მთავარ კონტენტზე გადასვლა

აღწერა

მყუდრო და კომფორტული სასტუმრო თრუსო გუდაურის ცენტრში, ცენტრალური სათხილამური კომპლექსიდან და საბაგირო გზიდან მხოლოდ 10 წუთის ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს. ზამთრის სათხილამური სეზონის ფუსფუსთან ამ პრაქტიკული სიახლოვის მიუხედავათ, სასტუმრო თრუსო ცდილობს შეინარჩუნოს საკუთარი გამორჩეული სახე და ტრადიცია. ხარისხიან და ყურადღებიან მომსახურებაზე ორიენტირებულ ამ თანამედროვე სასტუმროში გუდაურის ახალბედა სტუმრები თუ მთის სტაჟიანი ენთუზიასტები თანაბრად მოსვენებულად გრძნობენ თავს. სასტუმრო თრუსო სტუმრებს სთავაზობს 14 ორადგილიან ოთახს მშვიდი, თანამედროვე ინტერიერით, დათოვლილი მთების ხედებით და კომფორტული საწოლებით, საკუთარი საშხაპითა და ტუალეტით, ტელეფონით და სატელიტური ტელევიზიით. ბუხრიან სასაუზმე დარბაზში, ხედით ულამაზეს მთის პანორამაზე, სასტუმროს გამოცდილი მზარეულები უმასპინძლდებიან სტუმრებს ახალი, ნატურალური პროდუქტებით მომზადებული საუზმითა და უგემრიელესი სადილებით.

დეტალური ინფორმაცია

მისამართი

ზემო გუდაური

ტელეფონი

599557875

ელ-ფოსტა

info@hoteltruso.com

ვებსაიტი

www.hoteltruso.com/entersite/

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა

ნოველა

სასტუმროები

ონი

სასტუმრო Nouvelle — ბუტიკ სასტუმრო რაჭაში, ქალაქ ონში, რომელიც აერთიანებს თანამედროვე კომფორტს, დახვეწილ დიზაინსა და რეგიონის ავთენტურ გარემოს. სასტუმროში ფუნქციონირებს რესტორანი და კაფე, სადაც სტუმრებს დახვდებათ ადგილობრივი და ევროპული გემოები, შექმნილი შეფ ლევან კობიაშვილის განსაკუთრებული კულინარიული ხელწერით. Nouvelle სტუმრებს სთავაზობს მშვიდ, გამორჩეულ ატმოსფეროს და მაღალ სტანდარტზე დაფუძნებულ მომსახურებას რაჭის უნიკალურ ბუნებაში.