მთავარ კონტენტზე გადასვლა

აღწერა

სასტუმრო ვიქტორია არის,შპს ქეშმ ჯორჯია, საიდენტიფიკაციო კოდი:406200356 ჩვენი ვებ გვერდია: victoria.com.ge სასტუმრო ”ვიქტორია“ მდებარეობს ქალაქ თბილისის ცენტრში ვერის რაიონის ტერიტორიაზე. კლასიკური სტილი და მშვიდი სამუშაო გარემო, მაღალი დონის მომსახურება - ეს ის პირობებია რის გამოც იგი მალე გახდა ერთ-ერთი საყვარელი და პოპულარული ადგილი უცხოელ დიპლომატთა, ბიზნესმენთა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის. სასტუმრო ყველა პირობას ქმნის კომფორტულად დასვენებისთვის. აეროპორტამდე მხოლოდ 20 წუთის სავალია ავტომობილით. ამჟამად სასტუმროში განლაგებულია 9 კომფორტაბელური ოთახი, მათ შორის 2 ლუქსი. ოთახის საფასურში შედის საუზმე და უკაბელო ინტერნეტი. სასტუმროს რესტორანში შემოგთავაზებენ ქართულ და უცხოურ კერძებს. სტუმრებისთვის ყავა, ჩაი უფასოა 24 საათი. საკონფერენციო დარბაზი განკუთვნილია 25-30 ადამიანისთვის. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაუკვეთოთ ბიზნეს ლანჩი და ვახშამი. ბიზნეს ცენტრი აღჭურვილია კომპიუტერით, პრინტერით, ჩოპიერ-ით, სკანერითა და ფაქსის აპარატით. თქვენ ასევე შეგიძლიათ სასიამოვნოდ გაატაროთ ზაფხულის საღამოები სასტუმროს ღია ბაღში.

დეტალური ინფორმაცია

საიდენტიფიკაციო კოდი

406200356

მისამართი

ვ. პეტრიაშვილის ქ. 42

ტელეფონი

322290304

ელ-ფოსტა

reservation@victoria.com.ge

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა