მთავარ კონტენტზე გადასვლა

რეფერალური დახმარების ცენტრი

კლინიკებითბილისი
მიმოხილვის დაწერა

აღწერა

რეფერალური დახმარების ცენტრი არის, შპს რეფერალური დახმარების ცენტრი, საიდენტიფიკაციო კოდი:401946784 რეფერალური დახმარების ცენტრი დაკომპლექტებულია გამოცდილი ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებით, ექთნებით და მძღოლი-მაშველებით. თითოეული მათგანი სახელმწიფოს მიერ გაცემული ლიცენზიის გარდა ფლობს საერთაშორისოდ აღიარებული ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) BLS-ის (Basic Life Support) და ამერიკის ქირურგთა კოლეჯის (American College of Surgeons) PHTLS-ის (Prehospital Trauma Life Support) და ATLS (Advanced Trauma Life Support) სერტიფიკატებს. მათი მოვალეობაა საქართველოს მასშტაბით მძიმე სამედიცინო შემთხვევების მართვა და პაციენტთა ტრანსპორტირება ადექვატურ სამედიცინო დაწესებულებებში. ამისთვის ვიყენებთ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ რეანიმობილებს, სადაც ექიმებს ყველანაირი საშუალება აქვთ ადექვატური დახმარება გაუწიონ პაციენტებს. “რეფერალური დახმარების ცენტრის” შემადგენლობაში შედის: • საინფორმაციო-საკოორდინაციო სამსახური, • გადაუდებელი დახმარების სასწავლო ცენტრი; • კატასტროფის, საგანგებო სიტუაციების და რეფერალური სამედიცინო დახმარების სამსახური; • სპეციალური პროგრამების სამსახური; საინფორმაციო-საკოორდინაციო სამსახურში მორიგეობენ ზოგადი პროფილის ექიმები და უწევენ სადისპეჩერო მომსახურებას საქართველოს საავადმყოფოებს, ასევე მათგან ხდება მძიმე შემთხვევების სადისპეჩერო მართვა. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს, როგორც ყოველდღიურ, ასევე საგანგებო მდგომარეობაში, მუშაობს კვირაში 7 დღე 24 საათი. სასწავლო ცენტრში მუშაობენ ინსტრუქტორები, რომლებმაც მიიღეს შესაბამისი განათლება და ინსტრუქტორის წოდება აშშ-ში (PHTLS და BLS). ცენტრის მიზანია სამედიცინო დახმარების სასწავლო პროგრამების პოპულარიზაცია სამედიცინო და არასამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში. ბოლო პერიოდში მათ მიერ მომზადებულია ბათუმის სასწრაფო დახმარების პერსონალი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პერსონალი, საქართველოს საშუალო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები სპეციალურად მათთვის შემუშავებული სასწავლო პროგრამებით. კატასტროფის, საგანგებო სიტუაციების და რეფერალური სამედიცინო დახმარების სამსახურის ძირითადი მიზანია საქართველოს მოსახლეობისთვის გადაუდებელი და გეგმიური საკონსულტაციო დახმარების აღმოჩენა, რაც ითვალისწინებს კრიტიკულ და გადაუდებელ მდგომარეობათა პაციენტების ადგილზე კონსულტაციას და ტრანსპორტირებას, მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა, მელოგინეთა და ახალშობილთა რეფერალურ დახმარებას, კატასტროფებისას, საგანგებო სიტუაციებისას სამედიცინო რეაგირებას, გაიდლაინების, პროტოკოლების, ალოგითმებისა და სტანდარტების შემუშავებას.

დეტალური ინფორმაცია

საიდენტიფიკაციო კოდი

401946784

მისამართი

ლუბლიანას ქ. 21

ტელეფონი

577250111

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა

გვანცა ანიაშვილის სტომატოლოგიური კლინიკა

კლინიკები

თბილისი · საბურთალო

🦷 გვანცა ანიაშვილის სტომატოლოგიური კლინიკა — ადგილი, სადაც თქვენი ღიმილი პროფესიონალურ ზრუნვას ხვდება ✨ ჩვენს კლინიკაში ტარდება ყველა სახის სტომატოლოგიური მანიპულაცია თანამედროვე მიდგომებითა და მაღალი ხარისხის მასალებით. ✅ თერაპიული სტომატოლოგია ✅ პროფესიული წმენდა ✅ იმპლანტაცია ✅ ორთოდონტიული მკურნალობა ✅ ორთოპედიული სტომატოლოგია ✅ ქირურგიული მანიპულაციები ✅ ესთეტიკური სტომატოლოგია ✅ ბავშვთა სტომატოლოგია 💛 კომფორტული გარემო 💛 ინდივიდუალური მიდგომა 💛 პროფესიონალური გუნდი 📍 დიდი დიღომი, მირიან მეფის 33 📞 551 95 11 55 | 0322 00 05 08 📍 საბურთალო, იოსებიძის 64 📞 596 95 11 55 Gvantsa Aniashvili Dental Clinic