
მონტესორის საბავშვო აკადემია ქინდერვილი
თბილისი
მონტესორის საბავშვო აკადემია ქინდერვილი არის, შპს ჯი ენ ეს GNS, საიდენტიფიკაციო კოდი: 404458546
“პატრონუსი” გამორჩეული ბაღია. აქ ბავშვები თავად არიან სასწავლო პროგრამის ავტორები. სასწავლო კურიკულუმი შედგება მათზე დაკვირვებით, მათი ძლიერი მხარეებისა და ინტერესების გათვალისწინებით. ბაღის გარემოში, თითოეული ბავშვი არის პროცესის თანაბარუფლებიანი მონაწილე. მათ აქვთ საკუთარი აზრები, ფიქრები და შეკითხვები, რომლებიც დაფასებული და გათვალისწინებულია. “პატრონუსის” უკან დგას გუნდი, რომელმაც არაერთი წარმატებული საგანმანათლებლო პროექტი შექმნა. ნიუტონის თავისუფალი სკოლა, ნიუტონის ფრესქული და ბაღი ფელიქსი - ამ წარმატების მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. სწავლის პროცესში უდიდესი როლი აქვს პროექტებზე მუშაობას, რომელიც დაფუძნებულია კვლევით სწავლებაზე. ბავშვები გამოხატავენ, აზიარებენ, წარმოაჩენენ და განიმტკიცებენ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას. ჩვენი ბაღის ხედვით, ბავშვი არის ძლიერი, შრომისუნარიანი, დამოუკიდებელი, ცნობისმოყვარე და ფართო წარმოსახვის მქონე პიროვნება. “პატრონუსის” მიზანია, გავაძლიეროთ ბავშვებში აზროვნების, შემეცნებისა და კვლევის უნარები, რაც დაეხმარება მათ ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ ადამიანებად და თავადვე იყვნენ პასუხისმგებელნი საკუთარ არჩევანსა და გადაწყვეტილებებზე. ჩვენს გარემოში ბავშვებს უსმენენ. მათი ნებისმიერი სურვილი, აზრი თუ შეკითხვა მნიშვნელოვანი და ფასეულია. კვლევისა და კითხვების დასმის შედეგად, მათ იციან, რომ დაიკმაყოფილებენ ცნობისმოყვარეობასა და მიიღებენ ახალ გამოცდილებას. ინფორმაციის მისაღებად, დაგვიკავშირდით: 555 225282, 599 430402 ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: [email protected] ბაღი “პატრონუსის” მისამართია: გ. კარტოზიას ქ. N10, M2 იპოდრომთან
შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად
შესვლა
თბილისი
მონტესორის საბავშვო აკადემია ქინდერვილი არის, შპს ჯი ენ ეს GNS, საიდენტიფიკაციო კოდი: 404458546

თბილისი
ამერიკული საბავშვო-ბაღი გენიოსი არის, შპს გენიოსი, საიდენტიფიკაციო კოდი:405134073 ინვესტიცია ბავშვებში (იქნება ეს ფინანსური, დროის, ემოციის ან თუნდაც ნერვების) ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ადამიანის ცხოვრებაში! - ვილჰელმ ვონ ჰამბოლტი. გააკეთეთ ეს ინვესტიცია ბაღ "გენიოს"-ში სადაც წარმატება გარანტირებულია.

თბილისი
ბაგა ბაღი ჩიკო არის, ი/მ დიანა კიკნაძ, საიდენტიფიკაციო კოდი:01025002396

თბილისი
ინტეგრირებული საბავშვო ბაღი ბუკიბუ არის, შპს ინტეგრირებული საბავშვო ბაღი ბუკიბუ, საიდენტიფიკაციო კოდი:405102570 ინტეგრირებული ბაღის პროგრამა მორგებულია 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებზე. ინდივიდუალურად იმუშავებენ თქვენს პატარებთან: ფსიქოლოგი, ლოგოპედი, სპეც-პედაგოგი, მასაჟისტი, ოკუპაციური თერაპევტი. თქვენს პატარებს დახვდებათ უსაფრთხო, მყუდრო და ოჯახური გარემო, თანამედროვე ინტერიერი, დიდი და ნათელი ოთახები, საზეიმო დარბაზი, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები, 4 ჯერადი, სრულფასოვანი კვება. (ადგილზე დამზადებული კერძები, ღვეზელები, ნამცხვრები და სხვ.) თანამედროვე ლიტერატურა, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. თქვენი პატარების განვითარებაზე და განათლებაზე იზრუნებენ კვალიფიციური, ახალგაზრდა და კრეატიული აღმზრდელები, თანამედროვე სასწავლო მიდგომებზე დაყრდნობით შემუშავებული პროგრამის მიხედვით. სასწავლო პროცესი ხელს შეუწყობს ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ განვითრებას, აგრეთვე ისეთი შემეცნებითი პროცესების ჩამოყალიბებას როგორიცაა: მეტყველება, მეხსიერება, კომუნიკაბელურობა, წვრილი მოტორიკა, ხელოვნებასა და სპორტში ჩართულობა და სხვა სკოლამდელი აღზრდის საფუძვლები. ჯგუფების სასწავლო ცხრილი დატვირთულია სხვადასხვა განმავითარებელი ღონისძიებებით: ექსკურსიებით, პრეზენტაციებით, ღია გაკვეთილებითა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებით. ბაღი მდებარეობს ქალაქის ცენტრში და ამავე დროს მყუდრო და ეკოლოგიურად სუფთა უბანში. სასწავლო პროგრამა მოიცავს: ქართულ ენას, დაწყებით არითმეტიკას, ინგლისური ენის გაძლიერებულ კურსს, რუსული ენის გაძლიერებულ კურსს, საბავშვო ისტორიას, ცეკვის ელემენტებს, ხატვის კურსს, ძერწვის კურსს, აპლიკაციის კურსს, სიმღერის გაკვეთილებს, სენსორულ ოთახსა და ვიდეო-აუდიო გაკვეთილებს.