მთავარ კონტენტზე გადასვლა

აღწერა

რედიქსის საბავშვო ბაღი არის, წმინდა გიორგის სახელობის საბავშვო ბაღი, საიდენტიფიკაციო კოდი:404873339 წმინდა გიორგის სახელობის საბავშო ბაღი გაიხსნა 2010წლის 1 ოქტომბერს,დეველოპერული კომპანია რედიქსის და წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლის გამოცდილების გათვალისწინებით. ბაღის შენობა გარემონტებულია ეკოლოგიური და უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით და განთავსებულია ბავშვის განვითარებისათვის საჭირო და აუცილებელი: ევროპის წამყვანი სასკოლო ავეჯის მწარმოებელი კომპანიების მიერ შემოთავაზებული თანამედროვე ინვენტარი. სასწავლო პროცესისადმი საჭირო თანამედროვე ტექნიკა. მხოლოდ ეკოლოგიური სერტიფიკატის მქონე სათამაშოები. ფუნქციურიუნარ-ჩვევების განმავითარებელი სასწავლო რესურსი. მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა. სახვითი ხლოვნების სახელოსნო, სადაც გამოიყენება ბუნებრივი თიხა და ნატურალური საღებავები, რომელიც დამზადებულია მხოლოდ საკონდიტრო მინარევებისაგან. სპორტული დარბაზი საცოცი და შვედური კედელით, სად...აც ბავშვებს უტარდებათ გამაჯანსაღებელი ფიზკულტურის და ცოცვის გაკვეთილი. დასვენებისა და რელაქსაციის ოთახი. საძინებელი ორთოპედიული ლეიბებით, რაც მეტად მნიშვნელოვანია ბავშვის ხერხემლის სწორი განვითარებისათვის. საბავშვო ბაღი თქვენი პატარებისათვის გთავაზობთ: თბილ,უსაფრთხო ეკოლოგიურად სუფთა კეთილგანწყობილ გარემოს, სადაც სასწავლო პროგრამა შედგენილია ბავშვის ნიჭისა და ხასიათის თავისებურებების გათვალისწინებით. ყოველა ასაკობრივ ჯგუფებთან მუშაობს პედაგოგი, ფსიქოლოგი და ძიძა, რომელთაც გავლილი აქვთ სპეციალური მომზადება. ბაღში დღის განმავლობაში გათვალისწინებულია სამჯერადი კვება. კერძები მზადდება მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით. კვების რაციონს განსაზღვრავს დიეტოლოგი, სადაც დაცულია ბავშვის ჯანმრთელობისათვის საჭირო დღიური კალორიების რაოდენობა. ბაღს 24 საათის განმავლობაში იცავს დაცვის სამსახური. მშობლებს შეუძლიათ "ონლაინ" ადევნონ თვალყური სასწავლო პროცესს. საბავშვო ბაღი მუშაობს 09:00-19:00საათამდე. თუ ჩვენს ბაღში ბავშვის მოყვანა გსურთ და არ ხართ დარწმუნებული, მოეწონება თუ არა პატარას ახალი გარემო, გთავაზობთ მოსახერხებელ პირობას: შეგიძლიათ თქვენი შვილი 5 დღის განმავლობაში უფასოდ ატაროთ ბაღში და შემდეგ მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. საფასური და გადახდის პირობები სრული დღე ერთ ბავშვზე ერთიანი გადახდა 5500 ლარი ორ ეტაპად გადახდა 5800 ლარი (2900+2900) ყოველთვიური გადახდა 650 ლარi ნახევარი დღე ერთ ბავშვზე ერთიანი გადახდა ნახევარ დღეზე 4250 ლარი ორ ეტაპად გადახდა ნახევარ დღეზე 4500 ლარი (2250+2250) ყოველთვიური გადახდა 500 ლარი სრული დღე ორ ბავშვზე ერთიანი გადახდა 9900 ლარი ორ ეტაპად გადახდა 10500 ლარი (5250 +5250) ყოველღვიური გადახდა 1170 ლარი ნახევარი დღე ორ ბავშვზე ერთიანი გადახდა ნახევარ დღეზე 7600 ლარი ორ ეტაპად გადახდა 8100 ლარი (4050+4050) ყოველთვიური გადახდა 900 ლარი მეგობრული და კორპორატიული შეთავაზება სამი და მეტი ბავშვის ერთად მოსვლის შემთხვევაში სრული დღე ერთიანი გადახდა 4650 ლარი ორ ეტაპად გადახდა 4900 ლარი (2450+2450) ყოველთვიური გადახდა 5500 ლარი

დეტალური ინფორმაცია

საიდენტიფიკაციო კოდი

404873339

მისამართი

ვ. ფშაველას გამზ. 71

ტელეფონი

322207690

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა

ამერიკული საბავშვო-ბაღი გენიოსი

საბავშვო ბაღები

თბილისი

ამერიკული საბავშვო-ბაღი გენიოსი არის, შპს გენიოსი, საიდენტიფიკაციო კოდი:405134073 ინვესტიცია ბავშვებში (იქნება ეს ფინანსური, დროის, ემოციის ან თუნდაც ნერვების) ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ადამიანის ცხოვრებაში! - ვილჰელმ ვონ ჰამბოლტი. გააკეთეთ ეს ინვესტიცია ბაღ "გენიოს"-ში სადაც წარმატება გარანტირებულია.

ინტეგრირებული საბავშვო ბაღი ბუკიბუ

საბავშვო ბაღები

თბილისი

ინტეგრირებული საბავშვო ბაღი ბუკიბუ არის, შპს ინტეგრირებული საბავშვო ბაღი ბუკიბუ, საიდენტიფიკაციო კოდი:405102570 ინტეგრირებული ბაღის პროგრამა მორგებულია 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებზე. ინდივიდუალურად იმუშავებენ თქვენს პატარებთან: ფსიქოლოგი, ლოგოპედი, სპეც-პედაგოგი, მასაჟისტი, ოკუპაციური თერაპევტი. თქვენს პატარებს დახვდებათ უსაფრთხო, მყუდრო და ოჯახური გარემო, თანამედროვე ინტერიერი, დიდი და ნათელი ოთახები, საზეიმო დარბაზი, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები, 4 ჯერადი, სრულფასოვანი კვება. (ადგილზე დამზადებული კერძები, ღვეზელები, ნამცხვრები და სხვ.) თანამედროვე ლიტერატურა, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. თქვენი პატარების განვითარებაზე და განათლებაზე იზრუნებენ კვალიფიციური, ახალგაზრდა და კრეატიული აღმზრდელები, თანამედროვე სასწავლო მიდგომებზე დაყრდნობით შემუშავებული პროგრამის მიხედვით. სასწავლო პროცესი ხელს შეუწყობს ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ განვითრებას, აგრეთვე ისეთი შემეცნებითი პროცესების ჩამოყალიბებას როგორიცაა: მეტყველება, მეხსიერება, კომუნიკაბელურობა, წვრილი მოტორიკა, ხელოვნებასა და სპორტში ჩართულობა და სხვა სკოლამდელი აღზრდის საფუძვლები. ჯგუფების სასწავლო ცხრილი დატვირთულია სხვადასხვა განმავითარებელი ღონისძიებებით: ექსკურსიებით, პრეზენტაციებით, ღია გაკვეთილებითა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებით. ბაღი მდებარეობს ქალაქის ცენტრში და ამავე დროს მყუდრო და ეკოლოგიურად სუფთა უბანში. სასწავლო პროგრამა მოიცავს: ქართულ ენას, დაწყებით არითმეტიკას, ინგლისური ენის გაძლიერებულ კურსს, რუსული ენის გაძლიერებულ კურსს, საბავშვო ისტორიას, ცეკვის ელემენტებს, ხატვის კურსს, ძერწვის კურსს, აპლიკაციის კურსს, სიმღერის გაკვეთილებს, სენსორულ ოთახსა და ვიდეო-აუდიო გაკვეთილებს.