
დამწყებ ადვოკატთა სკოლა
თბილისი
დამწყებ ადვოკატთა სკოლა არის, შპს დამწყებ ადვოკატთა სკოლა, საიდენტიფიკაციო კოდი:402066697
სკოლა თავისი 50 წლიანი არსებობს მანძილზე ორიენტირებულია ზუსტი და საბუნებისმეტყველო დისციპლინის გაღრმავებულ სწავლებაზე. კომაროვში მიღება მე-7 კლასიდან გამოცდების საშუალებით ხდება. აღსანიშნავია, რომ პედაგოგთა უმრავლესობა ,,კომაროველია”, რაც მათ ენთუზიაზმს აძლიერებს. მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი მუდმივად ცდილობს არსებული სწავლა-სწავლების პროცესის დახვეწვას და გაუმჯობესებას, ასევე სასწავლო პროცესში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. კომაროვი არის ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა, რომელიც უფასოდ იმავე დონის და უფრო მეტად ხარისხიან განათლების შანსს აძლევს ახალგაზრდებს, როგორც მოწინავე კომერციული სკოლები. კომაროვი - ეს არის ადგილი, სადაც კონცენტრირებულია ძალიან დიდი რაოდენობით ცოდნა, გამოცდილება, პროფესიონალიზმი და სწორი ხედვა. კომაროვი - ეს არის ყველაზე წარმატებული სკოლა იმიტომ, რომ არც ერთ სკოლას არ გაუზრდია იმდენი წარმატებული ადამიანი, რამდენიც კომაროვმა გაზარდა. კომაროველი პირველ რიგში გამოირჩევა თავისი თავისუფალი აზროვნების სტილით, ერთად ყოფნის უნარით, ერთგულებით, საზრიანობით და მიზანსწრაფულობით. კომაროველმა იცის შრომის ფასი და ესმის, რომ ნებისმიერი დიდი მიზნის მიღწევა შესაძლებელია ბევრი შრომის და პატიოსნების ფასად. კომაროველს შეუძლია დასვას შეკითხვა - რატომ? კომაროველობა ნიშნავს - გყავდეს ყველაზე დიდი, ყველაზე კარგი, ყველაზე ჭკვიანი სამეგობრო, რომელიც გეხმარება მიაღწიო საუკეთესო შედეგებს. კომაროველს შეუძლია ცხოვრების ნებისმიერი სირთულე მიიღოს როგორც ამოცანა და ეს ამოცანა ამოხსნას. ის ვინც შეძლებს კომაროვში მოხვედრას და მის დამთავრებას, დიდი ნაბიჯი ექნება გადადგმული პირადი და კარიერული კუთხით. კომაროვი - ეს არის ადგილი, სადაც ადამიანი იწრთობა ცხოვრების იმ ეტაპზე, როდესაც ეს მას ყველაზე მეტად სჭირდება. კომაროვი ადგილია, სადაც თავმოყრილია ბევრი მოტივაცია, სწავლის სიყვარული და განათლების პოზიტიური აურა. კომაროვის დამთავრება ნიშნავს საგზურს მომავალში, სადაც ნებისმიერი დაბრკოლება გადალახვადია. კომაროვი - ეს არის ტრამპლინი ბედნიერ და წარმატებულ მომავალში!
მისამართი
ვ. ფშაველას გამზ. 49
ტელეფონი
ელ-ფოსტა
ვებსაიტი
შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად
შესვლა
თბილისი
დამწყებ ადვოკატთა სკოლა არის, შპს დამწყებ ადვოკატთა სკოლა, საიდენტიფიკაციო კოდი:402066697

თბილისი
სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლა ინგლისურენოვანი სწავლება საბაკალავრო პროგრამა ინტერიერისა და ავეჯის დიზაინი პროდუქტის დიზაინის ტრანსპორტის დიზაინი ვიზუალური კომუნიკაცა სამაგისტრო პროგრამა დიზაინი გაცვლითი პროგრამები გერმანიაში

თბილისი
თბილისის პროტოკოლის სკოლა პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას მიიღოს სერთიფიცირებული განათლება საერთაშორისო ბიზნეს ეტიკეტისა და პროტოკოლის სფეროში. ვინ არის ჩვენი ლექტორი? სკოლის ხელმძღვანელი და მთავარი ტრენერია ნინო ახალაია. მას გავლილი აქვს ევროპის პროტოკოლის სკოლის (Europrotocol – The European School of Protocol) ტრენერთა მომზადების სასწავლო კურსი, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მიენიჭა სერთიფიცირებული კონსულტანტის სტატუსი ბიზნეს ეტიკეტისა და საერთაშორისო პროტოკოლის საკითხებში. ევროპის პროტოკოლის სკოლა აკრედიტირებულია”ბრიტანული აკრედიტაციის საბჭოს” მიერ (BAC – British Accreditation Council for Independent and Further & Higher Education), რომელიც წარმოადგენს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQUA) სრულუფლებიან წევრს.

თბილისი
ჩვენი სკოლა 1999 წელს ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ილიას უნივერსიტეტის საპატიო პროფესორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ქალბატონმა იზა ჩანტლაძემ დააარსა. თავდაპირველად სკოლაში მხოლოდ დაწყებითი საფეხური იყო, მოგვიანებით კი სასწავლო პროცესი სამივე საფეხურზე გაგრძელდა. ამჟამად ”კაი ყმა” სასწავლო პროცესის, საგნობრივი მრავალფეროვნების, უცხო ენების გაძლიერებული სწავლებით, მცირეკონტიგენტიანი კლასების, პედაგოგთა მაღალი კვალიფიკაციისა და ბავშვებისთვის სასწავლო-შემოქმედებითი და გასართობი აქტივობების დანერგვის კუთხით სასკოლო სისტემაში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მოსწავლეების შიდასასკოლო, რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას. მთელი წლის განმავლობაში ჩვენი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა შეჯიბრებებში, ოლიმპიადებში, კონფერენცებში, პრეზენტაციებში, კონკურსებსა და კონცერტებში. სკოლაში ფუნქციონირებს წრეები, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვების შემოქმედებითი და ინტელექტუალური უნარების სტიმულირებასა და გამოვლენას. მოქმედებს გახანგძლივებული რეჟიმი და სკოლამდელი აღზრდის ცენტრი. მოსწავლეებს ემსახურება სასადილო ორჯერადი კვებით და ტრანსპორტი. ჩვენ ვიმყოფებით, საკუთარ, ორსართულიან, უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილ შენობაში, სადაც მოსწავლეებს ყველა პირობა ექნებათ თანამედროვე ტიპის, სრულყოფილი განათლების მისაღებად. სკოლას აქვს საკუთარი ჰიმნი, რომლის ტექსტის ავტორი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი დარეჯან კვანჭიანი, ხოლო მუსიკის ავტორი კომპოზიტორი კახა ცაბაძეა.