მთავარ კონტენტზე გადასვლა

აღწერა

ჟელატერია სორელლე • Sorelle

დეტალური ინფორმაცია

მისამართი

დიღმის მასივი, ბორის პაიჭაძის 5ა. Tbilisi, Georgia

ტელეფონი

598486621

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა

ლუკა პოლარე

სანაყინეები

თბილისი

ლუკა პოლარე საუკეთესო სანაყინე - საყვარელი პოლარული დათვი საქართველოში ჩამოვიდა 2008 წლის თაკარა ზაფხულში იმის საკეთებლად, რაც შესანიშნავად გამოსდის: მოგვამარაგოს საუკეთესო ნაყინით და ბევრი სხვა რამით... გერმანულ-ქართული ოჯახური ბიზნესი დაიწყო იდეით, საქართველოსთვის შექმნილიყო რაიმე სრულიად ახალი - ევროპული სტილის სანაყინე, სადაც უგემრიელესი, ხარისხიანი ყავაც გაიყიდებოდა და დააკმაყოფილებდა ხარისხისა და მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებს. ლუკა პოლარეს ახლა ოთხი კაფე-სანაყინე გააჩნია თბილისის ცენტრალურ უბნებში: ლესელიძის ქ. 34-ში (ძველი თბილისი), ერისთავის ქ. 12-ში (მრგვალი ბაღი), პეკინის გამზირზე 7ა-ში (საბურთალო), აღმაშენებლის გამზირის 125-ში (ძველი თბილისი). ყოველდღიურად, დილაადრიან იწყებს მუშაობას (8 საათზე) და გვიან ღამემდე (ღამის 2 საათამდე) სთავაზობს მომხმარებელს ნაყინის 26 სხვადასხვა არომატს, რომლებიც იტალიური რეცეპტების მიხედვითაა დამზადებული და არ შეიცავს არანაირ ხელოვნურ საღებავს ან არომატიზატორს. ის არ შეიცავს კონსერვანტებს და ყოველდღიურად ახალ-ახალი მზადდება, იმისთვის რომ მაქსიმალურად ხარისხიანი იყოს. ჩვენს ნაყინს ყველანაირი გემოვნების მქონე ადამიანებს ვთავაზობთ: რძისას და ნაღებისას, სხვადასხვა ხილისას და კენკრისას, რომელიც ადგილობრივად მოწეული ხილისაგან მზადდება და არ შეიცავს ცხიმს ან ცხოველურ პროდუქტებს და შესანიშნავია ვეგეტარიანელებისთვის, ლიქიორიან ნაყინებს, დიაბეტურ ნაყინებს... 2009 წლიდან ლუკა პოლარემ გაამრავალფეროვნა ასორტიმენტი ცხელი და ცივი სასმელებით და გვთავაზობს ყავას, ჩაის, ცხელ შოკოლადს, ესპრესოს მიქს-სასმელებსა და ნაყინიან ფრაპეებს. სხვადასხვა მნიშვნელოვანი კომპონენტი ქმნის ლუკა პოლარეს ყავის გამორჩეულ არომატს და განაპირობებს მის უმაღლეს ხარისხს: ხელით დაკრეფილი გურმანების ყავის მარცვლებს გერმანიაში ხალავენ უახლესი ტექნოლოგიით და საქართველოში ჰერმეტულად დალუქული პაკეტებით ჩამოაქვთ, რომ არომატი შეინარჩუნოს და ახალივით იყოს. ლუკა პოლარეში საუკეთესო ყავის მომზადების წესებს ძალიან მკაცრად იცავენ და მარცვლები უშუალოდ თითოეული ჭიქა ყავის მომზადების წინ იფქვება. ტრადიციული ესპრესოს გარდა, ლუკა პოლარე გვთავაზობს უმაღლესი ხარისხის დეკოფეინიზირებულ ყავას, გემოს და არომატს, ასევე ყავას და შერეულ სასმელებს რძითა და სოიოს რძით. გარდა ამისა, ლუკა პოლარეს მენიუში შედის მაფინები, ორცხობილები, ნამცხვრებისა და ტარტების დიდი ასორტიმენტი, კარამელიზირებული მოხალული ნუში, ახალი წვენები, შერეული ხილი, სალათები. უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და მეგობრული სერვისი, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნებზეა ორიენტირებული, ლუკა პოლარეს მთავარი პრიორიტეტებია, რადგან კმაყოფილი მომხმარებელი საუკეთესო რეკლამაა. მყუდრო ატმოსფერო ახლახან დაფქვილი ყავის არომატთან და სიყვარულით მორთმეულ პროდუქციასთან ერთად, ლუკა პოლარე თბილისელთათვის საყვარელ ადგილად აქცია.

Ke Gusto

სანაყინეები

თბილისი

სანაყინე და იოგურტერია შენი გემოვნებით. ჩამოსასხმელი იოგურტის ნაყინი, ნაყინი სკუპებით, ყავა, ვაფლი, კრეპი. Ice cream and yogurt is your taste. Drinking yoghurt ice cream, ice cream scoops, coffee, wafer, crip. Мороженое и йогурт на ваш вкус. Пить йогуртовое мороженое, шарики мороженого, кофе, вафли, крип.

მორელის ჯელატო

სანაყინეები

თბილისი

კომპანია „მორელის ჯელატოს“ ისტორია იწყება 1907 წლიდან, როდესაც იტალიელი ჯუზეპე მორელი გადავიდა ინგლისში საცხოვრებლად და დაიწყო სახლში დამზადებული ჯელატოს გაყიდვა თავისი საკუთარი ველოსიპედით. პირველი ფილიალი გაიხსნა დიდ ბრიტანეთში 1932 წელს. ამჟამად მორელისის მეხუთე თაობა უდგას სათავეში მორელის ჯელატოს მართვას. 2005 წელს ბიბი მორელმა, აქცია მორელის ჯელატო ფრენჩიზის ბიზნესად, რის შედეგადაც Morelli’s Gelato’ს ქსელი გაიზარდა და მისი ფილიალები ათი ქვეყნის ისეთ ქალაქებშია განლაგებული, როგორიც არის ლონდონი, დუბაი, კუალა ლუმპური, კუვეიტი, მონაკო და ა.შ. ჩვენი ბრენდი არის სასურველი ბრენდი, რომელიც მოიცავს ფასის ხელმისაწვდომობას, ექსკლუზიურ პროდუქტებს, თითოეული ჩვენი სანაყინის უნიკალურ და გამორჩეულ მდებარეობას. ჩვენი მიზანია მივაწოდოთ საუკეთესო ხარისხის ახალი ჯელატო ჩვენს მომხმარებლებს მსოფლიოს გარშემო, და შევახსენოთ მათ ბავშვობის ნაყინის ნოსტალგიური გემო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მომხმარებელს მივაწოდოთ ახალი ჯელატოს დამზადების კონცეფცია. ის რომ პროდუქტი ყოველდღე ახალი მზადდება განაპირობებს ჩვენი ნაყინის განსაკუთრებულ გემოს. მსოფლიოში თბილისი მე-11 ქალაქია, სადაც Morelli’s Gelato – ს ფილიალი გაიხსნა.მორელის ჯელატოს შემოტანა თბილისში ომეგა ჯგუფის კიდევ ერთი წარმატებული პროექტია. იტალიელი ჯელატიერების მიერ ტრენინგ გავლილი ქართველი ნაყინის დამამზადებლები, ე.წ. ჯელატოს მომხმარებლის შეკვეთით ადგილზე ამზადებენ ისე, რომ მომხმარებელს ამ პროცესის ნახვა თავად შეუძლია. ნაყინის ადგილზე დაგემოვნებასთან ერთად, მომხმარებელს ნაყინის თან წაღებაც შეუძლია თერმოკონტეინერით, სადაც ნაყინი ფორმას 90 წუთის განმავლობაში ინარჩუნებს. კაფეში მისულ მომხარებელს ნაყინთან ერთად შესაძლებლობა ექნება, დააგემოვნოს Morelli’s Gelato-ს საფირმო ნამცხვარი, ყავა, იტალიური ღვინო და ტკბილეული. Morelli’s Gelato-ში პროდუქტი მხოლოდ ნატურალური პროდუქტით მზადდება, რომლის იმპორტიც სხვადასხვა ქვეყნიდან ხდება. ჯელატო კი ყოველდღიურად ახალი მზადდება.

ცუმბო პოპსი

სანაყინეები

თბილისი

ცუმბო პოპსი - ეს არის პირველი ქართული, ხელით დამზადებული პოპსების ბრენდი. ახალი, ჯანსაღი ხილის შერჩევა ხდება უშუალოდ ჩვენს მიერ ადგილობრივი ფერმერებიდან, შემდეგ ვამუშავებთ და შაქრის, ასევე ყოველგვარი ქიმიური დანამატის გარეშე ვიღებთ ნატურალურ პოპსებს. ამჟამად შეგიძლიათ, გვიპოვოთ Tbilisi Flea Market-ზე და სხვადასხვა ფესტივალებზე. უახლოეს მომავალში გვსურს, გავხსნათ მაღაზია, როგორც თბილისში ასევე მის ფარგლებს გარეთ, სადაც მუდმივად შეგვეძლება გამასპინძლება. ცუმბო პოპსი იქმნება ჩვენი ფერადი და გრილი დღეებისთვის.