მთავარ კონტენტზე გადასვლა

აღწერა

იტალიური რესტორანი, პიცერია და სტეიკჰაუსი "პომოდორისიმო" გთავაზობთ იტალიურ და ევროპულ უგემრიელეს სამზარეულოს, ნეაპოლიტანურ გარემოს ცოცხალი მუსიკის თანხლებით. აქ შეგიძლიათ მიირთვათ იტალიელი მზარეულის მიერ მომზადებული შეშაზე გამომცხვარი პიცა, რომელიც 3 წუთში მზადდება. რესტორანი გთავაზობთ ასევე სტეიკების, სალათებისა და პასტების ფართო არჩევანს. ნებისმიერი კერძი, რასაც მენიუში ნახავთ, სპეციალურად იტალიიდან ჩამოტანილი პროდუქტებით არის მომზადებულიშეგიძლიათ ისარგებლოთ ადგილზე მიტანის სერვისითაც.

დეტალური ინფორმაცია

მისამართი

ი.ჭავჭავაძის გამზ.33

ტელეფონი

322601717

ელ-ფოსტა

info@ice.ge

ვებსაიტი

www.icr.ge

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა

დომინოს პიცა

პიცერიები

თბილისი

შპს „ჯეოპიცამ“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ქსელთან “Domino’s Pizza” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ხელშეკრულების ფარგლებში, მომდევნო 3 წლის მანძილზე, საქართველოში „დომინო’ს პიცას" მინიმუმ 10 რესტორანი გაიხსნება. შპს „ჯეოპიცამ” საქართველოში „დომინო’ს პიცას“ ქსელის განვითარება ვაკე-საბურთალოს რაიონში რესტორნების გახსნით დაიწყო. პირველი რესტორანი 2015 წლის 27 აპრილს. მ.კოსტავას 74-ში გაიხსნა, აღნიშნულ ობიექტზე არის როგორც რესტორანი, ასევე ცომის საწარმო. პროდუქციის დიდი ნაწილის იმპორტირება თურქეთიდან ხდება, ხორც-პროდუქტების დანიიდან, ხოლო ბოსტნეულის კუთხით ადგილობრივ მწარმოებლებთან ვთანამშრომლობთ. მეორე ობიექტი ივლისის თვეში ისევ თბილისში ი.ჭავჭავაძის გამზ.11-ში გაიხსნა. მე-3 ობიექტი კი ისევ საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზ. 76-ში იხსნება, მ/ს „ვაჟა-ფშაველასთან“. „დომინო’ს პიცა“ 1960 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა და დღეს მსოფლიოში პიცერიების უდიდეს ქსელს წარმოადგენს , რომელიც 11 900-ზე მეტ რესტორანს ფლობს 80 ქვეყანაში. კომპანია წარმატებით ინარჩუნებს მსოფლიო ლიდერის პოზიციას პიცის მიწოდების სერვისში და მომხმარებელს პიცის მრავალფეროვან მენიუს სთავაზობს.

ნაით პიცა

პიცერიები

თბილისი

Night Pizza – პიცა მათთვის ვისაც ღამის ცხოვრება და გემრიელი პიცა უყვარს სულ ცოტა ხნის წინ, თბილისში, ახალი და ძალიან საინტერესო Start up-ი გამოჩნდა – NIGHT PIZZA – პიცა და სასმელი ადგილზე მიტანით, ოღონდ მხოლოდ ღამით NIGHT PIZZA ძირითადად მათთვისაა, ვისაც მეგობრული შეკრებები უყვარს. მეგობრებთან ერთად ემზადება გარეთ გასასვლელად, ან საინტერესო ღამის შემდეგ, მშიერი ბრუნდება სახლში. ბექა მეფარიშვილი NIGHT PIZZA -ს ერთ-ერთი დამფუძნებელია. უცვლელად წარმოგიდგენთ, თუ როგორ გაგვაცნო მან კომპანიის კონცეფცია. აქვე გეტყვით, რომ კომპანიის ბრენდინგზე ძალიან ნიჭიერმა დიზაინერებმა – რუსლან ბერიძემ, ზაზა მეტრეველმა და თენგო ბეგოიძემ იმუშავეს. იყო დრო, როცა ღამე, ჩვენთვის მხოლოდ დღის ლოგიკურ და გარდაუვალ დასასრულს ნიშნავდა – მორჩილად მივყვებოდით საჩვენებელ თითს, რომელიც ხან კბილის ჯაგრისისკენ, ხან კიდევ ლოგინისკენ მიგვითითებდა. მერე წიგნს ცხვირწინ დაგვიხურავდნენ, შუბლზე სწრაფად გვაკოცებდნენ და სრულ სიბნელეში დარჩენილები მხოლოდ ერთს თუ წამოვიძახებდით – “კარი ცოტათი ღია დატოვე”… თავში მაშინ მხოლოდ ის ფიქრი გვიტრიალებდა, რომ ყველაზე საინტერესო, უჩვეულო და განსაკუთრებული სწორედ ახლა იწყება. ღამით… და რომ ჩვენთვის “ჯერ კიდევ ძალიან ადრეა”. მერე ღამეს გემო გავუსინჯეთ და ეჭვებიც დადასტურდა: ხან საოცრად ტკბილი, ხანაც ცრემლებამდე ცხარე, ზოგჯერ ზომიერად მარილიანი, ზოგჯერ კი, განსაკუთრებულად პიკანტური – თან მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ღამე. “სამზარეულო აღარ მუშაობს”, “სასმელი გარეთ დატოვეთ”, “ვიკეტებით”… ჩვენს ღამეებს ბევრი “მტერი” აღმოაჩნდა – ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზები, რომლებიც ისედაც ხანმოკლე ღამეებს, კიდევ უფრო ამოკლებდნენ. გადავწყვიტეთ, რომ მოქმედების დროა და შევქმენით NIGHT PIZZA – ჩვენთვის და ყველასთვის: მათთვის, ვისაც მუდმივად ერთმანეთში ერევა “დღეს” და “ხვალ”, ვისაც ღამის შიმშილი აწუხებს, ვინც მუდამ გამოუძინებელია, ვისთვისაც სიბნელის გასანათებლად, მაცივრიდან გამოსული შუქიც კი საკმარისია, და ვისაც უბრალოდ “ღამის ცხოვრება” კი არა, “ღამით ცხოვრება” უყვარს. მოვიფიქრეთ ღამის პიცები – ამერიკულად ნოყიერი, იტალიურად არომატული… პიცის მიტანასთან ერთად დავამატეთ სასმელის და სიგარეტის მიტანის სერვისიც – ყველაფერი რაც ღამით შეიძლება დაგჭირდეს. მოვიგონეთ შესაბამისი ვიზუალური იდენტობა, ისეთი, ღამეს რომ უხდება – უცნაური, აბსურდული პერსონაჟებით, რომელთა მნიშვნელობა და წარმომავლობა, ხანდახან, ჩვენთვისაც გაუგებარია. რაც მთავარია, სულ ვფიქრობთ, როგორ შეიძლება ღამე უფრო საინტერესო გახდეს… ასე რომ, ღამით ცხოვრების მოყვარულებო, მოვლენების საინტერესოდ განვითარებას და კიდევ უფრო ხანგრძლივ ღამეებს გპირდებით.

თაშირ პიცა

პიცერიები

თბილისი

მიირთვით უგემრიელესი პიცა Tashir Pizza-ში, რომელიც მდებარეობს ისთ ფოინთში, ცენტრალური შენობის მეორე სართულზე.

პიცა დი რომა

პიცერიები

თბილისი

"პიცა დი რომა" ეს არის იტალიური პიცერია, იტალიური პიცით და კერძებით განთქმული. საუკეთესო ფასებით, იდეალური გარემოთი და ყურადღებიანი მომსახურებით.