ბესიკ დუღაშვილის სახვითი ხელოვნების სტუდია
სამხატვრო სტუდიები
თბილისი · გლდანი-ნაძალადევი
ბესიკ დუღაშვილის სახვითი ხელოვნების სტუდია გთავაზობთ მაღალი დონის მომზადებას სახვით ხელოვნებასა და ხაზვაში. ჩვენი ძირითადი მიმართულებებია: აკადემიური ხატვა (აკადემიური გრაფიკა, ფერწერა) და ხაზვა აბიტურიენტებისა და მოსწავლეებისთვის. სტუდია უზრუნველყოფს პროფესიულ, ინდივიდუალურ მიდგომას და მიზანმიმართულ მომზადებას უმაღლეს სასწავლებლებში (სამხატვრო აკადემია, ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტები) ჩასაბარებლად.


