მთავარ კონტენტზე გადასვლა

სასტუმრო ასტერიონ პალასი

მიმოხილვის დაწერა

აღწერა

სასტუმრო ასტერიონ პალასი არის, შპს ლინდა, საიდენტიფიკაციო კოდი: 401956219 სასტუმრო ასტერიონ პალასი 4 ვარსკვლავიანია და მიეკუთვნება ბიზნეს კლასის კატეგორიას. სასტუმროში განთავსებულია 120 სხვადასხვა კატეგორიის კომფორტული ნომერი. ასტერიონ პალასი მდებარეობს ორთაჭალაში, თბილისის ისტორიული ცენტრის სიახლოვეს და მისი ადგილმდებარეობა ხელსაყრელია სტუმრებისთვის, რომლებიც აქ საქმიანი და ტურისტული მიზნით იმყოფებიან. სასტუმროს გააჩნია საკუთარი ავტსადგომი. სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ ავტომომსახურებით აეროპორტიდან სასტუმრომდე და პირიქით. ასტერიონ პალასი სტუმრებს სთავაზობს მაღალი კლასის რესტორანს, სადაც შეძლებთ დააგემოვნოთ როგორც ქართული, ასევე ევროპული კერძები. აგრეთვე სასტუმროს ლობში განთავსებულია ლაუნჯ-ბარი, სადაც ჩვენი პროფესიონალი ბარმენი შემოგთავაზებთ კოქტეილების ფართო არჩევანს. ასტერიონ პალასი თავის დახვეწილი ინტერიერით და სასიამოვნო გარემოთი იძლევა დასვენებისა და განტვირთვის არაჩვეულებრივ საშუალებას. ნომრის ღირებულებაში შედის საუზმე (ბუფეტი). ასტერიონ პალასი ასევე გთავაზობთ თანამედროვე სატრენაჟორო დარბაზს. სასტუმრო აღჭურვილია ცენტრალური გათბობა-გაგრილების, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემებით. დაცვის სამსახური მუშაობს 24 საათიან რეჟიმში.

დეტალური ინფორმაცია

საიდენტიფიკაციო კოდი

401956219

მისამართი

გულიას ქ. 1

ტელეფონი

591070775

ელ-ფოსტა

sales@asterionpalace.com

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა