მთავარ კონტენტზე გადასვლა

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა

მიმოხილვის დაწერა

აღწერა

სკოლის მისიაა მოამზადოს განვითარებაზე ორიენტირებული, მუდმივად ცვალებად შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტირებული სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ, ხელი შეუწყონ საკუთარი სფეროს დინამიურ განვითარებას. სათვგადასავლო ტურიზმის სკოლა არის განვითარებაზე ორიენტირებული ერთი ფანჯრის პრინციპის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შემუშავებულ პროფესიული განათლების და სასერთიფიკატო პროგრამებს. ჩვენი სკოლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სათავგადასავლო ტურიზმი - გამყოლები, სამთო სპორტების მასწავლებლები და მთასთან დაკავშირებული სხვა მაღალი რისკის მქონე აქტივობები, როგორიცაა ინდუსტრიული სასიმაღლო სამუშაოები, საზვავე უსაფრთხოება და ა.შ. ჩვენი მთავარი მიზანია სტუდენტებს მივაწოდოთ აუცილებელი ცოდნა და შევასწავლოთ საჭირო უნარები, რათა მათ შეძლონ თავიანთი პროფესიული საქმიანობა წარმართონ მაქსიმალურად უსაფრთხოდ როგროც თავისთვის ასევე თავიანთი მომსახურების მომხმარებლისათვის.

დეტალური ინფორმაცია

ტელეფონი

577480225

ელ-ფოსტა

info@ats.ge

ვებსაიტი

www.ats.ge/

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა

კერძო სკოლა ;პეგასი"

სკოლები

კომპანია წარმოადგენს კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებას.უზრუნველყოფს ხარისხიან ზოგად განათლებას. სასწავლო პროცესი დაფუძნებულია გაძლიერებულ პროგრამებზე (ინგლისური, მათემატიკა) და ორიენტირებულია მოსწავლის აკადემიურ და პიროვნულ განვითარებაზე უსაფრთხო და სტაბილურ გარემოში.

დიზაინის საერთაშორისო სკოლა

სკოლები

თბილისი

სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლა ინგლისურენოვანი სწავლება საბაკალავრო პროგრამა ინტერიერისა და ავეჯის დიზაინი პროდუქტის დიზაინის ტრანსპორტის დიზაინი ვიზუალური კომუნიკაცა სამაგისტრო პროგრამა დიზაინი გაცვლითი პროგრამები გერმანიაში

თბილისის პროტოკოლის სკოლა

სკოლები

თბილისი

თბილისის პროტოკოლის სკოლა პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას მიიღოს სერთიფიცირებული განათლება საერთაშორისო ბიზნეს ეტიკეტისა და პროტოკოლის სფეროში. ვინ არის ჩვენი ლექტორი? სკოლის ხელმძღვანელი და მთავარი ტრენერია ნინო ახალაია. მას გავლილი აქვს ევროპის პროტოკოლის სკოლის (Europrotocol – The European School of Protocol) ტრენერთა მომზადების სასწავლო კურსი, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მიენიჭა სერთიფიცირებული კონსულტანტის სტატუსი ბიზნეს ეტიკეტისა და საერთაშორისო პროტოკოლის საკითხებში. ევროპის პროტოკოლის სკოლა აკრედიტირებულია”ბრიტანული აკრედიტაციის საბჭოს” მიერ (BAC – British Accreditation Council for Independent and Further & Higher Education), რომელიც წარმოადგენს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQUA) სრულუფლებიან წევრს.