
დამწყებ ადვოკატთა სკოლა
თბილისი
დამწყებ ადვოკატთა სკოლა არის, შპს დამწყებ ადვოკატთა სკოლა, საიდენტიფიკაციო კოდი:402066697
1992 წლის 30 ივლისს საქართველოსა და თურქეთს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ეკონომიკის, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, განათლების სამინისტროს ნებართვით და მის მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამებით 1993 წელს შეუდგნენ საქმიანობას, რის შედეგადაც შეიქმნა 2003 წელს სკოლა-ლიცეუმი “სხივი”, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების პირველ საფეხურს. 2008 წლის სექტემბრიდან დიდ დიღომში, სამსართულიან ლამაზ შენობაში დაიდო ბინა სკოლა-ლიცეუმმა ,,სხივმა”. სკოლას აქვს ჰერალდიკის საკუთარი ნიშნები, გერბი და ჰიმნი. სკოლა გამოირჩევა კეთილმოწყობილი საკლასო და საპრეზენტაციო ოთახებით, ბიოლოგიის ლაბორატორიით, ინფორმატიკის, ჭადრაკისა და გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტებით, სპორტისა და ცეკვის დარბაზებით, ბიბლიოთეკით. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლება სკოლის პრიორიტეტია. აქ მიმდინარეობს ტექნოლოგიების გამოყენებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარება, თითოეულ მოსწავლეს აქვს კომპიუტერთან ინდივიდუალურად მუშაობის შესაძლებლობა. ბიოლოგიის გაკვეთილებზე მოსწავლეები მასწავლებლების მეთვალყურეობით ატარებენ ცდებს. სკოლას, მის ტერიტორიაზე მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ჰყავს დაცვა. სკოლაში არის ექიმის კაბინეტი, სადაც ხდება მოსწავლეთა პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმება. მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და პერსონალს ემსახურება ტრანსპორტი. მათ სარგებლობაშია, სასადილო. სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ბავშვებს თბილი და საქმიანი გარემო შეექმნათ, სადაც მათ საშუალება ექნებათ გამოავლინონ თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობა, შემდეგ კი თავისი უშრეტი ენერგია ყველაზე წარმატებული სფეროსკენ მიმართონ. სკოლა დაკომპლექტებულია კონკურსის წესით შერჩეული მაღალპროფესიული კადრებით. ისინი ფლობენ თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს და აქტიურად იყენებენ მათ სწავლების პროცესში. კლასების მიხედვით სკოლაში მუშაობს საგნობრივი კათედრები, რომლებიც უზრუნველყოფს სასწავლო მეთოდურ მუშაობას. სკოლა მთლიანად პასუხობს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულს ტანდარტებს, რასაც თავის მხრივ სკოლის მიზნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, ემატება განსხვავებული დისციპლინები, დამოუკიდებლად შემუშავებული სასწავლო პროგრამებით. სავალდებულო სასწავლო დისციპლინების გარდა სკოლაში ფუნქციონირებს შემდეგი წრეები: ინგლისური და თურქული ენა, ინფორმატიკა, მათემატიკა, ჭადრაკი, ცეკვა, მუსიკალური ანსამბლი, ხელოვნება და მეტყველების კულტურა. მათემატიკისა და ინფორმატიკის საოლიმპიადო წრეებში ბავშვები ემზადებიან რესპუბლიკურიდა საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის, ამზადებენ პროექტებს ნორჩ გამომგონებელთა კონკურსისათვის. ,,სხიველები ,, აქტიურად მონაწილეობენ ამ კონკურსში. სტამბულში ჩატარდა საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადა „ჯოშმაია“, სადაც წარმატებით მიიღეს მონაწილეობა „სხიველებმა“. სკოლა ატარებს IV კლასელთა მათემატიკის და I-VI კლასელთათვის „დედაენის“ რესპუბლიკურ ოლიმპიადებს. ჩაღლარის სასწავლო დაწესებულებებში შემავალი სკოლები გაცნობისა და დამეგობრების მიზნით ხშირად სტუმრობენ ერთმანეთს, ტარდება შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები. ცოდნის შემოწმება ტესტირების გზით ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებისათვის. ამ მიზნით სკოლაში სისტემატურად ტარდება დიაგნოსტიკური ტესტირება. ჩვენს აღსაზრდელებს უთუოდ უფასდებათ სწავლა-ცოდნის მიღებაში დახარჯული შრომა-ძალისხმევა. სწავლაში წარჩინებულთათვის უამრავი ჯილდოა დაწესებული. ტრადიციად იქცა მხიარული სპორტული შეჯიბრებები კლასებს შორის. „მხიარულ სტარტებში“ მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ მათი მშობლები და კლასის ხელმძღვანელები, რამაც უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა ღონისძიება. სკოლაში მოქმედებს ელექტრონული ჟურნალი და დღიური, რომელსაც გააჩნია სამი ძირითადი მხარე: მასწავლებლის, მშობლის და ადმინისტრატორის. მასწავლებლებს და მშობლებს აქვთ პირადი ნომრები, რომლის საშუალებით შედიან ელექტრონული ჟურნალის სისტემაში. მშობელს შეუძლია აკონტროლოს თავისი შვილის (შვილების) დღის განრიგი–რა აქვს დავალება, რა ნიშნებს იღებს, ესწრებოდა თუ არა ამა თუ იმ გაკვეთილს, ნახოს მასწავლებლის მიერ განმსაზღვრელი და განმავითრებელი შეფასება. სკოლაში კომპიუტერები ჩართულია მუდმივ უასდენო (Wi-Fi) და სადენიან ინტერნეტში, მასწავლებლებს საშუალება აქვთ, მარტივად გააკეთონ დასწრების აღირცხვა, შეაფასოს მოსწავლეები და შეიტანონ საშინაო დავალებები, შემაჯამებელი სამუშაოებისა და ტესტირებების შედეგები. გაუგზავნონ მშობლებს შეტყობინებები. სკოლაში ხშირად ეწყობა შეხვედრები გამოჩენილ ადამიანებთან. ქვეყნის ისტორიის უკეთ გაცნობის მიზნით ეწყობა ექსკურსიები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. მეგობრული ურთიერთობის განვითარების მიზნით, ჩვენი სკოლის მოსწავლეები ხშირად სტუმრობენ თურქეთის სხვადასხვა ქალაქებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სკოლას, ოჯახსა და მოსწავლეს შორის ჰარმონიული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და ურთიერთთანამშრომლობას. ამ მიზნით პედაგოგები ხშირად სტუმრობენ მშობლებს ოჯახში. რეგულარულად ტარდება მშობელთა კრებები. დირექციის ხელშეწყობით პერიოდულად ტარდება პიკნიკები. საქველმოქმედო ფონდ SOCO–სა და “საქართველოს საგანთლებლო და შრომითი საქმიანობის საერთაშორისო ფონდ GIEV-ი ყოველწლიურად აწყობს საქველმოქმედო აქციას. ჩვენი სკოლის მეგობარი ბიზნესმენების მხარდამჭერით, მასწავლებლებისა
მისამართი
ვაკე-საბურთალოს რაიონი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა, ნაკვეთი 368
ტელეფონი
ელ-ფოსტა
ვებსაიტი
შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად
შესვლა
თბილისი
დამწყებ ადვოკატთა სკოლა არის, შპს დამწყებ ადვოკატთა სკოლა, საიდენტიფიკაციო კოდი:402066697

თბილისი
სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლა ინგლისურენოვანი სწავლება საბაკალავრო პროგრამა ინტერიერისა და ავეჯის დიზაინი პროდუქტის დიზაინის ტრანსპორტის დიზაინი ვიზუალური კომუნიკაცა სამაგისტრო პროგრამა დიზაინი გაცვლითი პროგრამები გერმანიაში

თბილისი
თბილისის პროტოკოლის სკოლა პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას მიიღოს სერთიფიცირებული განათლება საერთაშორისო ბიზნეს ეტიკეტისა და პროტოკოლის სფეროში. ვინ არის ჩვენი ლექტორი? სკოლის ხელმძღვანელი და მთავარი ტრენერია ნინო ახალაია. მას გავლილი აქვს ევროპის პროტოკოლის სკოლის (Europrotocol – The European School of Protocol) ტრენერთა მომზადების სასწავლო კურსი, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მიენიჭა სერთიფიცირებული კონსულტანტის სტატუსი ბიზნეს ეტიკეტისა და საერთაშორისო პროტოკოლის საკითხებში. ევროპის პროტოკოლის სკოლა აკრედიტირებულია”ბრიტანული აკრედიტაციის საბჭოს” მიერ (BAC – British Accreditation Council for Independent and Further & Higher Education), რომელიც წარმოადგენს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQUA) სრულუფლებიან წევრს.

თბილისი
ჩვენი სკოლა 1999 წელს ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ილიას უნივერსიტეტის საპატიო პროფესორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ქალბატონმა იზა ჩანტლაძემ დააარსა. თავდაპირველად სკოლაში მხოლოდ დაწყებითი საფეხური იყო, მოგვიანებით კი სასწავლო პროცესი სამივე საფეხურზე გაგრძელდა. ამჟამად ”კაი ყმა” სასწავლო პროცესის, საგნობრივი მრავალფეროვნების, უცხო ენების გაძლიერებული სწავლებით, მცირეკონტიგენტიანი კლასების, პედაგოგთა მაღალი კვალიფიკაციისა და ბავშვებისთვის სასწავლო-შემოქმედებითი და გასართობი აქტივობების დანერგვის კუთხით სასკოლო სისტემაში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მოსწავლეების შიდასასკოლო, რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას. მთელი წლის განმავლობაში ჩვენი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა შეჯიბრებებში, ოლიმპიადებში, კონფერენცებში, პრეზენტაციებში, კონკურსებსა და კონცერტებში. სკოლაში ფუნქციონირებს წრეები, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვების შემოქმედებითი და ინტელექტუალური უნარების სტიმულირებასა და გამოვლენას. მოქმედებს გახანგძლივებული რეჟიმი და სკოლამდელი აღზრდის ცენტრი. მოსწავლეებს ემსახურება სასადილო ორჯერადი კვებით და ტრანსპორტი. ჩვენ ვიმყოფებით, საკუთარ, ორსართულიან, უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილ შენობაში, სადაც მოსწავლეებს ყველა პირობა ექნებათ თანამედროვე ტიპის, სრულყოფილი განათლების მისაღებად. სკოლას აქვს საკუთარი ჰიმნი, რომლის ტექსტის ავტორი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი დარეჯან კვანჭიანი, ხოლო მუსიკის ავტორი კომპოზიტორი კახა ცაბაძეა.