მთავარ კონტენტზე გადასვლა

აღწერა

სამთო კომპანია ფარავანპერლიტი მომხმარებელს თავაზობს პერლიტის ეკოლოგიურად სუფთა თბოსაიზოლაციო სამშენებლო ბლოკებს, აფუებული პერლიტის ქვიშას როგორც შიდა კედლების გასალესად, ასევე მოჭიმული იატაკისთვის. აფუებული პერლიტის ფოროვან-მარცვლოვანი სტრუქტურა განაპირობებს მის დაბალ თბოგამტარიანობას და მაღალ აკუსტიკურ მაჩვენებლებს. როგორც მრავალდარგობრივი მასალა, პერლიტი ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, მებაღეობასა და მეყვავილეობაში აგროპერლიტის სახით. აგროპერლიტი შეიწოვს საკუთარი წონის 400%-ზე მეტი სითხეს, რომელსაც უსაფრთხოდ ინახავს და ნელ-ნელა აბრუნებს ტენს მცენარეების ფესვებში. ბიოლოგიურად მდგრადია, ქიმიურად ინერტული, pH – 7.0. პერლიტის საფილტრე ფხვნილი (გოსტი 30566-98) ეს არის დამხმარე საფილტრავი საშუალება ისეთი სხვადასხვა სუსპენზიების და სითხეების გასაფილტრად, როგორიცაა: ღვინო, ლუდი, შაქრის ვაჟინები, წვენები, მცენარეული და ტექნიკური ზეთები და სხვა.

დეტალური ინფორმაცია

მისამართი

ვ. ფშაველას გამზ. მე-7 კვტ. მე-8 კორპ./54

ტელეფონი

322917150

ელ-ფოსტა

contact@perlite.ge

ვებსაიტი

www.perlite.ge/index-geo.html

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა

ვილკენს საქართველო

სამშენებლო მასალები

თბილისი · დიდუბე-ჩუღურეთი

გერმანული საღებავები! 100 % გერმანული წარმოება- გერმანული ბაზრისთვის