მთავარ კონტენტზე გადასვლა

საკვირაო სკოლა ალბუს ჯუნიორი

სკოლებითბილისი
მიმოხილვის დაწერა

აღწერა

არაფორმალური განათლების ყველაზე დიდი პლატფორმა საქართველოში პატარებისთვის ახალ პროექტს იწყებს. ალბუს ჯუნიორი შაბათ-კვირას არასასკოლო აქტივობებს გულისხმობს და სწავლების სრულიად თანამედროვე და ინოვაციურ მეთოდებს იყენებს. ალბუს ჯუნიორის მიზანს პატარების თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენება და საინტერესოდ გატარება წარმოადგენს. ეს არ არის მხოლოდ აქტივობები ან დროის გატარების კარგი საშუალება, ჩვენ ვქმნით თავისუფალ სივრცეს, სადაც პატარები შეძლებენ საკუთარი ნიჭის გამოვლენას, განვითარებასა და სასურველი მიზნის მიღწევას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ არაფორმალური გარემო, სადაც დაისმება ყველა შეკითხვა და გაეცემა პასუხები, დაუშვებენ შეცდომებს და თავადვე გამოასწორებენ, შექმნიან პროექტებს და გააკეთებენ პრეზენტაციებს. ჩვენი სკოლა სრულად არაფორმალური განათლების პრინციპებზეა აწყობილი, რაც საშუალებას გვაძლევს, ყველა ბავშვთან ინდივიდუალური და უშუალო კომუნიკაცია ჰქონდეთ ჩვენს გამოცდილ მასწავლებლებს. ვინ ვართ ჩვენ? არასამთავრობო ორგანიზაცია „ალბუსს“ 5 წლიანი გამოცდილება აქვს საგანმანათლებლო სფეროში. წლების განმავლობაში ჩვენი სამუშაო არეალი ფართოვდებოდა. მიღებულმა გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ განათლების მიწოდება პატარა ასაკიდან არის მნიშვნელოვანი, ამისთვის კი არაფორმალური განათლების მეთოდოლოგია იდეალურია და მას წარმატებით იყენებენ განვითარებულ ქვეყნებში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ალბუს ჯუნიორის პროექტის დაწყება. ვფიქრობთ, სწორი ინფორმაციის მიწოდება საფუძველში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ჩვენ ვქმნით განვითარების თავისუფალ პლატფორმას ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. ალბუს ჯუნიორი არ არის კლასიკური საგანმანათლებლო დაწესებულება, ეს არ არის საკვირაო სკოლა, ეს არის გაცილებით უფრო მეტი, ადგილი, სადაც პატარებს განვითარების საშუალება ექნებათ. ასაკობრივი ჯგუფები ალბუს ჯუნიორში პირველ ეტაპზე ორი ასაკობრივი ჯგუფი გვეყოლება ალბუს Junior 5-დან 7 წლის ჩათვლით ალბუს Gradeschooler 8-დან 12 წლამდე რა საგნებს ვასწავლით? ალბუს Junior: ლიტერატურა მეცნიერება ინგლისური სახვითი ხელოვნება ალბუს Gradeschooler: ლიტერატურა ინგლისური მეცნიერება ისტორია/მითოლოგია სახვითი ხელოვნება გარდა ძირითადი საგნებისა, სკოლის ფარგლებში იქნება ძალიან ბევრი პრაქტიკული კურსი, ყოველკვირეულად ჩაატარებენ სხვადასხვა ტიპის ექსპერიმენტებს საკუთარი ხელით, შექმნიან სხვადასხვა ტიპის ხელნაკეთ ნივთებს, გამოცდიან თავს კულინარიაში, უყურებენ და გაარჩევენ ფილმებსა და მულტფილმებს, მოუსმენენ ხარისხიან მუსიკას და, რაც მთავარია, გაიგებენ მეტს შემსრულებლების შესახებ. თუმცა, ეს არაა ყველაფერი, ყოველი კვირა განსხვავებული ღონისძიებებითა და აქტივობებით იქნება დატვირთული.

დეტალური ინფორმაცია

მისამართი

პ. ქავთარაძის ქ. 27

ტელეფონი

595542035

ელ-ფოსტა

info@albus.ge

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა

დიზაინის საერთაშორისო სკოლა

სკოლები

თბილისი

სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლა ინგლისურენოვანი სწავლება საბაკალავრო პროგრამა ინტერიერისა და ავეჯის დიზაინი პროდუქტის დიზაინის ტრანსპორტის დიზაინი ვიზუალური კომუნიკაცა სამაგისტრო პროგრამა დიზაინი გაცვლითი პროგრამები გერმანიაში

თბილისის პროტოკოლის სკოლა

სკოლები

თბილისი

თბილისის პროტოკოლის სკოლა პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას მიიღოს სერთიფიცირებული განათლება საერთაშორისო ბიზნეს ეტიკეტისა და პროტოკოლის სფეროში. ვინ არის ჩვენი ლექტორი? სკოლის ხელმძღვანელი და მთავარი ტრენერია ნინო ახალაია. მას გავლილი აქვს ევროპის პროტოკოლის სკოლის (Europrotocol – The European School of Protocol) ტრენერთა მომზადების სასწავლო კურსი, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მიენიჭა სერთიფიცირებული კონსულტანტის სტატუსი ბიზნეს ეტიკეტისა და საერთაშორისო პროტოკოლის საკითხებში. ევროპის პროტოკოლის სკოლა აკრედიტირებულია”ბრიტანული აკრედიტაციის საბჭოს” მიერ (BAC – British Accreditation Council for Independent and Further & Higher Education), რომელიც წარმოადგენს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQUA) სრულუფლებიან წევრს.

კაი ყმა

სკოლები

თბილისი

ჩვენი სკოლა 1999 წელს ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ილიას უნივერსიტეტის საპატიო პროფესორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ქალბატონმა იზა ჩანტლაძემ დააარსა. თავდაპირველად სკოლაში მხოლოდ დაწყებითი საფეხური იყო, მოგვიანებით კი სასწავლო პროცესი სამივე საფეხურზე გაგრძელდა. ამჟამად ”კაი ყმა” სასწავლო პროცესის, საგნობრივი მრავალფეროვნების, უცხო ენების გაძლიერებული სწავლებით, მცირეკონტიგენტიანი კლასების, პედაგოგთა მაღალი კვალიფიკაციისა და ბავშვებისთვის სასწავლო-შემოქმედებითი და გასართობი აქტივობების დანერგვის კუთხით სასკოლო სისტემაში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მოსწავლეების შიდასასკოლო, რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას. მთელი წლის განმავლობაში ჩვენი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა შეჯიბრებებში, ოლიმპიადებში, კონფერენცებში, პრეზენტაციებში, კონკურსებსა და კონცერტებში. სკოლაში ფუნქციონირებს წრეები, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვების შემოქმედებითი და ინტელექტუალური უნარების სტიმულირებასა და გამოვლენას. მოქმედებს გახანგძლივებული რეჟიმი და სკოლამდელი აღზრდის ცენტრი. მოსწავლეებს ემსახურება სასადილო ორჯერადი კვებით და ტრანსპორტი. ჩვენ ვიმყოფებით, საკუთარ, ორსართულიან, უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილ შენობაში, სადაც მოსწავლეებს ყველა პირობა ექნებათ თანამედროვე ტიპის, სრულყოფილი განათლების მისაღებად. სკოლას აქვს საკუთარი ჰიმნი, რომლის ტექსტის ავტორი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი დარეჯან კვანჭიანი, ხოლო მუსიკის ავტორი კომპოზიტორი კახა ცაბაძეა.