მთავარ კონტენტზე გადასვლა

აღწერა

სასტუმრო "სანსეტ შოვი" პირველი ევროსტანდარტების შესაფერისი სასტუმროა, რომელიც სტუმრებს 2013 წლის ივნისიდან უმასპინძლებს. ტყის პირას მდებარე სასტუმრო დამსვენებლებს კომფორტულ დასვენებას და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჰპირდება. მომსახურების მაღალი ხარისხი, უგემრიელესი ქართული თუ ევროპული კერძები, რაჭის ულამაზეს ბუნებაში დასვენება და გართობა თქვენთვის და თქვენი ოჯახისათვის სანსეტ შოვში. კურორტ შოვის მშენებლობა დაიწყო 1923 წელს და ოთხი წლის შემდეგ პირველ დამსვენებლებსაც უმასპინძლა. ერთ წელიწადში შოვი უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობდა, შემდგომში აქ 16 სახეობის მინერალური წყალიც აღმოაჩინეს. კურორტი მდებარეობს ზემო რაჭაში, მდინარე ჭანჭახის ნაპირზე. შოვი ზღვის დონიდან 1650 მეტრზე მდებარეობს და ამიტომ ალპურ კურორტებს მიეკუთვნება. ჩრდილოეთიდან მას კავკასიონის მაღალი მწვერვალები ესაზღვრება, რომელთა საშუალო სიმაღლე 4000 მ-ს აღემატება. სამხრეთით, დასავლეთითა და აღმოსავლეთით იკვეთება კავკასიონის ქედებით. ამგვარი განლაგება ტერიტორიას იცავს ჩრდილოეთის ცივი ქარებისაგან. შოვის ტერიტორია ცნობილია წიწვოვანი ტყეებით, სადაც ბევრია გარეული ფრინველი და ცხოველი: კავკასიური თხა, არჩვი, შველი, დათვი, მგელი, კვერნა, მელია, კურდღელი, ციყვი, ფოცხვერი, კავკასიური როჭო, გარეული კავკასიური ინდაური და სხვა... შოვი განლაგებულია დასავლეთ საქართველოს ტენიან სუბტროპიკული რეგიონის ალპურ საკურორტო ზონაში და ხასიათდება მთის სუბტროპიკული კლიმატით. ჰაერის საშუალო ტემპერატურა +5 +4 გრადუსია, ფარდობითი ტენიანობა - 78%-80%, წლიური ნალექების რაოდენობა - 1100 მმ. ზამთარი შოვში საკმაოდ ცივია. ამ პერიოდის საშუალო ტემპერატურა მერყეობს -10 -13 გრადუსს შორის. ზაფხული საკმაოდ გრილია. ყველაზე თბილი თვეებია: ივლისი, აგვისტო, როდესაც ტემპერატურა მერყეობს +16 +20 გრადუსებს შორის. საერთოდ დღის განმავლობაში მზე 8-10 საათს ანათებს. ადგილის სიმაღლის და ჰაერის სისუფთავის გამო მზის პირდაპირი გამოსხივება და ულტრაიისფერი სხივების დიდი რაოდენობა კურორტ შოვს ანიჭებს მზის სხივებით სამკურნალო კურორტის სახელს. შოვი ცნობილია მინერალური წყლებით, რომლებიც განსხვავდება შემადგენლობით (კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმის ჰიდროკარბონატი,) და ჯანმრთელობისთვის საჭირო თვისებებით. შოვის მინერალური წყლები შეიძლება გამოიყენოთ ანემიის, დაბალი წნევის, შინაგანი დაავადებების, ბრონქიალური ჯირკვლების და სხვათა სამკურნალოდ. კურორტის ადგილმდებარეობა სპორტის ისეთი სახეობების განვითარების საშუალებას იძლევა, როგორებიცაა ალპინიზმი, სათხილამურო სპორტი, მდინარეზე კაიაკებით დაშვება...

დეტალური ინფორმაცია

მისამართი

3600, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ონის რაიონი, შოვი

ტელეფონი

577901901

ელ-ფოსტა

info@sunsetshovi.ge

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა

ნოველა

სასტუმროები

ონი

სასტუმრო Nouvelle — ბუტიკ სასტუმრო რაჭაში, ქალაქ ონში, რომელიც აერთიანებს თანამედროვე კომფორტს, დახვეწილ დიზაინსა და რეგიონის ავთენტურ გარემოს. სასტუმროში ფუნქციონირებს რესტორანი და კაფე, სადაც სტუმრებს დახვდებათ ადგილობრივი და ევროპული გემოები, შექმნილი შეფ ლევან კობიაშვილის განსაკუთრებული კულინარიული ხელწერით. Nouvelle სტუმრებს სთავაზობს მშვიდ, გამორჩეულ ატმოსფეროს და მაღალ სტანდარტზე დაფუძნებულ მომსახურებას რაჭის უნიკალურ ბუნებაში.