მთავარ კონტენტზე გადასვლა

აღწერა

ჩვენს შესახებ-სკოლა დაარსდა 1999 წელს როგორც დაწყებითი საფეხურის სასწავლებელი. დაარსების დღიდან პრიორიტეტი მიენიჭა საგანმანათლებლო პროცესის სრულყოფას. მათემატიკა და უცხო ენები (ინგლისური, რუსული) 1-ლი კლასიდან გაძლიერებულად ისწავლებოდა. დროთა განმავლობაში გაჩნდა საბაზო საფეხურის აუცილებლობა. 2011 წელს დაისახა გეგმა, რომლის მიხედვითაც იმ დროინდელი დამამთავრებელი, მე-6 კლასის მოსწავლეებს უნდა მიცემოდათ შესაძლებლობა სრული სასკოლო განათლება მიეღოთ ჩვენს სკოლაში. იმავე წელს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ სკოლას მიენიჭა ავტორიზაცია დაწყებით და საბაზო საფეხურებზე. 2012 წელს სკოლა გადავიდა ახალ შენობაში, რომელიც მომავალი გაფართოების საშუალებას იძლევა. ამჟამად სკოლაში გაძლიერებულად ისწავლება როგორც საბუნებისმეტყველო ასევე ჰუმანიტარული საგნები. დიდი ყურადღება ექცევა უცხო ენებს და მათემატიკას. სკოლა ემზადება სრული საშუალო განათლელბის ავტორიზაციის მისაღებად. მასწავლებლები-14 წლიანი არსებობის შედეგად სკოლაში შეიკრიბა პედაგოგთა კოლექტივი რომელიც მოსწავლეებს ცოდნას მეგობრულ, ურთიერთ პატივისცემაზე დაფუძნებულ გარემოში უზიარებს. მასწავლებელთა მრავალწლიანი გამოცდილება და კლასებში მოსწავლეების მცირე რაოდენობა (კლასში მაქსიმუმ 10 მოსწავლე) ამ პროცესის გაღრმავებას უწყობს ხელს. მოსწავლეები-საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროცესი სკოლაში 5 საათამდე გრძელდება. კვალიფიციური მასწავლებლების ზედამხედველობით, მოსწავლეები დამოუკიდებლად ამზადებენ გაკვეთილებს. დარჩენილ დროს კი იმ კულტურულ-შემეცნებით აქტივობას უთმობენ, რომელიც თავად აინტერესებთ. წრეები-მრაფალფეროვანი წრეები ეხმარება მოსწავლეებს მომავალი წინსვლისთვის აუცილებელი უნარების განვითარებაში. სკოლაში მოქმედებს დებატების, პრეზენტაციის ხელოვნების, ფოტო-ხელოვნების, თანამედროვე ცეკვის, დრამის წრეები. ჭადრაკი შეტანილია გაკვეთილების ცხრილში. მატერიალური ბაზა-სკოლა აღჭურვილილია ყველა იმ საჭირო ინვენტარით, რაც აუცილებელია სრულფასოვანი განათლების მისაღებად. ფუნქციონირებს თანამედროვე ქიმიის და ფიზიკის ლაბორატორიები. სკოლის ბიბლიოთეკა ათასამდე წიგნს მოიცავს. ვფლობთ სპორტულ მოედანს.

დეტალური ინფორმაცია

ტელეფონი

568111133

ელ-ფოსტა

mertskhali@gmail.com

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა

დიზაინის საერთაშორისო სკოლა

სკოლები

თბილისი

სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლა ინგლისურენოვანი სწავლება საბაკალავრო პროგრამა ინტერიერისა და ავეჯის დიზაინი პროდუქტის დიზაინის ტრანსპორტის დიზაინი ვიზუალური კომუნიკაცა სამაგისტრო პროგრამა დიზაინი გაცვლითი პროგრამები გერმანიაში

თბილისის პროტოკოლის სკოლა

სკოლები

თბილისი

თბილისის პროტოკოლის სკოლა პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას მიიღოს სერთიფიცირებული განათლება საერთაშორისო ბიზნეს ეტიკეტისა და პროტოკოლის სფეროში. ვინ არის ჩვენი ლექტორი? სკოლის ხელმძღვანელი და მთავარი ტრენერია ნინო ახალაია. მას გავლილი აქვს ევროპის პროტოკოლის სკოლის (Europrotocol – The European School of Protocol) ტრენერთა მომზადების სასწავლო კურსი, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მიენიჭა სერთიფიცირებული კონსულტანტის სტატუსი ბიზნეს ეტიკეტისა და საერთაშორისო პროტოკოლის საკითხებში. ევროპის პროტოკოლის სკოლა აკრედიტირებულია”ბრიტანული აკრედიტაციის საბჭოს” მიერ (BAC – British Accreditation Council for Independent and Further & Higher Education), რომელიც წარმოადგენს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQUA) სრულუფლებიან წევრს.

კაი ყმა

სკოლები

თბილისი

ჩვენი სკოლა 1999 წელს ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ილიას უნივერსიტეტის საპატიო პროფესორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ქალბატონმა იზა ჩანტლაძემ დააარსა. თავდაპირველად სკოლაში მხოლოდ დაწყებითი საფეხური იყო, მოგვიანებით კი სასწავლო პროცესი სამივე საფეხურზე გაგრძელდა. ამჟამად ”კაი ყმა” სასწავლო პროცესის, საგნობრივი მრავალფეროვნების, უცხო ენების გაძლიერებული სწავლებით, მცირეკონტიგენტიანი კლასების, პედაგოგთა მაღალი კვალიფიკაციისა და ბავშვებისთვის სასწავლო-შემოქმედებითი და გასართობი აქტივობების დანერგვის კუთხით სასკოლო სისტემაში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მოსწავლეების შიდასასკოლო, რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას. მთელი წლის განმავლობაში ჩვენი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა შეჯიბრებებში, ოლიმპიადებში, კონფერენცებში, პრეზენტაციებში, კონკურსებსა და კონცერტებში. სკოლაში ფუნქციონირებს წრეები, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვების შემოქმედებითი და ინტელექტუალური უნარების სტიმულირებასა და გამოვლენას. მოქმედებს გახანგძლივებული რეჟიმი და სკოლამდელი აღზრდის ცენტრი. მოსწავლეებს ემსახურება სასადილო ორჯერადი კვებით და ტრანსპორტი. ჩვენ ვიმყოფებით, საკუთარ, ორსართულიან, უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილ შენობაში, სადაც მოსწავლეებს ყველა პირობა ექნებათ თანამედროვე ტიპის, სრულყოფილი განათლების მისაღებად. სკოლას აქვს საკუთარი ჰიმნი, რომლის ტექსტის ავტორი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი დარეჯან კვანჭიანი, ხოლო მუსიკის ავტორი კომპოზიტორი კახა ცაბაძეა.