მთავარ კონტენტზე გადასვლა

ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი

კოლეჯებითბილისი
მიმოხილვის დაწერა

აღწერა

შპს „ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი“ დაარსდა 2016 წლის 14 დეკემბერს საქართველოში, თბილისში. კოლეჯის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული კორპორაცია Partners for International Development (პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის), რომელიც ჩამოყალიბდა 2003 წელსემორის უნივერსიტეტისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( USAID ) მხარდაჭერით როგორც ატლანტა - თბილისის ჯანდაცვის სფეროში პარტნიორობის განმტკიცების ხელშემწყობი ორგანიზაცია. კორპორაცია წარმოადგენს აშშ-სჯორჯიის შტატისა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემების დამაკავშირებელ ეფექტიან რგოლს. 2008 წელს დაარსდაკორპორაციის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში. „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" აერთიანებს ექიმებს, მეცნიერებსა და სტუდენტებს ატლანტისსხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტიდან და ინსტიტუტიდან (ემორის უნივერსიტეტი, ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯორჯიის ტექნიკური უნივერსიტეტი, ემორისა და გრეიდის ჯანდაცვის სისტემებში შემავალი სამედიცინო დაწესებულებები დასხვ.), თბილისის სამედიცინო და სამეცნიერო დაწესებულებებთან. ორგანიზაციის მიზანი ჯანდაცვის სისტემის განვითარებისხელშეწყობაა და ამერიკაში მოწინავე სამეცნიერო და პრაქტიკული ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება. კორპორაციის მიერ საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებიდან აღსანიშნავია გადაუდებელი მედიცინის განვითარება ( 2005 წელს პირველი პედიატრიული, 2007 წელს კი მოზრდილთა გადაუდებელი მედიცინისჩამოყალიბება. განხორციელებული პროექტების საფუძველზე გადაუდებელი მედიცინა აღიარებულ იქნა როგორცსპეციალობა), უწყვეტი სამედიცინო და საექთნო განათლება და საინფორმაციო ტექნოლოგიური და სიმულაციური საგანამანათლებლო ცენტრის ჩამოყალიბება საქართველოში. თანამედროვე მსოფლიო, მასთან ერთად საქართველოც, განიცდის პროფესიონალი ექთნების ნაკლებობას. კორპორაციამუდმივად მუშაობს ახალი სასწავლო-სამეცნიერო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით. ცენტრისფუნქციაა, ყველა მსურველი უზრუნველყოს მაღალტექნოლოგიური მატერიალურ-ტექნიკური ბაზით (ლიტერატურა, კლინიკური ტრეინინგი და სიმულაციური ტრეინინგი).კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისთვის“ცდილობს შეუწყოს ხელი საქართველოში ექთნის, როგორც ექიმის ხერხემლის, როლის გაზრდას ქვეყნის ჯანდაცვისსისტემაში დანერგილი საგანმანათლებლო პროგრამებით, ინფორმაციით, მეთოდოლოგიითა და საგანმანათლებლობაზებით. სწორედ ამიტომ, 2017 წლიდან ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა შპს „ ქართულ - ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი “ . კოლეჯი ორიენტირებული იქნება სწავლების აქტიურ მეთოდზე: ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯისთითოეული სტუდენტი პედაგოგებთან ერთად ჩართულნი იქნებიან საგანმანათლებლო პროცესში. კოლეჯი აღჭურვილია მაღალი კლასის სასწავლო ტექნოლოგიებით, როგორიცაა კომპიუტერულად მართვადი მანიკენები, რაც სტუდენტს საშუალებას მისცემს, დაეუფლოს ნებისმიერ მანიპულაციას მიახლოებულს რეალურ პაციენტთან. ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივ კოლეჯს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისაქართველოში მოქმედ წამყვან კლინიკებთან, როგორც სამომავლო სასწავლო კლინიკურ ბაზებთა

დეტალური ინფორმაცია

მისამართი

ქ. დედოფლის გამზ. 65

ტელეფონი

593515532

ელ-ფოსტა

gancollege@gmail.com

ვებსაიტი

ganc.ge/#contact

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა

Cambridge College

კოლეჯები

თბილისი

cambridge college არის, შპს ქემბრიჯ ჰაუსი, საიდენტიფიკაციო კოდი:205226888 "კემბრიჯ ჰაუსი" დაარსდა 2006 წლის 8 აპრილს და მას შემდეგ აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას დასავლეთ ევროპული ენების სწავლების განხრით. ორგანიზაცია მომხმარებელს სთავაზობს ინგლისური ენის შესწავლას, ყველა იმ თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, რომელიც ამარტივებს და სახალისოს ხდის უცხო ენის შესწავლას უმოკლეს დროში. იმისთვის რომ მსენელმა მიაღწიოს უცხო ენის შესწავლის შედეგის მაქსიმუმს, "კემბრიჯ ჰაუზი" იყენებს სახვადასხვა სასწავლო უნარ-ჩვევას - მოსმენა (Listening), მეტყველება (speaking), კითხვა (reading), მართლწერა (writing), ხოლო მათ, ვისაც სურთ, რომ გაიღრმავონ ენის ცოდნა, ამჯერად უკვე აკადემიურ დონეზე შესაძლებლობა ეძლევათ თავად აირჩიონ სასწავლო ასპექტები დონეების მიხედვით.

ბერნეისის პიარ კოლეჯი

კოლეჯები

თბილისი

ბერნეისის პიარ კოლეჯის მისია და ხედვა მისია პიარ კოლეჯის მისიაა საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების შექმნა და პიარ სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ხედვა ჩვენ გვსურს თანამედროვე, ადეკვატური და მაღალ პროფესიონალური სასწავლო მასალებითა და ახალი მეთოდების გამოყენებით, კოლეჯის მსმენელების პროფესიული სრულყოფა და მათი კარიერული წინსვლა, საზოგადოებაში პიარის შესახებ სწორი აზრის ჩამოყალიბება, დასაქმების ბაზრის მოთხოვნების მაღალი სტანდარტების შექმნა და ამით საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს საერთაშორისო დონეზე განვითარება. მუდმივად მზარდ და განვითარებად სამყაროში, იცვლება და ფორმირდება კომუნიკაციის როლი. კორპორაციების და ბრენდების განვითარება სულ უფრო და უფრო მეტ მოთხოვნას უყენებს საზოგადოებასა და ბაზარს, ჩნდება სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტების დეფიციტი და ახალი სამუშაო ადგილები. ბერნეისის პიარ კოლეჯის შექმნა სპეციალისტებისა და კვალიფიციური კადრის მოსამზადებლად და მათი პროფესიული უნარების გასაუმჯობესებლად შეიქმნა. ბერნეისის პიარ კოლეჯი სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა და პრაქტიკოსი პროფესიონალების მრავალწლიან გამოცდილებაზე დაფუძნებით შეიქმნა. ბერნეისის პიარ კოლეჯი პიარის ერთ-ერთი დამაარსებლის „პიარის მამის“ ედვარდ ბერნეისის სწავლებაზე და თეორიებზე დაფუძნებული მოდელებით ხელმძღვანელობს და ადაპტირებულია ქართულ რეალობაზე. ბერნეისის პიარ კოლეჯის მისია ცოდნაზე და ეფექტურ უნარებზე დაფუძნებული დინამიკური გადაწყვეტილებების მიღების გზით, პიროვნების პროფესიული სრულყოფილების მიღწევაა. კომუნიკაციისა და პიარის როლი და მოთხოვნა საზოგადოებაში არასოდეს ყოფილა ისეთი დიდი როგორც დღეს – შემოგვიერთდით. @ infoprcollege@gmail.com

საზოგადოებრივი კოლეჯი ეტალონი

კოლეჯები

თბილისი

საზოგადოებრივი კოლეჯი ეტალონი არის,შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ეტალონი, საიდენტიფიკაციო კოდი:401962890 საზოგადოებრივ კოლეჯ ეტალონში გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი