
მონტესორის საბავშვო აკადემია ქინდერვილი
თბილისი
მონტესორის საბავშვო აკადემია ქინდერვილი არის, შპს ჯი ენ ეს GNS, საიდენტიფიკაციო კოდი: 404458546
საბავშვო ბაღი ჭიამაია არის, შპს ჭიამაია, საიდენტიფიკაციო კოდი:206342689 საბავშვო ბაღ “ჭიამაიაში”აღსაზრდელებს დახვდებათ კომფორტული გარემო, ნათელი, მზიანი ოთახებით, მრავალფეროვანი, მეთოდური,ბავშვის სწავლა- განვითარებაზე ორიენტირებული სათამაშოებით, კეთილმოწყობილი, გამწვანებული ეზოთი. ფუნქციონირებს 4 ასაკობრივი ჯგუფი: 2-3წლ, 3-4წლ, 4-5წლ და 5-6წლ-ის ჯგუფები. ბავშვთა რაოდენობა: ბაგაში 10 ბავშვი, დანარჩენ ჯგუფებში კი - 15. სამუშაო საათები: 9-დან 18.30 სთ-მდე. მსურველების შემთხვევაში შესაძლებელია გახანგრძლივებული ჯგუფისა და შაბათი დღის დამატება. კვება სამჯერადია, მიღებული სტანდარტებით, მაღალხარისხიანი და დაბალანსებული საკვებით, შესაბამისი კალორაჟის გათვალისწინებით. უზრუნველყოფილია ექიმის მეთვალყურეობა, ზედმიწევნითაა გათვალისწინებული სან-ჰიგიენური ნორმები. სააღმზრდელო პროცესში ხორციელდაბა ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ ბავშვთან მათი ხასიათის, უნარ-ჩვევებისა და ფსიქო-ემოციური განვითარების გათვალისწინებით. სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე, უახლესი პროგრამებით, თამაში-მეცადინეობებით, უამრავი თვალსაჩინოებისა და მეთოდური მასალის გამოყენებით. გამოსაშვები ჯგუფი ემზადება "სასკოლო მზაობის პროგრამით". ჩვენი პროგრამა ზოგადად ითვალისწინებს: ლიტერატურა-მხიარული ანბანი, ზღაპრული სამყარო, მოთხრობები, იგავ-არაკები, მეტყველების განვითარება, ლოგოპედიური ვარჯიშები და სხვა; სახალისო მათემატიკა; ბუნება და გარესამყარო; ხელოვნება-ხატვა ფანქრებით, საღებავებით, ძერწვა პლასტელინითა და ნატურალური თიხით, აპლიკაციები, გამოყენებითი ხელოვნება; ინგლისური ენა თამაშ-მეცადინეობებით, მუსიკალური გაკვეთილებით; მუსიკა-სიმღერა, რიტმიკა; ცეკვა; დრამ.წრე- საბავშვო სპექტაკლების დადგმა; თოჯინების თეატრი; სადღესასწაულო ზეიმების მოწყობა. სურვილის შემთხვევაში ორგანიზება გაეწევა თემატურად გაფორმებულ დაბადების დღეებს. ღონისძიებები უზრუნველყოფილი იქნება ფოტო და ვიდეო გადაღებით. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: მესამე მასივი, აეროდრომის დასახლება, მეათე ქუჩა სახლიN6 (მეტრო ვარკეთილთან). ტელეფონო: 2 76 59 02; მობილური: 5 77 43 00 20; 5 97 02 22 11 ვებ-გვერდი: www.maia.com.ge
შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად
შესვლა
თბილისი
მონტესორის საბავშვო აკადემია ქინდერვილი არის, შპს ჯი ენ ეს GNS, საიდენტიფიკაციო კოდი: 404458546

თბილისი
ამერიკული საბავშვო-ბაღი გენიოსი არის, შპს გენიოსი, საიდენტიფიკაციო კოდი:405134073 ინვესტიცია ბავშვებში (იქნება ეს ფინანსური, დროის, ემოციის ან თუნდაც ნერვების) ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ადამიანის ცხოვრებაში! - ვილჰელმ ვონ ჰამბოლტი. გააკეთეთ ეს ინვესტიცია ბაღ "გენიოს"-ში სადაც წარმატება გარანტირებულია.

თბილისი
ბაგა ბაღი ჩიკო არის, ი/მ დიანა კიკნაძ, საიდენტიფიკაციო კოდი:01025002396

თბილისი
ინტეგრირებული საბავშვო ბაღი ბუკიბუ არის, შპს ინტეგრირებული საბავშვო ბაღი ბუკიბუ, საიდენტიფიკაციო კოდი:405102570 ინტეგრირებული ბაღის პროგრამა მორგებულია 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებზე. ინდივიდუალურად იმუშავებენ თქვენს პატარებთან: ფსიქოლოგი, ლოგოპედი, სპეც-პედაგოგი, მასაჟისტი, ოკუპაციური თერაპევტი. თქვენს პატარებს დახვდებათ უსაფრთხო, მყუდრო და ოჯახური გარემო, თანამედროვე ინტერიერი, დიდი და ნათელი ოთახები, საზეიმო დარბაზი, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები, 4 ჯერადი, სრულფასოვანი კვება. (ადგილზე დამზადებული კერძები, ღვეზელები, ნამცხვრები და სხვ.) თანამედროვე ლიტერატურა, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. თქვენი პატარების განვითარებაზე და განათლებაზე იზრუნებენ კვალიფიციური, ახალგაზრდა და კრეატიული აღმზრდელები, თანამედროვე სასწავლო მიდგომებზე დაყრდნობით შემუშავებული პროგრამის მიხედვით. სასწავლო პროცესი ხელს შეუწყობს ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ განვითრებას, აგრეთვე ისეთი შემეცნებითი პროცესების ჩამოყალიბებას როგორიცაა: მეტყველება, მეხსიერება, კომუნიკაბელურობა, წვრილი მოტორიკა, ხელოვნებასა და სპორტში ჩართულობა და სხვა სკოლამდელი აღზრდის საფუძვლები. ჯგუფების სასწავლო ცხრილი დატვირთულია სხვადასხვა განმავითარებელი ღონისძიებებით: ექსკურსიებით, პრეზენტაციებით, ღია გაკვეთილებითა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებით. ბაღი მდებარეობს ქალაქის ცენტრში და ამავე დროს მყუდრო და ეკოლოგიურად სუფთა უბანში. სასწავლო პროგრამა მოიცავს: ქართულ ენას, დაწყებით არითმეტიკას, ინგლისური ენის გაძლიერებულ კურსს, რუსული ენის გაძლიერებულ კურსს, საბავშვო ისტორიას, ცეკვის ელემენტებს, ხატვის კურსს, ძერწვის კურსს, აპლიკაციის კურსს, სიმღერის გაკვეთილებს, სენსორულ ოთახსა და ვიდეო-აუდიო გაკვეთილებს.