტორინგი! მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული ტრენერები - სასწავლო პროცესს უძღვებიან საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგისა და მართვის სფეროში წარმატებული, პრაქტიკოსი ტრენერები. კონკურენტული ფასები და გადახდის მოქნილი სისტემა - გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად, ყოველთვიული შენატანების სახით. მსმენელებზე მორგებული განრიგი; PR აკადემიის სერტიფიკატი; სარეკომენდაციო წერილი; საუკეთესო პირობები და ხელსაყრელი ადგილმდებარეობა - მისამართი: ქ. თბილისი, ფიქრის გორა, ი. ნიკოლაძის ქ. № 6
დეტალური ინფორმაცია
მიმოხილვის დაწერა
შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად
შესვლა


