მთავარ კონტენტზე გადასვლა

ქუთაისის ტექნოლოგიური აკადემია

მიმოხილვის დაწერა

აღწერა

ქუთაისის ტექნოლოგიური აკადემია არის, შპს ქუთაისის ტექნოლოგიური აკადემია, საიდენტიფიკაციო კოდი:212678574 გეოგრაფიულად გამორჩეულ ადგილზე მდებარე ჩვენი ქვეყანა, უხსოვარი დროიდან, სხვადასხვა მოდგმის მომთაბარეთა და დამპყრობთა შემოსევებს იგერიებდა. არსებობისათვის მძიმე ბრძოლაში, ქართველ ერს, გარდა ფიზიკური ძალიხმევისა, უწევდა ძალისხმევა გონებისა და სულიერი სიმტკიცისა. სხვადასხვა იმპერიების ზემოქმედებით დაქსაქსული ქართული სამთავროები და სახელმწიფოები, ზოგჯერ ერთობლივად, ხშირად კი ცალკ-ცალკე ავითარებდნენ იმ ინტელექტუალურ და სულიერ საგანძურს, რაც აუცილებელია ნებისმიერი ერის თვითმყოფადობისათვის და ქართველებსაც შეჰქონდათ თავისი ღირსეული წვლილი მსოფლიო ცივილიზაციის შექმნაში. ქართული ხორბალი, ქართული ფოლადი, ქართული მედიცინა, ქართული ხუროთმოძღვრება, ქართული მინანქარი, ქართული ფოლკლორი - ეს ის ფასეულობებია, რომლებსაც სრულიად გამოკვეთილი ადგილი უკავიათ თანამედროვე ცივილიზაციის ისტორიაში. ქართველთა განმანათლებელი მამები და დიდი მოაზროვნენი ჯერ ეკლესია-მონასტრებში, შემდეგ კი დიდ სამეცნიერო ცენტრებში, რუდუნებით ქნმნიდნენ ამ საგანძურს. იმერეთი, ქუთაისი, გელათი იყო ერთი უპირველესთაგანი ცენტრი განათლებისა და მეცნიერებისა საქართველოში. ამ სულიერი სიმდიდრის პატრონთ სჯეროდათ, რომ ქართველებს შეეძლოთ ეთქვათ ღირსეულთა სწორი სიტყვა ამ სფეროში. სწორედ ამიტომ, მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის მიჯნაზე, როდესაც მსოფლიო დაადგა სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის აღმავალ გზას, ქუთაისში შეიქმნა სასწავლებლები, რომლებშიც მსოფლიო დონის მოაზროვნენი აღიზარდნენ. ძალიან შორს წაგვიყვანს ჩამოთვა იმ დიდი ადამიანებისა, რომლებიც პირველ სკოლაში, ქალთა გიმნაზიაში, ქალაქის მეორე და მესამე სკოლებში აღიზარდნენ. ქალაქის განათლების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი დაიწყო 30 იან წლებში, როდესაც პირველი უმაღლესი სასწავლებელი, ამჟამინდელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაიხსნა. გამოყოფილად შეიძლება აღინიშნოს ქუთაისში ტექნიკური განათლების განვითარების საკითხი. პირველი ტექნიკური სასწავლებელი ქუთაისში ჯერ კიდევ 1922 წელს დაარსდა, თუმცა, ქვეყანაში არსებული რთული ვითარების გამო, სერიოზული ძვრები შედარებით მოგვიანებით მოხდა. 1968 წელს ქალაქში დაარსდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი. ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა ცნობილი პროფესორი კოტე იმედაშვილი. 1974 წელს ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ინსტიტუტის რექტორად საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ მოსკოვიდან მოიწვია ბაუმანის სახელობის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის პროფესორი, უკვე აღიარებული ახალგაზრდა მეცნიერი, ნოდარ ვალიშვილი. 1989 წელს ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტმა შეიცვალა ხელმძღვანელობა. სასწავლებელს მიენიჭა უნივერსიტეტის სტატუსი. ქვეყანაში დაწყებულმა არეულობამ და ფინანსურმა კრიზისმა ნათელი გახადა, რომ განათლების პირობები უარესდებოდა. სახელმწიფო ვერ შესძლებდა უფასო განათლების უზრუნველყოფას. 1991 წლის გაზაფხულზე პრეზიდენტ გამსახურდიას მთავრობამ მიიღო კანონი ფასიანი უმაღლესი განათლების შესახებ . იმავე წელს, უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ კოსტავას და პრორექტორის ამირან აფციაურის ინიციატივით გადაწყდა, დაფუძნებულიყო უნივერსიტეტის ბაზაზე ფასიანი უმაღლესი სასწავლებელი ქუთაისის საინჟინრო ინსტიტუტი. ინსტიტუტის დაფუძნებაში მონაწილეობა მიიღო ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატმა, პრაქტიკულად სრული შემადგენლობით. ნ. ვალიშვილთან და ა. კოსტავასთან ერთად, საინჟინრო ინსტიტუტის დაფუძნებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით ტექნიკური უნივერსიტეტის სხვა ხელმძღვანელ მუშაკებს, ცნობილ მეცნიერებს, პროფესორებს ავთანდილ თვალჭრელიძეს, , დავით ლეკვეიშვილს, ელიზავეტა ბუაძეს, თემურ ხაზარაძეს, კოტე სირბილაძეს თემურ ბლუაშვილს, ემირ ბაკურაძეს, ავთანდილ ქათამაძეს, ზინაიდა ვადაჭკორიას, მაკა გოგოლაძეს, ინეზა წერეთელს, ემზარ ჯულაყიძეს. ინსტიტუტს გვერდში ედგნენ და დახმარებას უწევდნენ უდროოდ გარდაცვლილი უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში თენგიზ შუბლაძე, ფაკულტეტის დეკანი გურამ ვალიშვილი, კათედრის გამგეები დავით ფურცელაძე და თამაზ რუსაძე. 1991-95 წლებში საინჟინრო ინსტიტუტი წარმოადგენდა უნივერსიტეტის ფასიან სექტორს და სტუდენტების რაოდენობით თითქმის უტოლდებოდა უნივერსიტეტის კონტიგენტს. შესაბამისად, ქვეყნისათვის საკმაოდ მძიმე გარდამავალ პერიოდში ინსტიტუტმა დიდი როლი ითამაშა უნივერსიტეტის თანამშრომლების ცხოვრებაში. 1995 წლის ზაფხულში, ხელისუფლების მოთხოვნის შესაბამისად, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის თანხმობით, საინჟინრო ინსტიტუტი გამოეყო ტექნიკურ უნივერსიტეტს და გადავიდა ახალ ტერიტორიაზე. ამ პერიოდისათვის ინსტიტუტს ჰყავდა 1000 მდე სტუდენტი. რამდენიმე ათეული სპეციალობიდან, რომლებზეც ინსტიტუტმა 1991-93 წლებში მიიღო ლიცენზია, სასწავლებელმა გააგრძელა კონტიგენტის მიღება ათამდე ყველაზე პოპულარულ სპეციალობაზე, რომლების მიმართაც მოსახლეობა განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენდა. ინსტიტუტმა დაარსებისთანავე უდიდესი ყურადღება დაუთმო სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფორმატიკას და კომპიუტერულ საინფორმაციო ტექნოლოგიებს. საინჟინრო ინსტიტუტი არის ქალაქის სინამდვილეში პირველი დაწესებულება, რომელმაც 1991 წელს შემოიტანა IBM ის ტიპის პერსონალური კომპიუტერებისაგან შემდგარი უახლესი ტექნიკა და შექმნა რეგიონის მასშტაბით ყველაზე ძლიერი კომპიუტერული ცენტრი, რომლითაც ქალაქის სხვა სასწავლებლების თანამშრომლები და სტუდენტებიც სარგებლობდნენ. 1996-2000 წლებში ინსტიტუტის კომპიუტერული ტექნიკით დაკო

დეტალური ინფორმაცია

საიდენტიფიკაციო კოდი

212678574

მისამართი

გაპონოვის ქ. 11

ტელეფონი

514010171

ელ-ფოსტა

info@kiec.ge

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა